ვასილ მაისურაძე: ესპანეთთან გვითამაშია და ჯგუფიდანაც გავსულვართ

AutoSharing Option
3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის 2016 წლის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა.

A ჯგუფში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან. ელიტრაუნდის მატჩები 24-26-29 მარტს ესპანეთში ჩატარდება.

Sportall.ge 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს დაუკავშირდა და ჯგუფთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

"რთული ჯგუფია, რა თქმა უნდა. ესპანეთის ნაკრები ამ ასაკში მსოფლიოში საუკეთესოა. სამწუხარო ისაა,რომ შესარჩევში არ უთამაშიათ, ამიტომ რთული იქნება მათი თამაშის შეფასება.

ინგლისს წინა წელს ევროპის ჩემპიონატზე ვადევნე თვალყური
და საკმაოდ ძლიერი გუნდია. ზოგადად, ინგლისს კარგი თაობა ჰყავს და მათთანაც გაგვიჭირდება.

საბერძნეთზე ბევრი არაფერი ვიცი. დავსხდებით, ვნახავთ ფირს და მეტოქეს კარგად შევაფასებთ.

პესიმისტურად ნუ შევხედავთ ჯგუფს, პირიქით, პოზიტიურად შევხედოთ. ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან კარგია ასეთ გრანდებთან თამაში. ჩავალთ, ვიბრძოლებთ და ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. მითუმეტეს, ვყოფილვართ ესპანეთთან, ინგლისთან ჯგუფში და გავსულვართ კიდეც - ხელს აქედანვე ნუ ჩავიქნევთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული