არ ჩაერიოთ! - კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

"მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მესამე ადგილი წილისყრამდე ვახსენე... შედეგების ნახვის შემდეგ კი ვთქვი, არათუ მესამე ადგილი, პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლის პოტენციალი და რესურსი გვაქვს-მეთქი. დღეს ამ
თემის ჩემს კონტრაქტთან იურიდიულად მიბმას და აქცენტის ამაზე გაკეთებას ცდილობენ.

ღიმილის მომგვრელია, თითქოს მე ნაკრების ფეხბურთელებს მხარდაჭერას ვთხოვ. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მათ გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ასეთი მოტივირებული, ანთებული, ერთიანი გუნდი საქართველოს ნაკრებს არასდროს ჰყოლია.

ბიჭებო, თქვენ არ ხართ არც ცხადაძის, არც კობიაშვილის, თქვენ ხართ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. თქვენი ვალდებულებაა, რომ ნაკრების თამაშებზე მაქსიმუმი გაიღოთ. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, მოგიწოდებთ, არ ჩაერიოთ ამ საქმეში. მსურს წარმატებები გისურვოთ ჩემთან და უჩემოდაც, იფიქრეთ მხოლოდ თქვენს ქვეყანაზე", - თქვა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"
მკითხველის კომენტარები / 4 /
შედეგის მოთხოვნით და ვითომ ფულის დაზოგვით ცდილობს ფედერაცია ხალხის გასულელებას, ცხადაძის გაგდება რომ უნდოდათ ეს მაშინვე ცხადი გახდა როდესაც 21-წლამდელების მწრთვნელად არავინ დაასახელეს.
ფედერაციამ პატივი არ სცა მწრთვნელს და შუა მუშაობაში დაიწყო კონტრაქტის "გადახედვა", წესით ფედერაციას კონტრაქტისთვის შესარჩევი ციკლის შემდეგ უნდა გადაეხედა, თუმცა ეტყობა ეჩქარებათ თავისი კაცის მოყვანა....
ochoglaria
16:36 25-01-2016
0
ამ "ბრძოლაში" პირველ რიგში ზარალდება, ისედაც ცუდ დღეში მყოფი ქართული ფეხბურთი. რაც შეეხება დავას ფედერაციასა და მწვრთნელს შორის. მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში არ ვიცნობ კონტრაქტის პირობებს, სასწორი მწვრთნელის მხარეს იქნება, ძალიან მაღალი ალბათობით. ფედერაციას ყველა ვარიანტში მოუწევს კომპენსაციის გაღება. არა მგონია ეს ორი სუბიექტი კომპენსაციის თანხაზე შეთანხმდენ. ამდენად, საქმე ფიფა უეფისკენ გაფრინდება. ნუთუ შეთანხმების მიღწევა არ შეიძლებოდა? მაშ რა საჭიროა ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასკომის არსებობა? როგორც გულშემატკივარი, ძალიან ნაწყენი ვარ ყველაზე, განსაკუთრებით კი ფედერაციაზე. ეს ამბავი, არც ერთ ვარიანტში, გარეთ არ უნდა გამოეტანათ. თითის გაშვერა კიდევ კაცები საქმე არაა. გამოდის, რომ პირველი სერიოზული ტესტი კობიმ ვერ ჩააბარა.
gogi menabde
17:25 25-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული