ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
ქეცბაია დაბრუნეტ
tengo
25 იანვარი 2016 16:44
0
2018_ მაგარი კომენტარია. ცხადაძის წასვლა არ წასვლა წყვეტს ჩვენს მსოფლიოზე გასვლას? რატო დაფრინავთ. რა მსოფლიო. ერთი ყაზაიშვილია ვინც 90 წუთი ითამაშა. ყველა სათადარიგოა. მაგიტ ვაპირებთ მსოფლიოზე?? მწვრთნელი არაა გამოსავალი
Tooo
25 იანვარი 2016 12:21
0
არა სპორტული მიზეზია კობიაშვილო !!!
arasportuli mizezi !!!
25 იანვარი 2016 00:47
0
არ უნდათ საქართველოს მსოფლიოზე გასვლა!!! 2018 ში რახან რუსეთშია არ აწყობთ ზონდერ ბაყაყებს.
2018
25 იანვარი 2016 00:46
0
120 000 თვეში თუ წელიწადში?:) ნეტა რა დამსახურებისთვის? რა წარსული, ტიტულები და წარმატებები აქვს ცხადაძეს, რომ ეს ხელფასი დაიმსახურა??? ან ეგრევე 3 წლიანი კონტრაქტის გაფორმება რა უბედურებაა, ჩვეულებრივ მოკვდავებს 3 თვიან კონტარქტებს გვიდებენ, რომ არ მოვდუნდეთ და სულ ტონუსში ვიყოთ. კონტრაქტის დარღვევისთვის მთლიანი თანხის გადახდა მოუწევთ, პლიუს კიდევ ახალ მწვრთნელს ხომ უნდა ჰქონდეს 120 000 ლარიანი ხელფასი და ვინ გადაიხდის? ისევ ჩვენ საცოდავი ქართველი ხალხი.
ფაქტია, რომ ცხადაძე კალაძეს არ მოუვიდა და თვალში და ამიტომაც უშვებენ. თუმცა ამხელა ხელფასს ნამდვილად არ იმსახურებს
24 იანვარი 2016 19:47
0
ფედერაციას ნამდვილად არ აქვს ცალმხრივად კონტრაქტების შეწყვეტის უფლება,წაკითხული მაქვს და კარგად ვიცი,ასე რომ თავიანთი უტვინობის და ბოღმის გამო მაგარ შარში არიან,თუმცა ვაღიარებ რომ120000ლარი ხელფასი ჩვენს რეალობაში ასტრონომიული და გაუმართლებელი ხელფასია
Tea
24 იანვარი 2016 17:20
0
კონტრაქტის პირობებში თუ წერია, რომ ფედერაციას ცალმხრივად აქვს უფლება შეცვალოს ამ კონტრაქტის პირობები, მაშინ კობიაშვილი მართალია. თუ არ წერია, მაშინ მტყუანია და ძალადობს. მას პირობების შეცვლა მხოლოდ ცხადაძესთან შეთანხმებით შეუძლია.თუ ცხადაძე არ არის თანახმა და მას შეუწყვეტავენ კონტრაქტს, შეუძლია კონტრაქტის შეწყვეტისათვის გათვალისწინებული კომპენსაცია მოითხოვოს.
Gim
24 იანვარი 2016 15:18
0
ბიჯოოო , აქ სრულიად მართალი არის, ცხადაძე, არგახსოოვთ ხალხო რანაირ დღეში იყო საქართველოს ნაკრები ქეცბაიას დროს, თამაშს თამაშზე აგებდა, მაგას თავი გავანებოთ გუნდი ვერთამაშობდა ვაფშე, მოვიდა ცხადაძე და რაღაც მაინც ქნა ამკაცმა, შოტლანდიას მოუგეთ, თან უპირატესობაც გვქონდა. პოლონეთთან წავაგეთ 4-0 მაგრამ გუნდა მაქსიმუმი დადო და ბოლომდე ითამაშა. 2 წუთში გგვიტანეს 3 ბურთი... ცოტა დაფიქრდით ხალხო მიეცით ამკაცს. დრო მომკალით და არმევასება კობიაშვილი.
vika
24 იანვარი 2016 13:19
0
ატრაკებტ მაგრად, ცხადაზე ცავა და პეხბურტელები აგარ ცჰამოვლენ ნაკრებსი სატამასჰოდ, მოგიკვდებატ მტლად პეხბურტი
beso
24 იანვარი 2016 12:19
0
გადარჩება საქართველო?, რა გვეშველება ჩვენ საცოდავებს, ყველგან ამ ავანტყოფმა მილიარდელმა როგორ უნდა ჩაყოს ცხვირი.
kilkauskas
24 იანვარი 2016 10:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული