ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
ბატონი პრეზიდენტიც და ბატონი მთავარი მწვრთნელიც საკმაო დროით არიან გერმანიაში ნაცხოვრები და ნამუშევარი. გამოჩნდება რამდენად იმოქმედა იქაურმა მენტალიტეტმა მათზე, თუ ისეთივე დაბრუნდნენ იქიდან, როგორებიც წავიდნენ. მხედვლობაში მაქვს გადაწყვეტილების მიღებისას დადებითი და უარყოფითი მახარეების გარჩევა და შემდეგ ცივი გონებით მიღება ქართული ფეხბურთის სასარგებლოდ. კომპრომისული წინადადებების ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, გამოჩნდება, რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ მას. ასევე დიდი გამოცდაა აღმასკოისთვის ამ საკითხის სწორად გადაჭრა.
gizog
24 იანვარი 2016 12:03
0
თუ გინდათ გრანდებთან ჭიდილი, უნდა შეუქმნათ პირველ რიგში გრანდების მსგავსი ვითარება. თუ არა და აგერ კი არის საქართველოს ნაკრები ბოლოდან მეორეზე უკვე სისტემტურად. ეჰ პარტიზან, პარტიზან. პროფი ფეხბურთში ფული უნდა ჩადო, სამინისტროები საბჭოთა გადმონაშენია.
partizana
24 იანვარი 2016 11:56
0
ფედერაციაში კოლეგიური ორგანო იმიტომ არსებობს, რომ პრეზიდენტმა ერთპიროვნული, სუბიექტური გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დღევანდელ აღმასკომის შემადგენლობაში ნამდვილად შედიან საფეხბურთო საზოგადოებისთვის პატივსაცემი პიროვნებები და იმედი მაქვს გადაწვეტილების მიღებისას დაგვარწმუნებენ გადაწყვეტილების სიმართლეში. რადგან კოლეგიურ ორგანოში არიან ‘’რეფორმატორები’’ და ეს ნორმალურია, მაშინ იქ ასევე უნდა იყოს ‘’კონსერვატორები”-ც და ‘’ცენტრისტები”-ც და საერთო აზრთა გაცვლაში უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, მე მგონია მთავარმა მწვრთნელმა ვერ გამოიჩინა სათანადო ტაქტი საკითხის მოგვარებისას, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს აუცილებლად მასთან ხელშეკრულების შეწყვეტას, ეს გზა უკვე ბევრჯერ გავიარეთ, (ყველა წინა მწვრთნელს შეუწყდათ ვადამდე ულებამოსილება) და შედეგები ყველასთვის ცნობილია. ვფიქრობ აღმასკომმა უნდა იმსჯელოს და არა მხოლოდ პრეზიდენტის წინადადებაზე, არამედ თუ ის თვლის, რომ ნაკრებში წინ მიდის საქმე უნდა შეასრულოს მედიატორის როლი, ამისთვის კი იქ საკმაოდ დამსახურებული ხალხი გვყავს, და შესთავაზოს იქნებ მთავარი მწვრთნელი , რომელიც თანახმაა ხელფასი შეიმციროს 25%-ით ჩამოვიდეს ვთქვათ 30%-მდე და სწორედ ეს 30% იყოს პრემიალური შედეგის მიღების შემთხვევაში. (სხვა ბევრი ვარიანტიც არსებობს ნების არსებობის შემთხვევაში) მგონია, რომ რეფორმა, რომელსაც მეც ვუჭერ მხარს არ დაზარალდება. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ არ მოხდება ისედაც დანაწევრებული საფეხბურთო საზოგადოების კიდევ უფრო დაყოფა და დაპირისპირება. ამისთვის კი საკმარისია არ დაეზაროს აღმასკომის წევრებს იმჯელოს საკითხის გადაწყვეტილების შესაჯერებლად, არა ნახევარ საათი, შემოტანილი საკითხის ნოტარიულად დასამოწმებლად არამედ, თუნდაც ერთი კვირა ან მეტიც, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღონ ქართული ფეხბურთის სასარგებლოდ. ასევე დაპირისპირებულმა მხარეებმა გამოიჩინონ პატივისცემა ხალხის, ქვეყნის და საფეხბურთო საზოგადოების მიმართ და დაიცხრონ ემოციები და მხოლოდ ცივი გონებით მიიღონ გადაყვეტილებები. მე მჯერა, თუ ამ პრობლემას ფედერაცია და თვითონ მწვრთნელიც გამოიჩენენ კეთილ ნებას და წარმატებით გადაწყვეტენ, მაშინ მათ გაეხსნებათ გზა უფრო მწვავე პორლემების ადვილად გადასაჭრელად.
gaiozi 1955
24 იანვარი 2016 11:53
0
ცხადაძე არა ჯორდანო ბრუნო კიდე არ წაიღეს ტვინი ამ კაცის გაპიარებით ვისაც გულზე გეხატებათ ეს კაცი წაიყვანეთ სახში და უხადეთ მილიონები თქვენი ჯიბიდან.ან რა შედეგი უნდა აჩვენოს კაცმა ფეხბურთელები გყაავს არაგყავს და რისი შედეგი გინდა დაამთავრებს შესარჩევს ბოლოდან მეორეზე და დაუწყებენ მერე ლანძღვას მარჯვნივ და მარცხნივ.არ დამიწყოს აქ ეხლა ვინმემ არაა მასეო აგერ ქეცბაიას მაგალთიც კმარა.
quTaiseli
24 იანვარი 2016 11:43
0
ფარერებზე, მაგალითად, დღე მუშაობენ და ბურთს საღამოს დასდევენ.. რეის ხელფასი და მილიონები.. "ზახატელა" რა :).. ფეხბურთი ვიცი მე ეზოში.. და თუ ძაან მოგშივდა წაუსნიკერსე :)).. XელFასი არა კვატი :)
Givi
24 იანვარი 2016 11:33
0
ნაკრების სათავეში მოიყვანეთ ისეთი პროფესიონალები, რომლებსაც თავიანთი ქმედებები ექნებათ გათვითცნობიერებული. გვჭირდება ჩვენი მენტალიტეტის მცოდნე, გაწონასწორებული და გონიერი მწვრთნელი. ბრწყინვალე სპეციალისტებია: პროფ. გაჯი გაჯიევი, კურბან ბერდიევი, ჩვენი ვასილ მაისურაძე და ა.შ. ცვლილება აუცილებელია. მიდი ლევან მიაწექი! შენს გვერდით ვართ!
ნაომარი ქუთაისელი
24 იანვარი 2016 11:24
0
შედეგი გვინდა, რეფორმა არ, ეგრე სადაა! რა გვჯნდა მილიონები ვხარჯოთ და მაჩანჩალები ვიყოთ? მოტივაცია რჩება, ესაა მთავარი. მხარდაჭერა კობის!
ვინმე
24 იანვარი 2016 11:18
0
რისი შედეგის დამდობია ცხადაძე ჯერ ესერთი და მეორე სამწუხაროა ამდენი დომენტი სიჭინავა თუ ყავდა ქვეყანას არ მეგონა დდ კობი არის კაცური კაცი და რაც გააკეთა ამ სიტუაციაში იყო მართალი ისე თუ ვინმეს პირადული აქ კობისთან ინტერნეტს კიარ უნდა ამოეფაროს პირში უთხრას თურამეაქ სათქმელი მარა აქ ისეთი სიბინძურე იწერება არამგონია ესე გაბედონ და პირადად მიმართონ კობის ამ სიბინძურის ავტორებმა.ისე ინტერნეტიდან ძალათ ძველი ბიჭობა შემოვიდა ამ ბოლო დროს მოდაში და ეს ძალიან ცუდია ახალგაზრდა კაცისთვის ძალიან ცუდი.
quTaiseli
24 იანვარი 2016 11:08
0
"ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს" - ელემენტარულ გადასახადებში მაინც გაერკვიეთ, სანამ სისულელეს დაწერთ..
ვახ
24 იანვარი 2016 10:25
0
მიდიიიი ლევააან,მართალი კაცია და თურმე რა კარგი ადამიანიც ყოფილა!!!მე არ ვიცნობ არც ახლოდან,არც შორიდან,ერთი რიგითი გულშემატკივარ ვარ ჩვენი გასაცოდავებული ქართული ფეხბურთის,მაგრამ მეც აესე მოვიქცეოდი ზუსტად!!!წავიდეს და ასლანებს და მუსტაფებს აახიოს ისევ მილიონები,ამხელა ხელფასი ქონია ამ ღარიბ ქვეყანაში და კიდევ უმადური იკო კაცი???!კადი ტოლი ნახე,კოჭი გააგირე,ტლოპინასავით რა ბრექელა და უმადური ბრძანებულა სამწუხაროოოოდ....ძველი დინამოელები კაპიკების ფასად ემსახურებოდნენქართულ ფეხბურთს,სიყვარულის ის იყო და ერთგულებაც!!!
davidbe
24 იანვარი 2016 10:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული