ვინ გაივლის ბეწვის ხიდზე? ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს და ცხადია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეროვნულ გუნდს მარტში უკვე აქვს ამხანაგური მატჩი და, ბუნებრივია, მანამდე მას ახალი თავკაცი სჭირდება.

ჩვენს წერილში შევეცდებით, განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი თუ სცენარი, რა გზითაც მოვლენები შეიძლება განვითარდეს. თემა, თავისთავად, საინტერესოა და სანამ ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი, მანამდე ისღა დაგვრჩენია, ჩვენი ვარაუდები მივაწოდოთ მკითხველს...

ვარიანტი პირველი: გია გეგუჩაძე
ამ ვარიანტის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს გია გეგუჩაძე გაწვრთნის. როგორ? - იკითხავს მკითხველი. ის ხომ ეს-ესაა, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცად დაინიშნა?

დიახ, დაინიშნა, მაგრამ
დღეს ჩვენ ისეთ საფეხბურთო რეალობაში ვცხოვრობთ, რომ გამორიცხვით ნამდვილად ვერაფერს გამოვრიცხავთ.

ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაწყვეტილი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში გეგუჩაძის დანიშვნა. უბრალოდ, ეს თემა ბოლო დროს ძალიან გახმაურდა და ფედერაციაც, ცოტა არ იყოს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

შესაძლოა, მარტში გვითხრან, რომ ცაიტნოტის გამო ვერ მოხერხდა მწვრთნელის მოყვანა და შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, გეგუჩაძე ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდეს.

ისიც ფაქტია, რომ ახალგაზრდული ნაკრების დიდი მნიშვნელობისა და სტატუსის მიუხედავად, ძნელად წარმოსადგენია, გეგუჩაძე "დინამოდან" მხოლოდ რანგით მეორე გუნდის გასაწვრთნელად წასულიყო.

მან მოკლე დროში დაატყო ხელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს. გაჩნდა იმედი, რომ "დინამო" მომავალ ევროთასებზე თავს არ შეირცხვენდა... და ამ დროს, გეგუჩაძე მიდის...

არადა, ცოტა ხნის წინ ის თავისი სურვილისამებრ აკომპლექტებდა გუნდს. "დინამოში" გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომელთაც გეგუჩაძე ძალიან კარგად იცნობდა - ალეკო ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ნიკა გელაშვილი...

კიდევ ერთი მომენტი - სამი კვირის წინ აღმასკომმა ასაკობრივ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელები დაამტკიცა. მაშინვე შეიძლებოდა, გეგუჩაძე ახალგაზრდულ ნაკრებში დანიშნულიყო. რატომ არ გაკეთდა ეს? ფედერაცია "რაღაცას" ელოდა...

რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მწვრთნელის შერჩევა ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა, მაგრამ ამ სტრიქონების ავტორსაც აქვს უფლება, თავისი სუბიექტური აზრი დააფიქსიროს: შექმნილ სიტუაციაში ფედერაციას ძალიან გაუჭირდება გეგუჩაძეზე უკეთესი კანდიდატურის პოვნა. თუ რატომ, ამას ჩვენი წერილის მომდევნო ორ ქვეთავში დავწერთ.

ვარიანტი მეორე: უცხოელი
ლევან კობიაშვილს თავისი კარიერის განმავლობაში არაერთ მწვრთნელთან უმუშავია. ამ ცაიტნოტურ სიტუაციაში, თუ საქმე უცხოელზე მიდგა, ფედერაციის თავკაცი, დიდი ალბათობით და სრულიად ლოგიკურად, საკუთარ წარსულს დაეყრდნობა.

მაგალითად, უმუშევარია 52 წლის იოს ლუჰუკაი, რომელიც კობიაშვილს "ჰერტაში" წვრთნიდა. ლუჰუკაის "აუგსბურგი" და მიონხენგლადბახის "ბორუსიაც" გაუწვრთნია. საინტერესო კანდიდატი ჩანს.

67 წლის ფოლკერ ფინკე კობიაშვილისთვის განსაკუთრებული მწვრთნელია. ფინკემ ეპოქა შექმნა "ფრაიბურგში" და იმ ეპოქის შემოქმედები, სხვებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელებიც იყვნენ. კობიაშვილი იმ "ფრაიბურგის" ლიდერი იყო...

ბოლოს ფინკე კამერუნის ნაკრებს წვრთნიდა. გერმანელ სპეციალისტს ძალიან გაუჭირდა "მოუთვინიერებელი ლომების" მოთვინიერება. მას აფრიკაში საქმეები არ აეწყო და ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს კიდეც თანამდებობიდან.

ფელიქს მაგათის წარმოდგენა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცოტა რთულია, მაგრამ კობიაშვილთან მასაც უმუშავია. "დესპოტი ფელიქსი" ამჟამად უმუშევარია. სხვა საკითხია, რომ მას ჩვენი ფეხბურთელები ძნელად თუ შეეგუებიან.

აქვე შეიძლებოდა ოტო რეჰაგელის კანდიდატურის განხილვაც. "მეფე ოტო" პატივს სცემდა კობიაშვილს, მაგრამ ბერძნული ფეხბურთის "ოქროს ხანის" სულისჩამდგმელი ახლა ისეთ ასაკშია (აგვისტოში 78 წლის ხდება), რომ პენსიაზე გასული უკან მობრუნებას, ალბათ, აღარ ისურვებს...

უცხოელ მწვრთნელთან დაკავშირებით ერთი შემაფერხებელი გარემოებაც არსებობს. თუ საქმეში პირადი კავშირები, ძველი ნაცნობობა და ადამიანური მომენტები არ ჩაერთო, ძალიან ძნელია თვეში 30 ათას დოლარად კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელის დათანხმება.

ვარიანტი მესამე: სხვა ქართველი
სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ - დღეს ქართველი მწვრთნელების მხრივ არჩევანი იმდენად შეზღუდულია, კანდიდატების დასახელებაც კი გვიჭირს. ამბობენ, ფედერაციამ შოთა არველაძესაც მოუსინჯა ნიადაგიო.

დღეს შოთას დანიშვნა წამოუდგენლად მოჩანს. არადა, შექმნილ ვითარებაში მას ნამდვილად უნდა ჰქონდეს ეროვნული გუნდის გაწვრთნის ამბიცია. თუმცა... აქ არის რამდენიმე მომენტი. უნდა კი შოთას ამ რეალობაში ნაკრების გაწვრთნა?

მეორეც და ალბათ, მთავარიც - ამასწინანდელ არჩევნებზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი და კობიაშვილის მთავარი მეტოქე რევაზ არველაძე იყო. ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია.

არა მგონია, ახალგაზრდა, მართლაც საინტერესო ქართველ მწვრთნელთაგან დღეს რომელიმე იყოს მზად იმისთვის, რომ ნაკრები გაწვრთნას. უცხოურ გუნდებშიც სულ თითზე ჩამოსათვლელია ქართველი მწვრთნელი.

ჩემი ნება რომ იყოს, ძალიან სერიოზულად განვიხილავდი შოთა ჭეიშვილის კანდიდატურას, მაგრამ ის თავისებური კაცია. ის არ არის "ფეისი", ერიდება ინტერვიუებს, ურჩევნია წყნარად მუშაობა...

მე, მაგალითად, ძალიან მომწონს მისი საფეხბურთო გემოვნება...

როგორი მწვრთნელი გვჭირდება?
ფაქტია, საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს მართლაც რომ ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა. მან უნდა შეძლოს და ეროვნულ გუნდში არსებული, აწ უკვე მოწესრიგებული ურთიერთობები შეინარჩუნოს.

საფეხბურთო თვისებებზე ქვემოთ და, ჩემი აზრით, ახალი თავკაცი მკაცრიც უნდა იყოს და ფეხბურთელების გულებისკენ სავალ გზასაც უნდა მიაგნოს. ის უნდა მიხვდეს, რომ ეროვნულ გუნდში მისვლა, ცოტა არ იყოს, დელიკატურ სიტუაციაში უწევს.

საფეხბურთო თვისებაზე კი ერთის დაწერა ახლავე შეიძლება - ჩვენ უკვე გვინახავს ბევრი "ავტობუსი" საქართველოს ნაკრების თამაშებისას და გვიხაროდა, ბოლოს მათ რომ ვეღარ ვხედავდით.

საქართველოს ნაკრების თამაშში "ავტობუსის" ეპოქა აღარ უნდა დაბრუნდეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
უცხოელი მწვრთნელები ფულის მახეა,გვყავდა ტოპმელერი შედეგი:ერტი მოგება ფარერებთან დანარჩენი წაგება,იგივე იყო არგენტინელი სპეციალისტის დროსაც რომელიც ქართულ ღვინოს ეძალებოდა და ერთი თამაშიც არ მოუგია ზატო ფულები ხო გააკეთეს?
vito
04 თებერვალი 2016 13:00
0
ეგ ფული ავადმყოფ ბავშვებს მოახმარეთ,საქართველოში ფეხბურთი არ არის და არც იქნება,ნახეთ პერიფერიებში რა ხდება,უმჯობესია ფედერაციამ თბილისის ჩემპიონატი ჩაატაროს
sss
04 თებერვალი 2016 12:54
0
როცა სახელმწიფო (დიდ) ჩინოვნიკს ხელფასი 5-6 ათასი ლ-ა-რ-ი-ა, ვითომ ფეხბურთის მწვრთნელისთვის რათაა ცოტა 20 ათასი დოლარი თვეში, როცა ფეხბურთელებს სულ რაღაც წელიწადში ორჯერ- სამჯერ კრებს, კარგით რა ,,ქათამმა წყალი დალია ღმერთს" შეხედაო.
დათო
03 თებერვალი 2016 15:24
0
tngh-ს. არალოგიკურად ჟღერს შენი "მოსაზრება". რას ქვია საერთაშორისო გამოცდილება არა აქვს გეგუჩაძეს? გეგუჩაძე პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი ქართველი მწვრთნელია, რომელმაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში "დინამო" უეფას ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ეს არ არის საერთაშორისო გამოცდილება? თუ შენ მხედველობაში ნაკრების დონეზე თამაში გაქვს, კი ბატონო, მაგრამ, მაშინ ცხონებულ ახალკაცთან შედარება რა შუაშია? ასე რომ აცდენილი ხარ რეალობას. აბა კარგად დაფიქრდი! ასეა კი...
ნოდო
01 თებერვალი 2016 11:14
0
აპხაზეთში ფეხბურთი არის ჩაწყობით შარშან სოხუმში ვიყავი და ჩემპიონატის ბოლო მატჩი იყო ადგილობრივი ჩემპიონატი გალს ფრეც ყოფნიდა პირველ ადგილზე გასასვლელად 0-0 იყო მსაჯმა თითქმის 15 წუთი დაამატა და ბოლოს გალის მეგრელების მწვრთნელს ავტომატი მიაბჯინას უნდა წააგოო
nika
30 იანვარი 2016 08:02
0
სააკაშვილს აცადეს ვადის ამოწურვა,უგულავას აცადეს, კუბლაშვილს აცადეს, ქადაგიძეს აცდიან და რა ჭირდა ცხადაძეს ისეთი რომ სასწრაფოდ მოიცილეს :)))
დიმა
29 იანვარი 2016 22:48
0
ვანო ბესკოვი რამდენი ცლის იკო იქნებ იტკვი ცუდი მცვრთნელი იკო
vanos
29 იანვარი 2016 22:05
0
ეგებ საეტოდ არ დავნიშნოთ მწვრთნელი და კობიაშვილმა შეიტავსოს.მაინც მასე უნდათ მაგათ.აბა ჭეიშვილს და 78 წლის კაცზე რომ დაიწყებენ ლაპარაკს ტვითონ უნდათ რომ მართონ ყველაფერი ვერ გაიგეთ.
Vano
29 იანვარი 2016 20:04
0
რა ხელფასი რის ხელფასი უბრალოდ ცხადაძის მოშორება უნდოდათ და ეს მოტივი მოიგონეს
გოჩა
29 იანვარი 2016 18:54
0
გეგუჩაძეს არანაირი საერთაშორისო გამოცდილება არ აქვს ფეხბურთში. თუმცა არც ბ-ნ ნოდარ ახალკაცს არ ჰქონდა და შედეგი ყველამ ვიცით... იქნებ მაინც ორმხრივ კომპრომისზე ვიფიქროთ ცხადაძე-კობიაშვილს შორის. აპრილამდე დროა... პირადად მე, უცხოელის წინააღმდეგი ვარ.
tngh
29 იანვარი 2016 18:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული