"ჩვენ უკვე გვქონდა ორი სანაკრებო შეკრება, რომლის მიმდინარეობის დროსაც ვნახეთ ეროვნული გუნდის კანდიდატები. რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება, თუმცა ჯერ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
მე არ მიყვარს დაცვითი ფეხბურთი. ტაქტიკა, დისციპლინა და მენტალიტეტი უნდა შევცვალოთ. ჩვენ უნდა ვითამაშოთ შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი...
ახლა ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენ არ გვყავს თავდამსხმელები. ეს ასე არ არის.
ჩვენი ჯგუფი ძალიან რთულია. აქ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპის ჩემპიონატის სამი მონაწილეა. გარდა ამისა, აქვე არიან ძალიან ძლიერი სერბები და ამბიციური ქართველები. ჩვენც არ უნდა შევიზღუდოთ ამბიციებში...
რაც მთავარია, გვყავს კვალიფიციური ფეხბურთელები. ახლა მთავარია, მათ სწორი მიმართულება მივცეთ.
რაც შეეხება მოლდოვის ნაკრებში ჩემი მუშაობის ადრეულ პერიოდს, მიმაჩნია, რომ მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, დავბრძენდი...
აღარ იქნება ჩემი მხრიდან ემოციური გამონათქვამები. ესეც უნდა გაიარო, ბევრი რომ ისწავლო. ახლა შორს არ ვიყურები და მხოლოდ მოლდოვის ნაკრებზე ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა შემიძლია", - თქვა დობროვოლსკიმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ახალი მწვრთნელი თუ რამეს შეცვლის უკეთესობისკენ ყველას გაგვახარებს!