ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
მე ვერ გავიგე რა უნდოდა ცხადაძეს მისი ყველა ინტერვიუები ვნახე და დასკვნა ვერ გავაკეთე. არალოგიკურად მსჯელობდა და რაღაცას ამტკიცებდა.არ მომეწონა მისი ასეთი ავარდნა. დაუპირისპირდა მინისტრს, ფედერაციას. ვერ გავიგე რისი იმედი აქვს. თუ ნაკრების შედეგებით ვიმსჯელებთ არც აქ აქვს სახარბიელოდ საქმე. თუ საკუთარი თავის იმედი აქვს დათანხმებულიყო იმ პირობებს რაც შესთავაზეს თუ არა და წადი მაშინ, რათ უნდა ამას ამდენი აყალ-მაყალი.
gia
23 იანვარი 2016 19:46
0
ცხადაძის ვითომ პატრიოტიზმს რა უთხარი მინისტრები კი არა ფულზე ყველა დახრბებული ამან საერთოდ ყველა გადაჯოკრა კობი ცივსისხლიანად იმოქმედე
cemuk
23 იანვარი 2016 19:29
0
Sad gavalto?meorezeo?meoreze gavalt roca viri xeze ava,neta rashi yrit fuls,visac chirdeba imas moaxmarot?amodena gachirvebuli xalxia
Giorgi
23 იანვარი 2016 19:24
0
ხალხო რა გჭირთ? პატრიოტები ხართ თუ უბრალოდ ყველაფრის კრიტიკოსები ვერ გავიგე. 100 000 თვეში წარმოიდგინეთ რამხელა თანხაა. თვეშიიიი და არა წელიწადში. მითუმეტეს ნაკრებია ხო? საქართველოს სახეა ხო? საქართველოსთვის 100 000 სთვის კი არა უფასოდაც უნდა უმწვრთნელოს და ფეხბურთელებმაც უხელფასოდაც კი უნდა ითამაშონ თუ აქვთ საშუალება გამოადგნენ ყვექანას. გადამრევთ კაცო კობიაშვილი გამოიყვანეთ თითქოს უკანასკნელი ადამიანი არადა ლოგიკურადაც სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ბონუსის სისტემის შემოღებით და მწვრთნელს გუნდის რომ სჯეროდეს ხო უფრო უნდა აწყობდეს, მაგრამ ესეც რომ არა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი - ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო -ს ნაკრების მწვრთნელი ფულზე როგორ უნდა წუწუნებდე არ მესმის. და თქვენ რა გჭირთ რა გადაეკიდეთ ევროპულ სამართალს კაცო აბა ქვეყნის სიყვარული პირველ ადგილზეო? თუ აღარაა მოდაში ქვეყნის სიყვარული? გავიგე რომ ცხადაძეს თავისი პირადი გეგმები აქვს და უნდა ამხელა ფული მაგრამ თქვენ კაი ხალხო ხალხი ომში მიდის იბრძვის საქართველოსთვის და თავს სწირავენ როცა რა თანხაზეა საუბარი და ეს კიდე 50 000 ზე ატირდა თვეში. ამან რა პატრიოტიზმი უნდა ასწავლოს ფეხბურთელებს. თქვენ კიდე ყოჩაღ. მრცხვენია თქვენი ქართველობის!
ხალხო გადამრევთ
23 იანვარი 2016 19:20
0
რას შობით დაღუპოთ გინდათ სულ ცხადაძე?! რომ უშვებთ ბანკის ვალს ვინ გადეიხდის ან ბაჩანას ვინღა ათამაშებს ნაკრებში?! გაასტუმრებინეთ ამ კაცს ვალი და მერე გოუშვით ქართველია მაინც... მერე კიდო მთავარ მწვრთნელად სოსოია ჭედია ან კუჭუჭი კუტია მოიყვანეთ!!!
Polad bulbulogli
23 იანვარი 2016 19:14
0
და ცხადაძეს რომ ცალმხრივად გაუწყვეტენ კონტრაქტს ნუთუ ფიქრობთ, რომ ცხადაძე არ მოითხოვს მის ანაზღაურებას ან თუ მოითხოვს ვერ მიიღებს? ის მაინც აიღებს იმ თანხას რაც ხელშეკრულებით ქონდა გათვალიწინებული, უფრო ნაკრებ დროში. და ვინ დაზარალდება ამ დროს? ქართული ფეხბურთი!
პ.ს. მაგრამ თქვენ ეს ყველაფერი ხომ სულ გკიდიათ.
იბერია გაბრწიყინდება ვაშა, ვაშა, ვაშა ! ! !
მანუჩარი
23 იანვარი 2016 19:04
0
სიმართლე კობის მხარესაა.
ცხადაძე კარგი მწვრთნელია და თუ ცოტა მადასაც დაიოკებს მისთვისაც უკეთესი იქნება.
ფერნანდო
23 იანვარი 2016 19:00
0
ცხადაძეს არც სხვა სამსახურის პოვნა გაუჭირდება(ბევრად კარგი ანაზღაურებით) უბრალოდ საწყენი ისაა რომ საკუთარ ქვეყანაში ხალხი არ აფასებს და ბრმად ესვრის ტალახს არა მარტო კახას არამედ სხვებსაც ასე გაუკეთეთ, სირცხვილი თქვენ ყველას და სირცხვილი შენ კობიაშAვილო სრულიად შემეცვალა შენზე შთაბეჭდილება უარესობისკენ!
გეგი
23 იანვარი 2016 18:43
0
ცხადაძის საქციელის და მისი მხარდამჭერების არალოგიკურ კომენტარების შემდეგ ხვდები რა არეული სიტუაციაა ქართულ ფეხბურთში, წარმატებებს ვუსურვებ კობის
გია
23 იანვარი 2016 18:38
0
გრცხვენოდეთ ცხადაძეს როგორც ექცევით ამ ქვეყანაში ადამიანი სდაფასება რომ არ იციან ეგ ახალი არაა და რაც ცხადაძეს უთამაშია მაგის დანახვაც არ გინდათ,არც იმის საშუალებას აძელვთ რომ მშვიდად აკეთოს ტავისი საქმე მაგრამ თქვენ ყველა სფეროში ასე ხართ ადამიანებს არ აძლევთ საშუალებას რომ ტავის საქმეზე იფიქრონ მხოლოდ და არა კიდევ სხვა დამატებით პრობლემაზე.ამიტომ არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერიი,იქამდე სანამ ყველა თავის საქმეს არ გააკეთებს პატიოსნად და სხვის საქმეებში ცხვირს არ ცაყოფს!!!
გეგი
23 იანვარი 2016 18:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული