ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
რა სამშობლო რის სამშობლო აგენისთვის ფულია ყველაფერი.
ბაია
23 იანვარი 2016 17:06
0
სადმე თუ გაგიგიათ, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელს 6 ტვე ხელფასს არ აძლევდნენ, სამაგიეროდ სესხს აძლევდნენ??? კაცს სახელმწიფოდან 1,5 მილიონი ლარი ერგება და ეს ... კობიაშვილი 50 ათასიანი სესხით აშანტაჟებს და კიდევ 40 ათას ლარიანი დავალიანებით, როცა თვეში 100 ათასი ლარი უწევს კაცს ხელფასი. არა, ესენი რომ არითმეტიკაში, ზოგადად მათემატიკაში, უფრო ზოგადად ეკონომიკაში და საერთოდაც ყველაფერში ... იყვნენ კი ვიცოდი, მაგრამ 100-ზე მეტი 40 თუ ეგონებიდათ ვერ წარმოვიდგენდი :)))
გაგონილა ადამიანებო ამოდენა ხელფასიიიიიი :)
23 იანვარი 2016 17:02
0
ისე ცხადაძე ინტერში რამე იაღლიში ხო არ მოგივიდა კლუბის პრეზიდენტი დაიჭირეს შენ ასე სუფთად როგორ
luka
23 იანვარი 2016 16:59
0
ეს ცხადაძე რაღაცას ავანტურას აწყობს კაცმა ბაქოში მილიონები იშოვა აქ ბანკის ვალი საიდან
kaxi
23 იანვარი 2016 16:57
0
ამათთვის წესი და კანონი არ არსებობს, კანონის დაცვა ჩვენ, უბრალო მოკვდავთ ევალებათ, თორე ამ ზეკაცთ... :)
a talanti - ს
23 იანვარი 2016 16:55
0
რაც გინდათ ის დაარქვით ასი ათასი ასია საქართველოს ნაკრებს ბონუს სისტემა დაალაგებს ქართველები გასაჯაროებას მიჩვეული არ ვართ ერთ დროს ვინ გაბედავდა ხმა ამოეღო ვინმეს ხელფასზე ან პრემიაზე
fulo
23 იანვარი 2016 16:54
0
ხალხო მწვრთნელებს რომ მაღალი ხელფასი აქვთ ეს თუ არ იცით საფეხბურთო სტატიებზე ნუღარ დადებთ კომენტარებს, თორე ვაიპატრიოტების იერი დაგკრავთ მეტად. ამ მწვრთნელს რომ ამადლის ხელფასს იქნებ თქვენს საყვარელ კობის ის კითხოთ თავად რამდენი აქვს ხელფასი და პრემია? და დანარჩენი ფული, რაც ფედერაციას ეძლევა სად მიდის? ფეხბურთში ნამდვილად არ იხარჯება. ხო და კიდევ კობიაშვილის და თქვენი სანაქებო მინისტრის ხელფასების და პრემიების გამართლებას რომ დაიწყებთ იმაზეც მოიფიქრეთ პასუხები რატომ არ აქვს საქართველოს ექს ჩემპიონ გორის დილას უკვე 8 თვეა ხელფასი აღებული, მაშინ როდესაც სახელმწიფო ბალანსზეა და კობიაშვილმა ინტერვიუში 6 თვიან არსებულ პრობლებაზე თითქოს მაშინ გაიგოო გაკვირვებული თახვის თვალებით რომ თქვა მართლა ასეაო? და საქმეში გარკვევა დაპირდა ხალს, მაგრამ მას მერეც მიდის და მიუმღერია გორის ხელფასებს. თქვენს საყვარელ მინისტრს ფეხბურთის აყვავების უნიკალური ხერხი მოუგონია: სახელმწიფო კლუბები კერძო ინვესტორებს უნდა მივყიდოთო, ა შე კაი ადამიანო, კაცი რომ არის ნოვატორი, მოსდის თავში ექსკლუზიური იდეები, თორე გაგიგიატ ვინმეს გაეკეთებინოს ეგ აქამდე? :)) ის გაახსენეთ იმ შეპირებულმა კერძო ინვესტორმა ხასელმწიფოს თავისი ინფრასტრუქტურიანად რომ მიუგდო გუნდი ზესტაფონი, ოღონ თავი დამანებეთ და თავში ქვა გიხლიათო და მერე სახელმწიფომ რომ მიხედა მაგრად ზესტაფონის გუნდს, აი ისე მაგრად რომ მიხედა რომ დახურა... შეეშვით პიროვნებების გაფანატებას და ყველას მისი საქმე თანაბრად მოვთხოვოთ. ცხადაძე მართლა ეხმარებოდა ქართულ ფეხბურთს და ერთი კობიაშვილსაც მოაყოლეთ რამდენი თეთრით დაეხმარა ქართულ ფეხბურთს თავად
მეოცნებეებს
23 იანვარი 2016 16:53
0
პეტიცია ბესიკ შეროზია ეროვნული ნაკრების მწვრთნელად
giorgi
23 იანვარი 2016 16:53
0
რაც გინდათ ის დაარქვით ასი ათასი ასია საქართველოს ნაკრებს ბონუს სისტემა დაალაგებს ქართველები გასაჯაროებას მიჩვეული არ ვართ ერთ დროს ვინ გაბედავდა ხმა ამოეღო ვინმეს ხელფასზე ან პრემიაზე
fulo
23 იანვარი 2016 16:53
0
საქართველოში არ არსებობს ისეთი ადამიანი ვისაც თვეში 100-ათასი ხელფასი ეკუთვნოდეს.და მიკვირს იმხალხის ვინც თანხმდება იმას რომ ასეთი ხელფასი ჩვენს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელს უნდა ქონდეს...რისთვის უნდა ქონდეს? ან მწვრთნელი რატომ უნდა ითხოვდეს?
romandro
23 იანვარი 2016 16:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული