გამოკითხვა: გამართლებულია თუ არა კახა ცხადაძის გათავისუფლება ნაკრებიდან?

AutoSharing Option
...ამ ერთადერთი კითხვით მიმართა "ლელომ" თავის კოლეგებს. თემა ძალიან აქტუალურია და ვფიქრობთ, მკითხველისთვის (და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთათვისაც) საინტერესო იქნება ქართული ჟურნალისტური თემის პოზიცია...

გეგი კიკაბიძე (TV პირველი):
"რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება არ არის გამართლებული. ცხადაძემ გუნდი შეკრა, ერთსულოვნება დაუბრუნა. ფეხბურთელები მინდორზე დიდი ენთუზიაზმით გადიოდნენ, სწორი ფეხბურთის თამაში დაიწყეს. არ აქვს მნიშვნელობა, მასზე ძლიერი სპეციალისტი მოვა თუ სუსტი. ნებისმიერ მწვრთნელს დასჭირდება დრო გუნდის შესასწავლად და ჩამოსაყალიბებლად. ამის დრო კი ჩვენს ნაკრებს არა აქვს".

კახა ბერიძე (თავისუფალი ჟურნალისტი):
"არ არის
გამართლებული და არც - სამართლიანი. ფულზე დაწვრილმანებაა. ფაქტია, რომ ეს წინდაწინვე იყო ჩაფიქრებული. ლევან კობიაშვილმა თქვა - ყველაფერს გავაკეთებ, კახა ცხადაძე ნაკრებში რომ აღარ იყოსო. ჩემი აზრით, კი არ გააკეთებს, არამედ უკვე გააკეთა, რომ აღარ ყოფილიყო.

ადრე, როცა გია გეგუჩაძე არ დაინიშნა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად, ეს უკვე ამის მომასწავებელი იყო. მაშინ რომ არ დანიშნეს, "რაღაცამ" შეაჩერათ... ჩანაფიქრი, ალბათ, ჰქონდათ და იმიტომ შეყოყმანდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ძალიან გაიშიფრებოდნენ და, ალბათ, ამან გადააფიქრებინათ...

რაც თავი მახსოვს, სულ მესმის - სანამ არველაძეები იქნებიან ქართულ ფეხბურთში, მას არაფერი ეშველებაო. აღარ არიან არველაძეები და რაც ხდება, კი ჩანს. დასაწყისი ისეთია, კაცი უკეთესს ვერ ინატრებს.

გოჩა ავსაჯანიშვილი იმ მიზეზით გაუშვეს ნაკრებიდან, რომ მათი ხედვა არ ემთხვეოდა მწვრთნელისას. არადა, იმ კაცმა შედეგი დადო. ახლა ღმერთმა ნუ ქნას და, ელიტრაუნდში რომ ჩავფლავდეთ, რა გამოვა? ესე იგი, ფეხბურთის ფედერაციის ხედვა არ ყოფილა სწორი. ხელფასი თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ბავშვიც კი მიხვდება, სად არის დამარხული ძაღლის თავი...

რაც შეეხება კომპენსაციას, ფეხბურთის ფედერაციას იმაზე მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ცხადაძე აიღებდა ამ წელიწად-ნახევარში".

სანდრო გამსახურდია (TV პირველი):
"არ არის მართებული გადაწყვეტილება".

სლავა გასპაროვი (თავისუფალი ჟურნალისტი):
"ჩემი აზრით, კახა ცხადაძემ უნდა გააგრძელოს მუშაობა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე".

ლევან სალუქვაძე (სილქ-მედია):
"კახა ცხადაძის გათავისუფლება არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად. დავიწყოთ იქიდან, რომ საამისოდ არ არსებობს სპორტული მიზეზი. მან ერთ მუშტად შეკრა ნაკრები, გაუმჯობესდა თამაშის ხარისხი... რაც მთავარია, ცხადაძემ ნაკრებს მოუხსნა "წაგებულის კომპლექსი". "ამას როგორ უნდა მოვუგოთ" - ახლა საქმისადმი ასეთი მიდგომა აღარ არის".

გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა):
"ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი. ორივე მხარეს ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი ხალხია. მჯერა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე".

ლაშა თაბაგარი (mysports.ge):
"ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ რეალობაც შეიცვალა. ლევან კობიაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდა. სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყდა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებისთვის ანაზღაურების ბონუსური სისტემის შეთავაზება...

რაც შეეხება უშუალოდ კახა ცხადაძისთვის შეთავაზებულ წინადადებას, თვეში ფიქსირებული ანაზღაურება - 60 ათასი ლარი დაბეგვრის გარეშე - ქართული რეალობიდან გამომდინარე, ურიგო წინადადება ნამდვილად არ არის. თან იმის გათვალისწინებით, რომ თუ ცხადაძე მესამე ადგილზე გაიყვანს გუნდს, დამატებით მთლიანად აიღებს იმავე ხელფასის ოდენობას, რამდენი ხნითაც აქვს კონტრაქტი. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ერთი ამდენიც დაემატება...

ჩემი აზრით, ცხადაძე ამ წინადადებას უნდა დათანხმებულიყო, მაგრამ ეს უშუალოდ მისი გადასაწყვეტია. მით უმეტეს, თავად კობიაშვილმა განაცხადა, რომ ცხადაძის გაშვება არ სურდა და სთხოვა, გვერდით დადგომოდა...

მინდა გამოვეხმაურო აღმასკომის დღევანდელ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, კობიაშვილი გულწრფელი იყო, როცა განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვეტილებას თავად იღებს და მას არავინ არაფერს უთითებს. ლევანი არ არის ის პიროვნება, რომ ბრმად შეასრულოს ვიღაცის ბრძანება".

მიხეილ ჟორჟოლიანი (ახალი თაობა):
"გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულად კონტრაქტის დეტალები არ ვიცით, ზუსტი პასუხის თქმა გაჭირდება... თუ ფედერაციას არ ჰქონდა მსგავსი შეთავაზების უფლება და კონტრაქტის დარღვევით მოუწევს სერიოზული კომპენსაციის გადახდა, მაშინ მისი გაწყვეტა მართებულად არ მიმაჩნია.

თუმცა, თუ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმად, ფინანსური მხარის გადახედვა შეიძლება, მაშინ გაუგებარია, რატომ არ თანხმდება ცხადაძე ბონუსურ სისტემას, იქიდან გამომდინარე, როცა ღიად აცხადებს, რომ მას სჯერა საკუთარი თავისა და ნაკრების - რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გუნდს მესამე ადგილზე გაიყვანს...

ბოლოდროინდელი განცხადებებით, ცხადაძის ადგილზე, პირადად, ნაკრებში არ დავრჩებოდი და თუ საჭირო იქნებოდა, მივმართავდი სამართლებრივ გზას, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროა... აქედან გამომდინარე, კონტრაქტები კონფიდენციალური არ უნდა იყოს და ყველა მათგანი მანამდე გასაჯაროვდეს, სანამ კიდევ არ აღმოვჩნდებით ასეთ სიტუაციაში".

ლევან ჯანეზაშვილი (ქრონიკა პლუსი):
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თამაში ნაკრების გარჯა დამაფიქრებელი იყო, საერთო ჯამში, კახა ცხადაძის საქმიანობას დადებითად შევაფასებ. ნაკრებს სახე დაუბრუნდა.

კობიაშვილს მთავარ მწვრთნელთან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა ფინანსების გამო. ცხადაძემ არ მოისურვა დაბალ ხელფასზე მუშაობა და ეს გასაგებია. მეორე მხრივ, გასაგებია ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაც, რომ ნაკრების მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეს გარანტირებულად მაღალი ხელფასი ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში.

ჩემი აზრია, რომ ჩვენი ნაკრების დონის გუნდს არ სჭირდება მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი".

პაატა ძნელაძე (თავისუფალი ჟურნალისტი):
"პირადად მე სრულად ვეთანხმები ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლას, რაც დადებითი შედეგის შემთხვევაში ბონუსების გაცემას ითვალისწინებს. ცხადაძის კვალიფიკაცია არანაირ ეჭვს არ იწვევს და კარგი იქნებოდა, დათანხმებოდა ფედერაციის წინადადებას. ამ შემთხვევაში კი ძნელად წარმომიდგენია, ცხადაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს".

ბიძინა ბარათაშვილი (სილქ-მედია):
"კახა ცხადაძის გათავისუფლება არ არის გამართლებული. ჯერ ერთი, კაცს რომ რაღაცაზე უთანხმდები, ბოლომდე უნდა აცალო. რაც ცხადაძეს დაუსახეს ამოცანა, მან შეასრულა - შეკრა გუნდი, დააბრუნა ნაკრებში კარგი ფეხბურთელები, იყო კარგი მატჩები - შოტლანდიასთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან...

კი, იყო აუხსნელი მარცხი პოლონეთსა და ესტონეთში, საწყენი ფრე ალბანეთში, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრიც გაკეთდა. არ ვამბობ, რომ ცხადაძე მოურინიოა, მაგრამ დღეს მის ალტერნატივას ვერ ვხედავ".

ილია ნანობაშვილი (worldsport.ge):
"საერთოდ, ბონუსური, შედეგზე აქცენტირებული სახელფასო სისტემა მომწონს და ვფიქრობ, კახა ცხადაძე ამ შეთავაზებას უნდა დათანხმებოდა. მით უმეტეს, თავად თქვა - მესამე ადგილზე გასვლა შესაძლებლად მიმაჩნიაო. ფედერაციას ჰქონდა უფლება, კონტრაქტისთვის გადაეხედა.

ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, თითქოს ლევან კობიაშვილი სხვის დავალებებს ასრულებს.

"მომავალი მწვრთნელის პირველივე წაგებაზე ფედერაციას წამოაძახებენ, რომ ცხადაძის გაშვებით შეცდომა დაუშვა" - ეს ჩასაფრებულის პოზიცია მგონია და არასწორია. რომ მოიგოს, არ უნდა აღვნიშნოთ? წინასწარ რატომ უნდა ჩავუსაფრდეთ ფეხის დაცდენაზე?

ვფიქრობ, ცხადაძის ხელში ნაკრებს პროგრესი ჰქონდა წმინდა სათამაშო კუთხით, თუმცა რაც მისგან ითქვა და საერთოდ, რაც ბოლო დღეებში მოხდა, ამის შემდეგ ნაკრებში მისი მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს უკვე აღარ არის ერთი ოჯახი. საწყენია, რომ ასე მოხდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
მე ამ შემთხვევაში კობიაშვილს ვუჭერ მხარს მარა მაინც მინდა რო შერიგდნენ ,შეთანხმდნენ და ცხადაძე დარჩეს. კობიაშვილს უფრო უნდა აწყობდეს მაგის დარჩენა, იმიტომ რომ ვერც ერთი მწვრთნელი ამ ნაკრებით რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს და თუ რეალურად შევაფასებთ ჩვენი ფეხბურთელების კლასს და შესაძლებლობებს, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს მაინც (ვერც ცხადაძე) და მერე ყველა ცხადაძის გაშვებას წამოაძახებს მაინც მთელი დარჩენილი ცხოვრება. ასე რომ , ჯობია რაღაც დათმობაზე წავიდეს და დატოვოს....
gg
28 იანვარი 2016 11:30
0
ჩემის აზრით დრო გვაჩვენებს რამდენად სწორად მოიქცა კობიაშვილი ჩემის აზრით კი უნდა დარჩენილიყო ცხადაძე ნაკრებში და სულ არ მინდა გეგუჩაძე დაველოდოთ გამოჩნდება ყველაფერი
gigo
28 იანვარი 2016 11:29
0
რა ვენებს იწრიტ ცხადაზეზე გიტხრე წადი ალბატ რაგაცას ვერ აკეტებ სწორატ რა სჰეაცერა ცხადაზემ გერმანია პოლონეტი წარმატებულატ ცაიტვლებოდა მისი მუსჰაობა პრე რომ დაედო აბა რა გუნდი სჰეკრა წავიდა წინ სჰეტევაზე მიიგო ოტხი გოლიქეცბა მარტალი იყო არ არიან ზლიერი პეხბურტელებიც ნუ სწყინტ პეხბურტელებს ნუ გონიატ ტავი მესები რომელი აიყვანეს ზლიერ გუნდსჰი ამიტ ყველაპერი სახეზეა
qutaisi
28 იანვარი 2016 11:25
0
zurab-ს. რა თვალი გაქვს ასეთი! შუშისაა ალბათ. ტყემალზე ზიხარ, ბალს მიირთმევ და იძახი რა კარგი ატამიაო.
nodi
28 იანვარი 2016 11:23
0
zurab-ს. კაი კაცო! უფულოდ თუ იმაშავებდა, მაშინ არ იქნებოდა ხომ ნული! კარგით რა, რა მსჯელობაა. აქ ფულზე უფრო მთავარი ფორმაა, რა ფორმითაც მოიშორეს მწვრთნელი. თქვენ ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ერთ ფაქტსაც კი, სადაც ნაკრების მწვრთნელი დაიბარეს და მოქმედი კონტრაქტის შუა პერიოდში შესთავაზეს ხელფასის დაკლება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს ხალხო. ამას ჯობდა პირდაპირ გაეწყვიტათ ხელშეკრულება რაღაც მოტივით და არა ასე -"ამდენს მოგცემთ, თუ არა მიბრძანდიო". კარგით რა!! ნამუსიც კარგი საქონელია. მე კახის ადგილზე ბოლომდე გამოვიყენებდი ყველა იურიდიულ ფორმებს და ბოლო თეთრამდე ავახევდი ფეედერაცია კომპენსაციის თანხს. ასეც მოხდება ჩემის ღრმა რწმენით.
gaga
28 იანვარი 2016 11:20
0
Kobiahvili magari principuli kofila, 100% iani xar, gaicanit cxadaze da mixvdebit vin aris,
T
28 იანვარი 2016 11:18
0
zurab:
ყველამ პატივი უნდა სცეს ხელშეკრულებას, არ შეიძლება შენმა კომპანიამ სადაც მუშაობ არსებული კონტრაქტი გაგიწყვიტოს მხოლოდ იმიტომ რომ ახალმა დირექტორმა ახალი სახელფასო სქემა მოიფიქრა. თუ ვერ თანხმდებით ამ შემთხვევაში უნდა აცადო კონტრაქტის ამოწურვამდე და შემდეგ გააფორმო ახალი უკვე ახლებური სქემით. ეს არის უცოდინრობა სამწუხაროდ კობიაშვილის მხრიდან და მეტი არაფერი. უნდა მოითხოვოს ჩემი აზრით ცხადაძემ კომპენსაცია სრულად.
felisio
28 იანვარი 2016 11:16
0
არა ხართ პროფესიონალები არცერთი მხარე ამით ყველაფერი ნათქვამია.
ბაია
28 იანვარი 2016 11:12
0
მახსენდება ქართული ანდაზები-რამდენი ცხენიც ვიყიდე ყველანი კუანა გამოდგაო და კიდევ საქებარმა ძაღლმა ნიხურზე გადააფსაო
მურთაზი
28 იანვარი 2016 11:12
0
ვფიქრობ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო თუნდაც აი ახლა მე ვზივარ და ამ სტატიას ვკითხულობ გულგრილად ვერ ჩაუარე და სურვილი გამიჩდა საკუთარი გულისწყვეტა გამომეხატა, როგორც ერთ-ერთი რიგირთი გულშემატკივარი. არც კი ვიცი საიდან დავიწყო რაც თავი მახსოვს ფედერაცია ეს ის ბუდეა სადაც ყოველთვის იყო რაგაც რის გამოც ყველაფერი ისე არ ხდებოდა და არ კეთდებოდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო ... (მაყუთის გარდა) მე ყველას არ ვგულისხმობ რაგათQმაუნდა ყველგან არის ადამიანი და პატიოსნება! ახლა რაც შეეხება კობიაშვილს ფედერაციის პრეზიდენტს. მე მას როგორც პიროვნებას დიდ პატივს ვცემ და მჯერა რომ წარმატებას მიაღწევს მაგრამ დღევანდელ სიტოაციაში არ გავამართლებ ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა გამოეწვია ამ თემას და ჩუმათ უნდა გადაეწყვიტთ ეს საკითხი მე ლევანის იმაში დავადანაშაულებ რომ არჩევნებში მოოღო მონაწილეობა, ესაა და ეს. ახლა რაც შეეხება ცხადაძეს: როგორც მწრთვნელი ვფიქრობ რომ ცუდი პიროვნება არც ის არუნდა იყოს აკეთებს კაცი თავის საქმეს და თავის წინამორბედზე ბევრად უკეთაც ნუ დაგვავიწყდება მანდამდე რას უხდიდა ფედერაცია მწრთვნელებს და რა მისი ბრალიაკაცი დაბრუნდა საქართველოში აიღო პასუხისმგებლობა და დადგა რამდენი გულშემატკივარის წინაშე და აცხადებს რომ ნაკრებს ათამაშებს ფეხბურთს და აკეთებს კიდეც და რა მისი ბრალია ფედერაციას ფული აქვს თუ არა ამ კაცმა როგორც რიგითი მუშა ის საზგაური უნდა აიღოს რაც ეკუთვნის და ეს მისი უფლებააა და არავისი სხვისი, ვფიქრობ ცხადაძეს იმის შეხსენება არ ჭირდება, რომ ფედერაციას არ ულხინს და მეწველიც არ არის რომ გამოწველოს კაცს ეს ფული ეკუთნის და მორჩა! ახლა იმის დრო არ არის, რომ პავლე ვეძებოთ და პეტრე მოვიდეს. გაგგეთ ეს დედა .......... მე გულშემატკივარი ვარ და ფეხბურთის ყურება მინდა მე მომეწონა გერმანიასთან, შოტლანდიასთან ნათამაშები მატჩები და ვიხილე ნაკრები ერთიანი აი ჩემი შეფასებაა და ტუ ფული არ გაქვთ კრედიტი აიღეთ ან გვითხარით რამდენია დავალიანება და იქ
დავით ჟილინი
28 იანვარი 2016 11:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული