პოზიცია: შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილის ბრიფინგმა ყველა "ჰოს" და "არას" წერტილი დაუსვა. კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ეს საკითხი აღმასკომზე გავა და აღმასკომიც ხელს ასწევს...

ჯერ კიდევ ნოემბერში "ლელოს" ყურამდე მოაღწია ხმამ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მთელი სამწვრთნელო ვერტიკალის შეცვლას გეგმავდა. ამ ხმებით ბევრი რამ არ ჯდებოდა ლოგიკაში, მაგრამ დღეს ეს უკვე რეალობაა...

აქ პრობლემა მარტო ის არ არის, რაც უშუალოდ ცხადაძესა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მოხ
და. ასაკობრივი ნაკრებებიც არ უნდა დაგვრჩეს განზე. ესეც სამსჯელო თემაა...

ფეხბურთის ფედერაცია თითოეული მწვრთნელისგან ითხოვს შედეგს და ახალი მოდელით აპირებს მათი შრომის ანაზღაურებას - ანუ მთავარი კრიტერიუმია შედეგი. ხელფასი პლუს ბონუსი, იმის გათვალისწინებით, თუ რას მიაღწევს ესა თუ ის მწვრთნელი. ძალიანაც კარგი და ვფიქრობ, მოუხდება კიდეც საქმეს. რა უნდა იყოს ამაში ცუდი და მიუღებელი?

მაგრამ ჯერ გასარკვევია, რა სტანდარტებითა თუ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაცია? შევთანხმდეთ, რომ ეს კრიტერიუმები და სტანდარტები ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ასე არ არის?

ჰოდა, საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი 17 და 19-წლამდელთა მწვრთნელების მაგალითზე? რა, არ ჰქონდათ შედეგი გოჩა ავსაჯანიშვილსა და ვასილ მაისურაძეს? მაშ, რატომ შეცვალეს ისინი ზედ ელიტრაუნდების წინ? სად არის აქ ლოგიკა?

ეს კითხვები, ჯერჯერობით, უპასუხოდაა - არანაირი წონადი არგუმენტი! მთავარი შედეგიაო და, ამ ცვლილებების გამო, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, ბატონებო! შედეგი თქვენმა გადაწყვეტილებებმაც უნდა მოიტანოს.

დავუშვათ და, ორივე ნაკრები რომ ჩაფლავდეს მოახლოებულ ელიტრაუნდებში (რაშიც ყველაზე ნაკლებად იქნებიან დამნაშავენი ვასილ მაისურაძე და გიორგი ყიფიანი) საინტერესოა, რა ფორმით აგებთ პასუხს? გადადგებით?

ჩემი მხრიდან გპირდებით - თუ შედეგი იქნა (ნეტავ!), პირველი ვიქნები, ვინც იტყვის, რომ მართლები იყავით ამ გადაწყვეტილებებში.

რაც შეეხება ცხადაძეს. უნდა თუ არა, მართალია თუ არა, ფედერაცია ვერ ასცდება ეჭვს, რომელიც ღრღნის გულშემატკივარს (თუ არ გჯერათ, გადით და ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს) - რომ "ცხადაძე არ იყო ამათი "სასტავის" კაცი", რომ "მას განგებ დაუდეს ისეთი პირობები, რასაც კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ალბათ არცერთი მწვრთნელი არ დათანხმდებოდა", რომ "აიძულებენ, წავიდეს და ახლა მოიყვანენ "თავიანთ კაცს" და ასე შემდეგ...

ეს ეჭვები თავადვე გააღრმავა ფედერაციამ, როცა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დატოვა და ცხადაძის თავზე "დამოკლეს მახვილივით" ჩამოჰკიდა...

ვერავინ იტყვის, რომ ცხადაძის ნაკრები ვარსკვლავებს წყვეტდა და არა მგონია, ამის ილუზია თავად ცხადაძესაც ჰქონდეს. მაგრამ დემორალიზებული გუნდი რაღაცნაირად დალაგდა, უფრო მეტად - მოედანს მიღმა, ვიდრე - მოედანზე, მაგრამ მაინც. ვფიქრობ, პოზიტივი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი

ახლა წარმოვიდგინოთ, "იმ" კაცის მდგომარეობა, ვინც ნაკრების სათავეში უნდა მოვიდეს. რა უნდა მოასწროს? ალბათ, ორი ამხანაგური მატჩი მაის-ივნისში, სექტემბრიდან კი უკვე შესარჩევი ციკლი იწყება.

არ ვარ ადვოკატი არც ერთი მწვრთნელის. არც მათ სახელფასო უწყისებში ვიქექები. მით უმეტეს, ძალზე რთულია აქ რაიმე სტანდარტზე მსჯელობა - ბევრს იღებს თუ ცოტას. გააჩნია, ვის რამდენად უღირს თავისი სამუშაო და ვის რამდენი ემეტება ამ სამუშაოს ანაზღაურებისთვის.

აქ ლაპარაკია მიდგომაზე, პრინციპზე - დღეს, ამ მოცემულ მომენტში, მწვრთნელის კონტრაქტის გადახედვა (რაც ბუნებრივად დისკომფორტს უქმნის მას და წნეხში აქცევს) სწორედაც რომ პრინციპულად არასწორია. მერე, კი ბატონო! როცა დავითვლიდით წიწილებს 2017 წლის შემოდგომაზე...

ეროვნული ნაკრები სათუთი სფეროა, მით უმეტეს, საქართველოში. ეს არის საფეხბურთო პირამიდის კენწერო და მისი ინტერესები პირველ რიგშია გასათვალისწინებელი. საერთოდ, ქირურგიული ჩარევა ხდება მაშინ, როცა ეს გადაუდებელი აუცილებლობაა. ვფიქრობ, ეს აუცილებლობა ცხადაძის შემთხვევაში არ დამდგარა.

ფეხბურთის ფედერაციას პატივი უნდა ეცა მწვრთნელის მოქმედი კონტრაქტისთვის და მხოლოდ ახალი შესარჩევი ციკლის მიხედვით გადაეხედა მისთვის, ან შეეწყვიტა, ან ნაკუწებად ექცია თუ რაც გნებავთ ის...

ცხადაძემ რაღაც დათმო (ვინმესთვის თუ ცოტა იყოს ეს, სხვა საქმეა), უნდა დაეთმო ფედერაციასაც...

იმიტომ, რომ ის კარნახობს პირობებს და ბერკეტებიც მის ხელშია...

იმიტომ, რომ დღეს ცხადაძე მისი შეგირდებისა თუ გულშემატკივრების თვალში "დაჩაგრული კაცია", ხალხი კი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თითქმის ყველა შემთხვევაში დაჩაგრულის მხარეს დგება...

იმიტომ, რომ დღეს ეს აურზაური და ნაკრების გარშემო წყლის ამღვრევა, პირველ რიგში, თავად ფედერაციას არ უნდა აძლევდეს ხელს...

იმიტომ, რომ მათი საქმიანობაც რაღაც ეტაპზე შეფასდება და შეფასდება სწორედ ნაკრების შედეგებით...

იმიტომ, რომ შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...

პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 47 /
საერთოდ რომ ავკრძალოდ ფეხბურთი არ გამოვა? სირცხვილის და ნერვების აშლის მეტი რა მოუტანია ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის? ფულს ვყრით უაზროდ რომელიც შეგვეძლო უკეთესად გამოგვეყენებინა! მიეცით რაგბის მეტი დაფინანსება და 6 ერიც დაინტერესდება ფინანსურად ძლიერი ბორჯჟალოსნების თავის რიგებში მიღებით
zura
25 იანვარი 2016 14:11
0
ხელშეკრულება და კანონი არარაფერს ნიშნავს?
persona-s
25 იანვარი 2016 14:07
0
შუა მდინარეში არის მთლად, ან ბოლოსკენ ცოტა აკლია და გავა ბოლოში :), კარგით რა რა შეჭამეთ ტვინი, 120 000 ლარი საქართველოს ნაკრების ტრენერისთვის საკმაოდ დიდი თანხაა და თან ისეთი გამოცდილების მქონე ტრენერისთვის როგორიც კახი ცხადაძეა, კაცი ბაქოს იქით არ წასულა და რაში უხდით 120 000 ლარს თვეში, მასწავლებელი ვალდებულია 300-400 ლარზე იმუშაოს მთელი თვე და ამას 60 000 ლარი არ ეყოფოდა, რასაც ფედერაცია სთავაზობს ხელზე და დანარჩენს შედეგის შემთხვევაში უმატებს, ჩემი აზრით ეს თანხაც ბევრია, მაქსიმუმ 10 ათასი იმ შედეგით რაც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს, შემდგომში ვნახოდ რა იაქნება
bebe
25 იანვარი 2016 13:58
0
ლოგიკურია რასაც წერს ავტორი. პატივი უნდა ვცეთ კონტრქტს და პიროვნებებს. ვისაც ხელფასი გებევრებათ, გაერკვიეთ რა ღირს ნორმალური მწვრთნელი. თუ არ გვინდა ფეხბურთი. დავანებოთ თავი და ფულიც შეგვენახება (ან ფედერაცია შეჭამს). თვითონ გადავიდნენ საბონუსე სისტემაზე.
ნუგზარი
25 იანვარი 2016 13:57
0
1) ცხადაძის ხელფასის ოდენობაზე მითითება (100 000-ია და ბევრიას პრინციპით) - არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და გაუმართლებელია. ასევე სპეკულაციაა მითიტება 100 000 -იან ავანსზე, რადგან ავანსია ეს თუ უპროცენტო სესხის, ამით არ იცვლება ის ფაქტი, რომ ცხადაძეს მწვრნელად მუშაობიუს 6 თვის პერიოდზე ხელფასი არ მიუღიოა. ამ პერიოდზე ხელფასი რომ მიეღო 50 000 $ კი არ იქნებოდა ნაშთი, არამედ პირიქით, ფედერაციას ექნებოდა ვალი 500 000 ლარამდე (5 თვის ხელფასი).

ამ ყველაფერში მთავარია, რომ ადამიანს აქვს მოქმედი კონტრაქტი (და ეს კონტრაქტის პირპობები გაცილებით შეღავათიანი ვიდრე მისი წინამორვბედების). მოქმედ კონტრაქტს კი პატივისცემა და შესრულება უნდა. და ეს ყველაზე კარგად უნდა იცოდეს მინისტრმა და კობიაშვილმაც (რომელიც ევროპული მიდგომები დამკვიდრებას ცდილობს საქართველოში).

კონტრაქტის ფეხებზე დაკიდება ხდება ჯუნგლებში მხოლოდ და თუ ჯუნგლებს აშენებენ თქვან მაშინ.

და კიდევ ერთი, ცხადაძეს არსად უთქვამს არაფერი ცუდი კობიაშვილზე, ყოველთვის კორექტული იყო მის მიმართ, სანაცვლოდ კი 2009 წლის თემის ამოქექვა არის ნამდვილად სირცხვილი და არაღირსეული საქციელი...
დავითი
25 იანვარი 2016 13:54
0
ქეცბაია რო ირებდა მილიონებს რატო ხმას არ იღებდით?? კაცს ხელი მოწერინეს შეუთანხმდნენ კონტრაქტზე, აქეთ ამან კიდე ფული დაიკლო 6 თვე უხელფასოდ იმუშავა და კიდე აქედ გაქვთ პრეტენზიები???
თბილისელი
25 იანვარი 2016 13:54
0
რამდენი მილიონია დახარჯული და შედეგი მაინც არ გვაქვს.მილიონები მაშინ მიიგონ როცა შედეგი იქნება. ცუდია ცხადაძე რო უშვებენ მარა ასე ჯობია შედეგზე ორიენტირებული იქნება ვინც მოვა და თუ შედეგი ექნა ცხადაძეზე მეტს მიიგებს. მსოფლიოზე ვერც ცხადაძე გაგვიყვანდა გორიცხულია
გიგ
25 იანვარი 2016 13:54
0
გადარევთ ჟურნალისტებო ხალხს თქვენ პოლიტიკოსებზე ნაკლები არ ხართ უხადეთ მერე ამ ცხადაძეს 120 ათასი თქვენი ჯიბიდა და პაჟალუსტა
koka
25 იანვარი 2016 13:52
0
ავსაჯანიშილის და მაისურაძს შემთხვევაში გეთანხმებით ხოლო ცხადაძემ თავის თავს თვითონ გამოუტანა ვერდიქტი. ხოლო რაც შეეხება ხალხი რას იფიქრებს ამას ხალხი გადაწვეტს და თქვენი დახმარება ამ შემთხვევაში არ გვჭირდება. თქვენ გვესაუბრეთ სპორტზე.
bokinio
25 იანვარი 2016 13:49
0
მშვენიერი სტატიაა (ყველაფერი შეჯამებული და ლოგიკურიდან გამომდინარეა) ბრავო. ერთი ძალიან მაინტერესებს ვინ მოყავთ უკეთესი უცხოელი პატარა ხელფასით!!!!! ჩაემთავრებინა ეს ჩემპიონატი და მერე ვნახავდით ღირს თუ არა გაშვება
_svani_
25 იანვარი 2016 13:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული