"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

მინისტრმა ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებისთვის, მერე მონაწილეობდა არაერთ თოქ-შოუში, მოგვიანებით კი "ლელოსაც" მისცა ინტერვიუ...

- ალბათ, ფაქტია, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს აურზაური უნდა ჩაცხრეს...
- დუღილის ტემპერატურა აწეულია და ჩემი აზრით, ის ასწია კახა ცხადაძის განცხადებებმა. შეთქმულების თეორიებით ლაპარაკი არ მიმაჩნია სწორად. ალბათ, პროცენტებსა და ხელფასის დაკლებაზე ლაპარაკს ჯობია, კონკრეტული ციფრებით ვილაპარაკოთ... რატომღაც მას ჰქონდა ილუზია, რომ
შემეძლო, მისი ხელფასი გადამეხადა.

მინისტრად რომ მოვედი, მაშინვე გავაკეთე აქცენტი იმაზე, რომ ამხელა ხელფასს სახელმწიფოსგან არ უნდა იღებდეს მწვრთნელი. მე ცხადაძეს არ ვებრძვი, მინდა სისტემა შევცვალო. როცა ეს განცხადება გავაკეთე, სხვა ხელმძღვანელობა იყო ფეხბურთის ფედერაციაში. მაშინ რა ვიცოდი, რა შედეგით მორჩებოდა არჩევნები? ჩემი საქმე არ არის მწვრთნელის დანიშვნა და არდანიშვნა.

- ამბობენ, სპორტის მინისტრს პიროვნულად არ აქვს კარგი დამოკიდებულება ცხადაძესთანო...
- კიდევ ერთხელ ვამბობ - პიროვნულად არაფერი მაქვს კახა ცხადაძის საწინააღმდეგო. პირიქით, მას ძალიან ვაფასებ. ნაკრებში ასეთი სიტუაცია იყო წლების განმავლობაში. სხვა შეიძლება პირში არ ამბობს სათქმელს, მე კი ეს სათქმელი პირდაპირ ვთქვი.

თუ ფეხბურთის ფედერაცია მოძებნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დასაფინანსებელ თანხას, გადაუხადოს მას ხელფასი, არ არის არანაირი პრობლემა. 10 წლის განმავლობაში დიდი თანხა დაიხარჯა ნაკრების მწვრთნელებში და შედეგი არ ჩანს. ამას მაშინაც ვამბობდი, სანამ მინისტრი გავხდებოდი. ეს ხომ სახელმწიფოს ფულია?!

- მაინც რა თანხაა ეს?
- ათეულ მილიონ ლარზეა ლაპარაკი. მინდა აქვე ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთში არ ვართ შედეგზე ორიენტირებულები. სპორტის სხვა სახეობებშიც ასეა. ასე რომ, ნურავინ იტყვის, თითქოს ცხადაძეს ვებრძვი.

- ვიცით, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას წლიურად 7 მილიონ ლარს აძლევს. ამ თანხის მიზნობრიობას სახელმწიფო განსაზღვრავს?
- ეს სახელმწიფოს ფულია და, რა თქმა უნდა, პრიორიტეტებსაც სახელმწიფო განსაზღვრავს. სხვათა შორის, ძალიან ბევრ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოს დახმარების გარეშე იხდის მწვრთნელის ხელფასს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციას რეალურად დღეს სპორტის სამინისტრო მართავს. რამდენად დამოუკიდებელია დღეს ფეხბურთის ფედერაცია?
- ჩემი, როგორც მინისტრის ოცნებაა, რომ ყველა ფედერაცია იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ვინც არ იცნობს ლევან კობიაშვილს, მხოლოდ ის იტყვის, ფეხბურთის ფედერაცია არ არის დამოუკიდებელი. სწორედ ფედერაცია იღებს გადაწყვეტილებას ნაკრების მთავარი მწვრთნელის თაობაზე და ეს მის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს.

- აღმასკომზე გკითხავთ. ბევრის აზრით, იქ ორი კლუბის კადრების სიჭარბეა...
- ეს აღმასკომი საფეხბურთო საზოგადოების არჩეულია. ისინი თავიანთ კლუბებში თუ სხვაგან წარმატებულები იყვნენ. ასე ყველაფერს შეიძლება კუდი გამოაბა.

- ხომ არ არევს ნაკრებში სიტუაციას ცხადაძის შესაძლო წასვლა?
- მე არ ვაყენებ ეჭვქვეშ მის კომპეტენციას, პირად თვისებებს, ღირსებას... სპორტის მინისტრი მწვრთნელის საკითხთან რა შუაშია?! დიდი იმედი მაქვს, მალე დაწყნარდება სიტუაცია და ფეხბურთელები მშვიდად გააგრძელებენ მომზადებას შესარჩევი ციკლისთვის. ვინ თქვა, რომ ცხადაძე ჩემი მტერია? აბსურდია!

ხალხს მიაქვს ფული ქართული ფეხბურთიდან და მე ეს ფული მომქონდა. შესაბამისად, ჩემთვის სულერთი ვერ იქნება ქართული ფეხბურთის ბედი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმები და ეს არის რთული გზა.

- როდის ამოქმედდება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა?
- შეიქმნა "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი". ჩვენ ახლა ველოდებით ფედერაციის პრიორიტეტებს.

- ფაქტია, რომ კლუბების დაფინანსებას აზრი ეკარგება, თუ ქართული ფეხბურთი არ გაიწმინდა...
- საჭირბოროტო საკითხს შეეხეთ. წლების განმავლობაში ვინც არასწორად იყო მიჩვეული ცხოვრებას და მუშაობას ფეხბურთში, ის განაწყენდება ამ რეფორმებით. მაგრამ მე მზად ვარ ნებისმიერი კრიტიკისთვის. მზად ვარ და ვიცი, რომ შეიძლება ლაფიც მესროლონ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, გულშემატკივარი დარჩეს კმაყოფილი.

- ბოლოს, კერძო კლუბებზეც გვითხარით...
- ფონდის დაფინანსებისას კერძო კლუბებს ექნებათ გარკვეული პრიორიტეტი. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ სახელმწიფო კლუბები კერძო კლუბებად გარდაიქმნან. ჩვენ ქართულ ფეხბურთში უნდა დავაბრუნოთ არა მხოლოდ ის ინვესტორები, რომლებიც წასულები არიან დროებით, არამედ ახლებიც უნდა მოვიზიდოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
ბატონ მინისტრს მინდა ვკითხო: 1) სამოქალაქო ინსტიტუტი "კაბადონი" სად არის,როდის არსებობდა და საერთოდ რას წარმოადგენდა 2)და 27 წლის ასაკამდე საშუალო გნათლების ამარა რომ ადამიანი დადის და შემდეგ რაგაც საეჭვო სასწავლებელს რომ "ამთავრებს" შეიძლება თუ არა ესეთი არსება იყოს მინისტრი?
ბადრი
23 იანვარი 2016 21:11
0
რას აკეტებს ისეტს ამხელა ხელფასი რომ აქვს, ხალხი შიმშილობს და არ რცხვენიატ ასეთი ფუფუნების/?
nia
23 იანვარი 2016 16:53
0
ჯოგი რის ჯოგი კველა მიხვდებით. არ აცადოთ მიდით გასრისეთ საქმის მკეთებელი არავის ჭირდება არაკაცები ვადიდოთ ვაშააააა
goga
23 იანვარი 2016 09:36
0
იმის მაგივრად რომ ინვესტორები და სპონსორები მოიზიდონ, ფეხბურთი მომგებიანი გახადონ მწვრთნელების ხელფასებს მიადგნენ.. მალე დავალთ ჩვენ ფარერების დონეზე..
Misha
22 იანვარი 2016 23:40
0
ქეცბაია რო იღებდა 2 ჯერ მეტ ხელფასს ვიდრე ცხადაძე მაშინ რატო არ თქვეს არაფერი
dd
22 იანვარი 2016 20:58
0
boria-ს
ტარიელ ხეჩიკაშვილს მინისტრობის პერიოდში არც ხელფასი აუღია, არც პრემია და არც დანამატი. მისი ხელფასი პირდაპირ ირიცხება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებში. შეგიძლიათ გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია სამინისტროსგან.
გოგა
22 იანვარი 2016 18:50
0
qutaiseli-s alekoსწორედაც რასაც შენ წერ არ არის ფეხბურთის ფედრაციის ვალდებულება ბავშვთა აღზრდას მიხედოს ეს სპორტული სკოლების და განათლების სფეროს პრეროგატივაა ხოლო ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ სახელმწიფოს საქმეა და რაც შეუძლია იმას აკეთებს სპორტის სამინისტრო კიდე საბიუჯეტო ორგანიზაციაა და არა კერძო ხარათმხანა რაც მოგინდება ის დააფინანსო იქ მარტო ფეხბურთის ფედერაცია არ არის წარმოდგენილი.quTaiseli -ს მე არაფელი ამომიჩემებია შენკი გეტყობა სრულ გაურკვევლობაში ხარ რა მიდგომაზეა საუბარი როცა სახელმწიფო მოხელე გეუბნება მწვრთნელის ამხელა ხელფას ვერ გადავიხთიო რისი უფლებაც მას აქვს ხოლო კობის აქ უფლება ფედერაციის შემოსავლებიდან დაფაროს ეს თანხა და ვერავინაც ვერაფერს ვერ ეტყვის ესარი სიმართლე და რა მიდგომა რის მიდგომა ყველაფერი კანონიერად და სწორად ხდება.ხოლო ვისაც ამის დანახვა არუნდა ეს მისი პრობლემაა არგუმენტი მინდა მე და არა ჰაერზე საუბარი.
qutaiseli
22 იანვარი 2016 16:27
0
ტარიელ ხეჩიკაშვილი არის საბურთალოს პრეზიდენტი და სანამ თავის საბურთალოელი ნაცნობებით არ აივსება ფედერაცია არ გაჩერდება, ხალხმა და ფეხბურთელებმა ხმა უნდა ამოიღონ! რა მნიშვნელობა აქვს არველაძეების გუნდი დაანგრევს ფეხბურთს თუ ხეჩიკაშვილის?
უნდა დამთავრდეს ნეპოტიზმი და ფულის კეთება ფეხბურთში და ხალხმა ხმა უნდა ამოვიღოთ...
xecho
22 იანვარი 2016 16:08
0
ტარიელს რამდენი აქ ხელფასი თვითონ და თუ ეკუთვნის?

რა დამსახურებისთვინ არი მინისტრი?
boria
22 იანვარი 2016 16:01
0
ახალი თქვი რამე, ორი სიტყვა რომ ამოგიჩემებია. რაც დაწერე ყველამ ვიცით მაგრამ მიდგომაზეა საუბარი და არა იმაზე ვინ საიდან ფინანსდება. სხვას თუ აკისრებ პასუხისმგებლობას, შენ პირველმა უნდა აიღო და მაგალითი აჩვენო.
quTaiseli -ს
22 იანვარი 2016 15:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული