ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
ყველაფერში დამნაშავე ფედერაციის ძველი ხემძღვანელობაა მათ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე არ უნდა გაეფორმებინათ კონტრაქტი ცხადაძესთან,თუ არველაძე მოიგებდა კი ბატონო ამ პირობებით გაეფორმებინა კონტრაქტი და გამხდაიყო პასუხისმგებელი მის გადახდაზე აგერ სპორტის მინსტრი იძახის მე არ გადავიხდი ამხელა თანხასო და... აი კობისთვის უნდა მიეცათ საშუალება თვითონ დალაპარაკებობა ცხადაძეს კონტრაქტის პირობებზე და თუ ვერ შეთანხმდებოდნენ ასეთი აურზაური არ ატყდებოდა წავიდოდა ყველა მის გზაზე მშვიდად.
samtreziia
24 იანვარი 2016 00:23
0
გენაცვალე ლევან, ჯერ შედეგი აჩვენოს ნებისმიერმა და მერე მოითხოვოს ხელფასი !!!
დავით 13
23 იანვარი 2016 23:58
0
ვითომ უკეთესს მოიყვანს ვინმეს..ისევ დაერხევა ნაკრებს, ძვლივს თამაშს დაამსგავსა კაცმა და გუნდს შეტევა დააწყებინა მაგრამ ეგ არ კიდია კობიაშვილს, მთავარია მისი კაცი მოიყვანოს...ნეტა იმას რამდენით ნაკლებს გადაუხდიან??
gvz
23 იანვარი 2016 23:51
0
რა სულელურ თემებს ტენით ხალხს, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და შერჩეული სამართალია, რომელ ფეხბურYის განვითარებაზეა ლაპარაკი. ხელისუფლება ასე ვთქვათ თავისთვის ირიცხავს ფულს ფედერაციაში, რასაც აახევენ ქვეყანას იმას შეჭამენ, ვინმე დაისაჯა მილიონობით ფულის შეჭმისთვის რომელიმე სფეროში? ჩაურიცხავდნენ არველაძეს და მის ბანდას ფულს და ყველა კმაყოფილია, ისე რომ ფეხბურთი არა ბულბულიიიიიიი, ხალხს ტვილად ნუ ანერვიულებთ ეგრე ჯობიააააააააა
tjoup
23 იანვარი 2016 22:55
0
120 000 ათასი ნამეტანია 12-იც ეყოფოდა
mamuka
23 იანვარი 2016 22:46
0
ქეცბაიამ რომ 10 მილიონი აიღო ხელფასის სახით ვიღაცამ პასუხი აგოს ეხლა!!! ვინ დაადგინა თავის დროზე ნაკრების მწვრთნელის ხელფასი!
სიმართლე
23 იანვარი 2016 22:35
0
ცხადაძის ხელში ნაკრები ცდილობს ითამაშოს შემტევი ფეხბურთი და ამიტომ მას უნდა მიცე მილიონახევარი ლარი ხო სირცხვილი მართლა ეგეთ აზროვნებას.ესეთი ფეხბურთის ექსპერტები როვართ და ქომაგები ამ ქვეყანაში მიტოა ის დიდ ნეხვში და სანამ იმით დაკმაყოფილდები რო შენი ნაკრები 3 ჯერ დაარტყამს კარის მიმართულებით წააგებს 5 დან 4 თამაშს და მწვრთნელს ამისთვის მიცემ მილონ ნახევარს თან თავდასხმაში ათამაშებ ბაჩანა ცხადაძეს მანამდე იქნება ჩვენი ფეხბურთი დიდ უფსკრულში და იქედან ვერასდროს ამოვა.ეგაა სიმართლე და ვისაც სიმართლე არ მოწონს ცივი წყალი დალიოს.კობის კიდე ამ მომენტში სასირცხვილო არაფელი ჩაუდენია რაც თქვა ფაიზახი იყო თუ რამეს არასწორად გააკეთებს კრიტიკასაც მიიღებს არარი ეს კაცი ბუტია და ამაყი რასაც მიაღწია ცხოვრებაში თავისი შრომით და ოფლით და არა ვიღაცის პადაჩკებით არც ფინანსურად უჭირს და ზოგიერთებივით არც აფხაზეთში გაიქცევა იქაური უდღეური ხელისუფლების საამებლად. და ქართველების საძაგებლად.
qutaiseli
23 იანვარი 2016 22:00
0
ყოჩაღ ლევან, შენ დიდი ფეხბურთელი იყავი, მაგრამ მე უფრო მეტად ვაფასებ შენს დღევანდელ სახელმწიფოებრივ მიდგომას და პატრიოტულ პოზიციას, ამას ყველა ვერ შეძლებდა! ბიუჯეტის თანხების და ხალხის ჯიბეში ხელის ჩამყოფი ხალხი უნდა ჩამოშორდეს სოლიდურ თანამდებობებს და იმ პოსტებს, რომელსაც ქარველი ხალხი იმედით შესცქერის. ბორის პაიჭაძე, რომ გაცოცხლდეს იმასაც არ ეპატიება ანალოგიური საქციელი, მის ფონზე ვინ არის კახა ცხადაძე! ლევან იმედით შემოგყურებთ!
daviti
23 იანვარი 2016 21:47
0
სირცხვილი კობიაშვილს! ცხადაძემ შედეგი გვაჩვენა! დიახაც ხელფასი უნდა გადაუხადონ! ძლივს შეტევას ვცდილობთ ბოლო თამაშები და არ ვდგავართ 10 კაცით დაცვაში.
Nick
23 იანვარი 2016 21:31
0
Auuuuu kven Ar icit mand vis mikavs paradi..... Chumburizes !!! Magas unda geguchazis mikvana
guja
23 იანვარი 2016 21:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული