ამ ეტაპზე, კახა ცხადაძის სავარაუდო შემცვლელთა კანდიდატურებზე არაფერია ცნობილი. ფორმალურად, ცხადაძე ჯერაც ნაკრების მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთის ფედერაციასთან მისი კონტრაქტი გაწყვეტილი არ არის.
ჩვენი ინფორმაციით, ფედერაციის პირველ ამოცანას, ამ ეტაპზე, "ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის" პრეზენტაცია წარმოადგენს.
გავიგეთ, რომ ფედერაცია აპირებს, უმკაცრესად გააკონტროლოს, თუ რაში და როგორ დაიხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თითოეული თეთრი.
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დებიუტი, წესით, 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა შედგეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"