კახა ცხადაძე: არ გადავდგები!

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

"მინდა აღვნიშნო, რომ ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია.

მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ. პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას. მან უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მას და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებს.

ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს.

არ ვმალავ, ვცდილობდი, დამეცვა საკითხის კონფიდენციალური მხარე, მაგრამ კონტრაქტში ეს პუნქტი არ წერია და მათ ყველაფერი გაასაჯაროეს - იფიქრეს, ამ თემით ზიანს მომაყენებდნენ. მაგრამ ეს პრობლემა კახა ცხადაძეს არ აქვს! მხოლოდ და მხოლოდ ლევანმა წააგო!

არ გადავდგები! მოდით, დაველოდოთ. სფფ-ის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს აღმასკომი", - თქვა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
მკითხველის კომენტარები / 42 /
aweria am kacs shublze ro ... da samshoblos siyvarulshi aris noli gamdidreba unda chvens xarjze am bolo dorsac imito daiwko lapraki ik viakvi jano vnaxe mere turketshi agdavedi chantura vnaxe da ase shemdeg shemamcxonebulo 100000 atasi gaq xelpasi egenic tu ar naxe mashin rashi igeb tvehsi magxela xelpassss au ra unamuso tipi xar to es qecbaiaze uaresi gamodga shen rogor ikavi nakrebis treneri mikvirs magrad
sandro
25 იანვარი 2016 16:25
0
ამ კინკლაობაში ურტიერტ ბრალდებებშ ფეხბურთი ზარალდება, შეცდომა იკო, ამ კვლაფრის გასაჯაროება
ალეკო
25 იანვარი 2016 16:16
0
მე ამ კაცის ვერაფერი ვერ გავიგე. რა უნდა რას ითხოვს. სალაპარაკოდ არავის არ უჯდება და ..... კი ლაყბობს რაღაცეებს.
gia
25 იანვარი 2016 16:11
0
ლარებში მითვლიან ხელფასებსო?ვერგავიგე აბა რომელი ვალიუტით უნდა დაეთვალათ? დოლარებით გინდა ხელფასი?რას თამაშობთ ამ დოლარების კურსითა და ეს 25პროცენტების თვლით? პირდაპირ თქვი მაშინ რომ საქართველოს ნაკრებში50-ათასი ლარიან ხელფასად არვიმუშავებო!
romandro
25 იანვარი 2016 16:08
0
gg-ს. კახას რა უნდა, კი არის გასაგები იმისთვის, ვისაც გონება უჭრის, მაგრამ შენ რა გინდა, შენ!!! ეს თუ იცი>>>
kato
25 იანვარი 2016 16:04
0
არც უნდა გადადგეს. ნაკრებმა ძლივს რაღაცა შემტევი ფეხბურთის ნაირი აჩვენა კახას ხელში და ეხლა ამათ ავანტიურებს უნდა გადაყვეს?
aleko
25 იანვარი 2016 16:01
0
შესავალშივე ვიტყვი რომ ფედერაცის პრეზიდენტობის დროს მხარს კობიაშვილს ვუჭერდი,მაგრამ რასაც დღეს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთს დააზარალებს და რა თქმა უნდა მაქედან გამომდინარე მისი პოზიციებიც შესუსტდება ფედერაციაში.
მწვრთნელის შეცვლა შესარჩევამდე 5-6 თვით ადრე თუნდაც მიზეზი ხელფასის სიდიდე იყოს (რაც რეალურად სულაც არ არის დიდი) რბილად რომ ვთქვათ უტვინო ნაბიჯია ფედერაციისგან.მითუმეტეს როცა გუნდმა ასე თუ ისე თამაში დაალაგა.
giga
25 იანვარი 2016 15:56
0
აუუუ, ეს ვინ ყოფილა...
ფულმა ასე როგორ უნდა გაგამწაროს და დაგაბრმავოს, სირცხვილია !!!
რაროზგი
25 იანვარი 2016 15:55
0
gg
25 იანვარი 2016 15:40

მასე ჩანს, მოკლედ და გასაგებად ეთქვა სათქმელი და მეტი გულშემატკივარი ეყოლებოდა, მაგრამ სულ რარაცას ალამაზებს, დახტუნაობს.
რეზო
25 იანვარი 2016 15:54
0
გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე....
ეს კაცი არ უნდა იყოს ნაკრების მესაჭე !!!
რაროზგი
25 იანვარი 2016 15:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული