ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
ხალხოო გამაგებინეთ რა ხდებაა ასე როგორ შეიძლება ადამიანით სპეკულირება რას ედავებიან ვერ გავიგე რაა ახლა იმას ცდილობენ რმო ვიტომ ერტად აღებული თანხა რამოდენიმე წლის რომ შეკრიბეს ხალხს ბევრად აჩვენონ სირცხვილია კობიაშვილი ამ ყველაფრის შემდეგ გამოავლინე შენი სახე და ვისაც უნდა დაინახავს ამასა და იმედი მაქვს არც დაავიწყდება არავის! ფაკტია რომ რაგაც მაქინაციებს და ბინძურ თამაშს თამაშობ ეგ იმიტომ რომ ჩემი პირადი აზრია რომ რასაც მთავრობა გეუბნება იმას აკეთებ და სირცხვილი შენ თუ მასეა და მემგონი მასეცაა!!!
გეგი
23 იანვარი 2016 18:33
0
სამარცხვინოა ცხადაძის ხელფასზე ლაპარაკი. კონტრაქტს ეცით პატივი. მშიერმუცელა მონების "პატრიოტიზმი" არ გაიშვას.
ლუკა
23 იანვარი 2016 18:32
0
კობიშვილო თავი დაანებე ცხადაძეს თავი რა გინდა ადამიანმა რაღაცას დაამზგავსა საქართველოს ნაკრები ცხადაძემ რომ გაიყვანოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მაგდენი უნდა გადაუხადო
გუგა
23 იანვარი 2016 18:25
0
არ ატეხა ამ ცხადაძემ ერთი ამბავი... ფულის გამო ხმაურობს, წყნარად მუშაობა მინდაო. წყნარად არ გამოვა ჯიგარო, იქნება კონკრეტული მიზანი და ბონუსი! მოინდობა ამხელა ხელფასის აღება და წყნარი მუშაობა:)
arturi
23 იანვარი 2016 18:23
0
ხალხნო რატომ მანიპულირებთ 100 000 აქვს ხელფასი თვეში ცხადაძეს ნორმალური მწვრთნელი რომ ჩამოიყვანოთ 5 მაგდენს მოგთხოვს რა არის ხალხნო ძლივს რაღაც ნორმალურად დაიწყო ნაკრებმა თამაში და ეხლა მოგინდათ ხელფასები შეკვეცა კობიაშვილი არ გადააყენო ცხადაძე იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებს ჭირდება
gigo
23 იანვარი 2016 18:21
0
რატომ ატყუებთ ხალხს,რა სესხზეა ლაპარაკი.ფედერაციას არ აქვს სესხის გაცემის უფლება.ეს ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის სფეროა.ან სწორად დაწერეთ ინფორმაცია.ყველგან არაკომპეტენტურობაა
JABA
23 იანვარი 2016 18:11
0
ცხადაძეს ეყოს ვაჟკაცობა დათანხმდეს იმას რასაც თავაზობენ დანარჩენი მუშაბისას დაამტკიცოს თუ მაგარი ვარო ამბობს მაშინ რისი ეშინია ამხელა ხელფასი რო მინისტრს აეღო გადატრიალებას მოაწყობდნენ
toma
23 იანვარი 2016 18:06
0
ხელშეკრულება არის იურიდიული დოკუმენტი მხარეტა შეთანხმების შესახებ. თუ ფედერაციამ(ძველმა, თუ ახალმა ხემძღვანელმა, მნიშვნელობა არ აქვს)ხელი მოაწერა, მხოლოდ საკუთარ თავს მოთხოვოს პასუხი. კობიაშვილი და ხიჩიკაშვილი დაინტერესებული არიან სხვა ადამიანის მოყვანით, ამიტომ ატეხეს ამბავი. საქართველოს ნაკრებს რომ შანსი არ აქვს, ყველამ იცის, ჰოდა, იფიქრეს, რაღა ცხდაძეს მივცეთ ფულიო. მოიყვანენ ვინმეს, ვინც ნაკლებ ფასად იმუშავებს. შედეგს ვერ მიაღწევს და წავა. თუმცა მაინც საკმაოდ დიდ თანხას მიიღებს.
ცხადაძეს ჯერ ვერაფერს მოთხოვენ, რადგან შესარჩევი ციკლი არც დაწყებულა. მოკლედ, მხოლოდ პიროვნული ანტიპატიაა. როგორც ვიცი, ცხადაძეს არც კობიაშვილთან და კალაძესთან ქონდა კარგი ურთიერთობა.
2015
23 იანვარი 2016 17:58
0
ამიტომაც ყვირის ცხადაძე, უპატრონო ხომ არა ვარო,ამდენი ფული უკეთებია და ვერ ...., წადი ჯიგარო სანამ გიშვებენ თორემ იმდენს ამოგიყრიან რაც ნახე ორმაგს მიგატანინებენ..............
ანდრო ბათუმი
23 იანვარი 2016 17:33
0
მე იმაზე მეცინება, უმრავლესობას რომ ჰგონია: მთავარია საქართველოს ნაკრების მთავარი ტრენერი მოიძებნოს კარგი. ამით ეშველება თურმე ქართულ ფეხბურთს.
ვაი თქვენს პატრონს,
assa
23 იანვარი 2016 17:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული