საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.
- კახა ცხადაძე: 30 000 დოლარზეც ვიყავი თანახმა, მაგრამ...
- კახა ცხადაძემ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაპირისპირების მიზეზზე ისაუბრა
- არ ჩაერიოთ! - კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს
- კახა ცხადაძემ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაპირისპირების მიზეზზე ისაუბრა
- არ ჩაერიოთ! - კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს
"მინდა აღვნიშნო, რომ ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია.
ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს.
არ ვმალავ, ვცდილობდი, დამეცვა საკითხის კონფიდენციალური მხარე, მაგრამ კონტრაქტში ეს პუნქტი არ წერია და მათ ყველაფერი გაასაჯაროეს - იფიქრეს, ამ თემით ზიანს მომაყენებდნენ. მაგრამ ეს პრობლემა კახა ცხადაძეს არ აქვს! მხოლოდ და მხოლოდ ლევანმა წააგო!
არ გადავდგები! მოდით, დაველოდოთ. სფფ-ის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს აღმასკომი", - თქვა ცხადაძემ.
ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
მწვრთნელის შეცვლა შესარჩევამდე 5-6 თვით ადრე თუნდაც მიზეზი ხელფასის სიდიდე იყოს (რაც რეალურად სულაც არ არის დიდი) რბილად რომ ვთქვათ უტვინო ნაბიჯია ფედერაციისგან.მითუმეტეს როცა გუნდმა ასე თუ ისე თამაში დაალაგა.
ფულმა ასე როგორ უნდა გაგამწაროს და დაგაბრმავოს, სირცხვილია !!!
25 იანვარი 2016 15:40
მასე ჩანს, მოკლედ და გასაგებად ეთქვა სათქმელი და მეტი გულშემატკივარი ეყოლებოდა, მაგრამ სულ რარაცას ალამაზებს, დახტუნაობს.
ეს კაცი არ უნდა იყოს ნაკრების მესაჭე !!!