ჩვენს ვებგვერდზე ჩატარდა გამოკითხვა: "უნდა ითამაშოს თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში რენე ფერეირამ?", რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა 54.1%-ის (705) აზრით, რენე ფერეირამ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს.
34.4%-ის (435) აზრით, ბრაზილიელმა მცველმა საქართველოს ნაკრებში არ უნდა ითამაშოს.
გამოკითხულთა 12.6% (164) კი ნაკრებში ნატურალიზების წინააღმდეგია.
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1304-მა ადამიანმა მიიღო.