იურაი იარაბეკი: ჩემი წინამორბედი საქართველოს ნაკრებში ინიშნება

AutoSharing Option
სლოვაკური Trnava voice-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ჰყავს, 53 წლის იურაი იარაბეკი, რომელიც აგვისტომდე ტრნავის "სპარტაკს" თავკაცობდა.

ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".

მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
მას კარგა ხანია, შეეხმიანნენ "დინამოდან".

ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.

"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.

რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.

ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.

ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 68 /
საშინელ დღეშია ფედერაცია,ახლა ახალგაზრდულს გაწვრთნის გეგუჩაძეო,როცა მიხვდნენ რომ გაიყიდნენ თხებივით,უცბათ მოიფიქრეს,თორემ ჩივაძე 1 თვის გაშვებულია!!! სად იყვნენ აქამდე? მათი ფავორიტი გეგუჩაძე იყო ყველამ იცის ეს.რა სიბინძურეშია ფეხბურთი,რა გვეშველება? მაგრად დაიწყეს ამათაც!!! გრცხვენოდეთ.
vito
26 იანვარი 2016 15:14
0
ჰა არ ინიშნებაო ეროვნულის მწვრთნელად გეგუჩაზე, წაიღეთ ეხლა თქვენი სიტყვები უკან :)
მლანძღველებს
26 იანვარი 2016 14:27
0
"ვსეზნაიკების"და "ანალიტიკოსების" გასაგონად!გაიხსენეთ რა დროიდან და საიდან წამოვიდა ახლანდელი პრეზიდენტის კანდიდატურა.ამ ქვეყანაში დიდი ხანია ყველაფერს ბინძური პოლიტიკის სუნი ასდის.
ფილკა
26 იანვარი 2016 13:57
0
მადლობა იარაბეკის სიბრიყვეს რომ ქართულ ფეხბურთის მაფიოზებს კიდევ ერთხელ ჩააძრო სუნიანი ნიფხავი
vova
26 იანვარი 2016 12:22
0
აბა ფიფიამ ახალგაზრდულშიო? არ იცოდა ეტყობა მეტი თქვენს -------
ჟორა
26 იანვარი 2016 12:16
0
მინდა ამ სიზმარს თავი დავაღწიო მაგრამ არ გამომდის, კაით რა ფაქტიურად მაესტროში რო იყო ცხადაძე მისული მაშინ ელაპარაკებოდენ ისე როგორც წარსულში.. მე კიდე იმის მჯერა რომ გულსემატკივარი მისსას გააკეტებს და ზაზა ფაჩულიას რეიტინგი მონაგონი იქნება...იმედია ეს არ დაგვჩირდება!!!
ჩორნა
26 იანვარი 2016 12:13
0
კობისაგან უფრო ჭკვიანურ და წინ დახედულ ნაბიჟებს ველოდი. მე მგონი ძალიან შეცდება უშუალოდ ის და არმასკომიც თუ ცხადაძეს გაუსვებენ. ეს მომავლისათვის არ იქნება კარგი.
ბიბი
26 იანვარი 2016 12:04
0
ტარიელ ხეჩიკაშვილი ბევრს ერევა ფედერაციის საკმეებში ლევან ეს კარგს არ მოგიტანთ ტკვენზე დიდ იმედებს ვამკარებთ იმედია გულს არ გაგვიცრუებთ
კობა უ.
26 იანვარი 2016 12:03
0
ოქ ქართველებო თქვენი.....................როდის იყო, რომ ქართველებს ერთმანეთის ესმოდათ და ქვეყნისათვის სასიკეთო საქმენი გაეკეტებინოთ, გამონაკლისი გამონათებების გარდა. კობი მაგარი "მარიონეტკა" გამოდგა. არ მეგონა, სიმართლე რომ გითხრათ. ასე როგორ შეიძლება, სირცხვილია. არც ცხადაძეა ცამდე მართალი, მაგრამ ფედერაციასთან შედარებით, ნიუტონია.
გელა
26 იანვარი 2016 12:00
0
რა ლობი ჰქონია ამ მაღალ სპეცილისტს ... ჰმ!
nda
26 იანვარი 2016 11:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული