ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
ჯერ ცხადაძემ თქვას რაში ითხოვს 120 ათასს ფაქტია არაფერში ეს უკვე მარაზმია
dola
23 იანვარი 2016 14:23
0
სიმარტლე ერტია და კობის მხარესაა!!!
xorxe
23 იანვარი 2016 14:22
0
ვაა მერე ბაჩანა ცხადაძეს რა ეშველება,სად ითამაშოს? თუმცა მამამისივით სნგ-ში აღარ მარა სხვა ნაკრებში შეუძლია...
შევარდენი
23 იანვარი 2016 14:22
0
კობიაშვილო! შენ ვის დაკვეთებს ასრულებ? ხეჩიკაშვილისას? იცოდე,ეგ დაგღუპავს შენ.ხეჩიკაშვილი თავის"საბურთალოს" პატრონობს,მას ნაკრები საერთოდ არ აინტერესებს.სხვის ხელფასებში რომ ძვრება,თვითონ რამდენი აქვს შემოსავალი? ეგ სპორტის მინისტრი კი არა,თავისი გუნდის ადმინისტრატორი უნდა იყვეს,მეტი არაფერი.
დააცადეთ ცხადაძეს მუშაობა და შედეგიც მოვა.
მე კობიაშვილი უფრო გონიერი მეგონა და შინაგანად მას ვუჭერდი მხარს,თურმე ფუჭად...
მერაბი
23 იანვარი 2016 14:21
0
შენი აშენებული ფეხბურთის ......
saqartvelo
23 იანვარი 2016 14:21
0
120ათასი,რომ არანორმალურად დიდი ხელფასი იყო ნაკრების მწვრთნელისთვის ეს არაა საკამათო....მაინც კომპრომისი უნდა მონახულიყო ყოველგვარი აურზაურის გარეშე,ეს ნაკრებში,გუნდში კლიმატზე დადებითად ვერ იმოქმედებს(((
–ეხლა თუ ნაკრები შედეგს ვერ დადებს (ნორმალურს),მუდამ იქნება კამათი,რომ ცხადაძე რომ დარჩენილიყო და ა.შ.
–უკვე ახალი მწვრთნელი,,დაიგრუზა,,ფსიქოლოგიურად
ზაზა
23 იანვარი 2016 14:20
0
სწორედ მოიქცა კობი, კახი კარგი მწვრთნელია, ცოტა რაღაცას დაამსგავსა გუნდი, მაგრამ ფინანსურ საკითხში ვერ მოიქცა სწორად. ისევე როგორც ბაჩანას სულ შემადგენლობაში ყოფნით
გიო
23 იანვარი 2016 14:20
0
საგოლ კობიიი!!!! ჯიგარი ხარ!!!
xorxe
23 იანვარი 2016 14:19
0
ვისი ბრალიც არ უნდა იყოს,მაინც არ უნდა ებაზრა ამდენი სისულელე,მანქანებს ყიდდა და ეხლა მოვიდა ფეხბურთშიო,დიდი შეცდომა იყო,ხეჩიკაშვილს ერთი კამაზი ფული აქვს ქართულ ფეხბურთში ჩადებული,ბავშვმაც იცის ეგ,კახას და ქეცბას გააქვთ და ხეირიც არაფერი არაა,ვინმეს თუ გონია შედეგს მიაღწევს ნაკრები სანამ ჩემპიონატი ასეთ დონეზეა,საღოლ იმ ხალხს ძმაო
გიორგი
23 იანვარი 2016 14:17
0
კობი, კაცი მეგონე, ყოფილხარ ...!
Joni
23 იანვარი 2016 14:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული