"რეიმსში" ყველანი ძალიან მოტივირებულნი ვართ. მართალია, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში "ტულუზასთან" დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ და ყოველი ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ამბობენ, რომ ამ სატრანსფერო პერიოდში გუნდი გაძლიერდება ახალი ფეხბურთელებით. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ხმებია და ამ დროისთვის გუნდში ახალი არავინ მოსულა", - გვითხრა კანკავამ და იქვე ნაკრებზეც გვითხრა:
"მოუთმენლად ველი ახალი შესარჩევი
ვფიქრობ, ძალიან შეკრული გუნდი გვყავს, ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია ქართველი გულშემატკივების გახარება. დღესდღეობით ნაკრებში უპრეცედენტოდ დიდი ერთიანობაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"