ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
რამეს რომ წერთ ჯერ დაფიქრდით და საღი გონებით იმსჯელეთ,როგორ შეიძლება ქართველ კაცს ქართული ფეხბურთი გიყვარდეს და შენი ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაში ასეთ დიდ თანხას ითხოვდე?როცა შენს ქვეყანაში უამრავლი ადამიანი შიმშილით იღუპება,და გულშემატკივართა უმეტესობა ბილეთის ყიდვასაც ვერ ახერხებს,და რამდენი უკანასკნელ თეთრს იღებს ჯიბიდან რო ბილეთი იყიდოს? ეროვნულ ნაკრებში სიამაყით უნდა მუშაობდეს ყველა ვისაც ეს პატივი ერგება და არა თავის კეთილდგეობისთვის
romandro
23 იანვარი 2016 16:30
0
ერთი ნათელი წერტილი იყო ქართულ ფეხბურთში კახა და ნაკრების თამაში.... და ისიც მოაშორეთ... ამით მოკალით ქართული ფეხბურთი.... მთელი თქვენი საქმიანობის სახე ნაკრების თამაში იყო... და ვნახოთ რას გააკეთებთ და როგორ ითამაშებს ნაკრები... კობიაშვილი იქნება ნაკრების წარუმატებელ თამაშში დამნაშავე და ასეც იქნება.... აღარ არსებობს საქართველოს ნაკრები.... რბილად რომ ვთქვათ სამარცხვინოა ეს საქციელი
გიო
23 იანვარი 2016 16:24
0
რა იყო რა ამბავია? ნაკრების ტრენერის დანიშვნა/მოხსნა ეხება ფეხბურთის ფედერაციას. რა მიტინგები მოგინდათ? ალბათ ნიკანდრო მელია ჩაგიდგებათ სათავეში. შენ მოგწონს ეგ ტრენერი, სხვას არ მოწონს. რა მიტინგები ვატაროთ? თქვენ ხომ იცით რომ ნაკრები მე-3-ზე ვერ გავა. იმიტომ რომ ჩვენი ფეხბურთი უფრო დაბალ დონეზეა, ვიდრე ირლანდიის, სერბიის,ავსტრიის, უელსის და არც ჩვენზე ნაკლები ახალგაზრდები და ტრენერები არ ყავთ.
მე მხარს ვუჭერ კობის. მთავრი აქცენტი უნდა გაკეთდეს ბავშვთა ფეხბურთზე და ფეხბურთის სწორად ორგანიზებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნაკრებზე ფიქრი. მანამდე 50 ათასიც ბევრია ტრენერისთვის.
ara
23 იანვარი 2016 16:24
0
საინტერესოა სად გაქრა ის გულანთებული ჟურნალისტები და ექსპერტები? კარგი ქეცბაია თუ არ იყო საჭირო, დღეს ცხადაძემ რაღაც წამოიწყო და არც თუ ისე ცუდად. სადხართ ერთი სად დაიმალეთ ,თქვენი აზრიც გაგვაგონეთ,გამოდის ერთი გუნდის ნაწილი ხართ ერთი შაიკა
თემო
23 იანვარი 2016 16:24
0
ფეხბურთის ფედერაციას! ფეხბურთში ვერ ვერკვევი, გთხოვთ დამნიშნოთ ნაკრების მწრვთნელათ,ხელფასი არ მინდა, საჭმელ პარკით ვატარებ სახლიდან!ველი პასუხს.
gio
23 იანვარი 2016 16:20
0
მი9ნდოდა რომ მოსულიყავით მაგრამ არჩევანში მწარედ შევცდი ახლა ვხვდები რომ შენ ფედერაციაში ფიგურა კი არა კალაძის ... ხარ შენც და ის მინისტრიც ძლივს ნაკრების თამაში რაღაცას დაემსგავსა ცხადაძეს ვერ კარნახობთ ვინ უნდა ჩასვათ სასტავში და ვინ ვერა და მაგის ბრალია ყველაფერი
vamexi
23 იანვარი 2016 16:10
0
ხალხმა თუ არ მივეცი მხარდაჩერა ცხადაძეს; ესენი მთლად დახუპავენ ქართულ ფეხბურთს
lasha
23 იანვარი 2016 15:43
0
დღეს პირველ რიგში ფული კი არა შეგნებული, საქმის მცოდნე ადამიანები ჭირდება ფეხბურთს, რომლის დეფიციტია...ჯერ კადრები მოამზადოს ფედერაციამ, ამაში ჩადოს ფული..პარალელურად ინფრასტრუქტურას მიხედოს...თორემ კლუბების ხარჯებისათვის ფულის ჩადება დაკარგული და ყოვლად გამოუსწორებელი შეცდომა იქნება...დღეს ფეხბურთის განვითარება ბავშვთა ფეხბურტიდან უნდა დაიწყოს..ამაზე ვსაუბრობთ წლებია და არაფერი კეთდება ..ეგაა ფედეერაციის საქმე და არა ის ვის რამდენი ხელფასი და პრემია ეკუთვნის..
bujanga
23 იანვარი 2016 15:37
0
ცხადაძის გამკვირვებია, დიდებული პირობები შეთავაზა კობიმ, დათანხმდი და დაამტკიცე რომ მაგარი ხარ და მერე ალალად მიიღე ის, რაც გეკუთვნის....
ასიანია კობი
რაროზ
23 იანვარი 2016 15:37
0
აი მართლ;ა სირცხვილი თქვენ რა,კაცმა სხვა უფრო სარფიან შემოთავაზებებზე თქვა უარი და მოვიდა აგ ამ განადგურებულ გინდში და აჰა რა მიიღო ტალახი და ლანძღვა არ გრცხვენიათ მართლა?არ ვიცი უკვე რაღა დავწერო.თუ ფული არ არის პრემიებს კარგად ირიგებთ თქვე .... ხომ?
გეგი
23 იანვარი 2016 15:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული