[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში ბრაზილიელ ფეხბურთელს იწვევს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდში თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერის, რენე ფერეირას მიწვევაზე ფიქრობს.

ცხადაძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ღმერთმა ქნას, დიდხანს ითამაშოს ალეკო ამისულაშვილმა, მაგრამ ადრე თუ გვიან დაასრულებს სანაკრებო კარიერას. დაგვებადა აზრი, რომ საქართველოს ნაკრების სამსახურში ჩავაყენოთ თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა.

რენეს სამუშაო აქვს, მაგრამ მისი პოტენციალი თვალსაჩინოა. მე
და გიორგი ჩიხრაძე შევხვდით ფეხბურთელს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებთან, ლევან ზუხბაიასა და მიხეილ ხუციშვილთან ერთად.

ახლა გარკვეული პროცედურების გავლა იქნება საჭირო. ფიფა-სთანაც იქნება სალაპარაკო... მერე კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა ჩაერთოს. ჩვენ ამ უწყების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ერთ დღეში მოგვიგვარეს გიორგი ნავალოვსკის საკითხი", - აცხადებს საქართველოს ნაკრების თავკაცი, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

22 წლის რენე ფერეირა თბილისის "დინამოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, სადაც "ზესტაფონიდან" გადავიდა. საქართველომდე ბრაზილიელი მცველი "გრემიოსა" (2011) და "კავასაკიში" (2012) თამაშობდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - A Brazilian may play for Georgian National Football Team

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 47 /
რენე კვირკველია ცენტრსჰი მაგარი გაასწორებს
vaxo
11 იანვარი 2016 15:33
0
არ არის ეს ფეხბურტელი იმ დონის რომ ნაკრებსი იტამასოს
ალეკსანდრე
11 იანვარი 2016 15:03
0
თუ ეს არის ცხადაძის "სტრატეგია", არაფერს არ ეშველება! ახალგაზრდებს მიხედეთ! ნიჭიერი ბიჭების მეტი რა გვყავს! ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს თუ მოიწვევ გაჭირვების გამო, ზიტოზე, ბრიტოზე ან თუნდაც ევერალდოზე ნაკლები მაინც არ უნდა იყოს! ახლა ამ ხლამში იხადე კიდე ვეებერთელა ფული ("თუ დათანხმდაო", ვითომ თავის ქვეყნის ნაკრებში კალთებს ახევენ)! მაგის ნახევარი ჩვენ ბიჭებს გადაუხადეთ და შედეგებს ნახავთ!
ჯიჯი
11 იანვარი 2016 15:01
0
ვაი საქართველოოო
გიუკონიმ
11 იანვარი 2016 14:59
0
zviad-ს. ხომ არ შევხვედრილიყავით ნაკრებში შენი დასქმებისათვის სამსჯელოდ? აბა მოიფიქრე!!!
levan kobiashvili
11 იანვარი 2016 14:56
0
llcl-ს. კარგით რა. მადა იცოცხლეთქვა, გაქს!!! ჰოლანდია შენ ხელწამოსაკრავი ჩემპიონატი გგონია, როგორც გატყობ. აიაქსის ისტორიას მაინცა გაეცანი. ინგლისი ხომ არ აჯობებდა ჯიგარ? თუ ნატვრაა, ნატვრა იყოს.
gedi
11 იანვარი 2016 14:53
0
იყოს ფერეირა...გასაცოდავებული დაცვის ყურებას მირჩევნია ლეგიონერმა ითამაშოს ნაკრებში და დაცვის პრობლემა მოგვარდეს...არ გვინდა ეხა ურა პატრიოტიზმი,გადახედეთ ნებიმსიერ დიდ ნაკრებს,აპრობირებული მეთოდია ნატურალიზაცია დღეს და ეს აღარავის უკვირს
კოღო
11 იანვარი 2016 14:37
0
22 წლის კაცი უკვე თბილისის დინამოში თამაშობს და უნდა მოვიწვიოთ)))) ახალგაზდებს მიხედეთ, კაცს ნაკრებში იწვევდე, უცხოელს, მინიმუმ ჰოლანდიის ჩემპიონატში ხომ უნდა თამაშობდეს, რა სისულელეა ეს
llcl
11 იანვარი 2016 14:27
0
Geyot bodva kaxi biziko
imereli
11 იანვარი 2016 14:15
0
ნატურალიზებას მივესალმები, მაგრამ შესაბამისი დონის უნდა იყოს, მაგალითად როგორიც იყო ჩისკო მეტი ნორმალურ უცხოელს საქართველოს ჩემპიონატში არ უთამაშია, ისეთი რომ ნაკრების დონე დააკმაყოფილოს
შაკო
11 იანვარი 2016 14:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული