საქართველოს ეროვნული ნაკრები: ახალი მწვრთნელი თებერვლის ბოლოსთვის?

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, არის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი თებერვლის ბოლოსთვის დაუნიშნონ.

ამ ეტაპზე, კახა ცხადაძის სავარაუდო შემცვლელთა კანდიდატურებზე არაფერია ცნობილი. ფორმალურად, ცხადაძე ჯერაც ნაკრების მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთის ფედერაციასთან მისი კონტრაქტი გაწყვეტილი არ არის.

ჩვენი ინფორმაციით, ფედერაციის პირველ ამოცანას, ამ ეტაპზე, "ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის" პრეზენტაცია წარმოადგენს.

გავიგეთ, რომ ფედერაცია აპირებს, უმკაცრესად გააკონტროლოს, თუ რაში და როგორ დაიხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თითოეული თეთრი.

საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დებიუტი, წესით, 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა შედგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გააკონტროლებს არა ტოროლა
giga
09 თებერვალი 2016 11:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული