იურაი იარაბეკი: ჩემი წინამორბედი საქართველოს ნაკრებში ინიშნება

AutoSharing Option
სლოვაკური Trnava voice-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ჰყავს, 53 წლის იურაი იარაბეკი, რომელიც აგვისტომდე ტრნავის "სპარტაკს" თავკაცობდა.

ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".

მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
მას კარგა ხანია, შეეხმიანნენ "დინამოდან".

ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.

"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.

რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.

ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.

ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 68 /
რატომ ვართ ასეთი ორპირები და გაუტანლები გამაგებინეთ ხალხო?ქართველობას გვაზიზგებენ. ეს კობიაშვილი იმათზე მეტი ნაგავი შეიქმნა. ნეტავ გეგუჩაძე უხელფასოდ იმუშავებს. ან მაგაზე მეტი იაფად რომელი ნორმალური მწვრთნელი იმუშავებს?
Vano
26 იანვარი 2016 00:47
0
კობი დატოვე ცხადაძე. ბოლომდე არ შეირცხვინო თავი.
ანზორი
26 იანვარი 2016 00:46
0
ყოველივე ამის შემდეგ როგორ უნდა დაგვარწმუნონ კობიაშვილმა და სპორტის მინისტრმა რომ მათ მხოლოდ თანხების დაზოგვა ჰქონდათ მიზნათ და არა ის რომ ცხადაძე გეგუჩაძით ჩაანაცვლონ და ნაკრები საბურთალოს და დინამოს ფეხბურთელებით აავსონ რომ შემდეგ იქნებ როგორმე სარფიანად გაყიდონ და ფული იშოვონ. დაიწყებენ ეხლა ზღაპრების მოყოლას მომავალზე ვაკეთებთ გათვლებს ახალ გუნდს ვქმნით პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულსო და აივსება ნაკრები დინამო საბურთალოს სასტავით. როგორ იყო არჩევნებამდე რომ გაჰყვიროდნენ კობიაშვილი გადაარჩენს ქართულ ფეხბურთსო))))))))) ნეტარ არიან მორწმუნენი)))
megre
26 იანვარი 2016 00:38
0
კობიაშვილის მხარდამჭერებიდან, მხოლოდ ილია კოკაია გამოდგა პირდაპირი და მიუკერძოებელი-მართალი!აღმასკომში ამიტომ არ შეიყვანეთ?! ფეხბურთში მაინც დააბრუნეთ და ჭკუაცა ჰკითხეთ.
besiki
26 იანვარი 2016 00:33
0
კობი ვის ატყუებ... არა და როგორი დიდი იმედი მქონდა შენი ... ძალიან დამწყდა გული. ნაკრები მეცოდება და ხალხი თორემ თქვენ...
ხერხე
26 იანვარი 2016 00:17
0
აჰაჰაა რათქმუნდა ადრე იყო გადაწყვეტილი და ვინ მოგყავთ დინამოში ვიინ რაა სისულელეა
_svani_
26 იანვარი 2016 00:16
0
არადა როგორ მჯეროდა რომ კობიაშვილი თავს არ შეირცხვენდა.
1234
26 იანვარი 2016 00:16
0
სლოვაკებს მადლობა. გაგვარკვიეს ყველაფერში.ფედერაციამ ძალიან შეირცხვინა თავი ამ საქციელით თორემ გეგუჩაძე ცხადაძეზე ნაკლები მწვრთნელი რომ არაა ყველამ ვიცით. უკვე აღარ არიან სუფთები.გაისვარენ როგორც ყველა წინამორბედნი.
დიტო
26 იანვარი 2016 00:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული