ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
100 000 ხელფასი რა ნამუსით უნდა აიღო? თან რაში? და კიდევ რა ნამუსით ითხოვდა მეტს??? იმიტომაც არიან ასე ფეხზე ბურთდაკიდებულები რომ ასე არიან გამძღრები!! შედეგების მიხედვით უნდა განისაზღვროს ხელფასები მწვრთნელისაც და ფეხბურთელისაც! სხვა მოტივაცია მაგათ არ აქვთ,ასე მაინც გაანძრიონ ფეხი!
11
23 იანვარი 2016 16:02
0
რუსული გამოთქმა უნდა ვთქვა, დამიძახეთ რუსეთუმე, თუ გინდათ, მაგრამ მაინც - жадность фраера губит! ))
SL
23 იანვარი 2016 15:55
0
რა ვერ გაიგეთ ხალხო ამათ მხოლოდ ფული და ძალაუფლება აინტერესებთ...ხელისუფლების ყველა შტო დაკავებულია ძალაუფლების განმტკიცებით და ფულის გათეთრებით...
a talanti
23 იანვარი 2016 15:55
0
ამათ ხომ არ აბჟუილებთ ფარერებზე უარესი ნაკრები გვყავს უკვე და რა თანხებზე ლაპარაკობენ რა 100 000, ცოტა ნამუსი მაინც თუ აქ ნეტა ამ ცხადაძეს
dato
23 იანვარი 2016 15:54
0
დარწმუნებული ვარ ყველა საღად მოაზროვნე კობის მხარესაა იმიტო რო შედეგი რო ვერ დადოს ცხადაძემ მერე კობის წამოაძახებენ რაში ყრიდი ამდენ ფულსო ცხადაძეს თუ ფული უნდა წავიდეს ბაქოში
kobis
23 იანვარი 2016 15:54
0
სახელმწიფო ფულს არ გადაყრის მწრთვნელის ხელფასშიო... თვითონ მინისტრები რამდენს ჭამენ? თვითონ მოსწონთ ბონუსური სისტემა ეტყობა, ყოველ თვე რომ პრემიებს იჯიბავენ.
oee
23 იანვარი 2016 15:34
0
არვიცი ვინაა მართალი და ვინ არის მტყუანი მარა ყველანი ... რო არიან ფაქტია ჩვენ ფულს ვერ ინაწილებენ ამათი !!!!!!
arvici
23 იანვარი 2016 15:32
0
ასიანია კობი !!!
რაროზ
23 იანვარი 2016 15:30
0
ამის მეტი რა უნდა შეეთავაზებინა ფედერაციას, როცა ასეთ პირობას არ თანხმდები, გამოდის ტყუილად გინდა ამხელა თანხის წაღება...
ასიანია კობი
რაროზ
23 იანვარი 2016 15:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული