კრიზისი ღრმავდება - სფფ კახა ცხადაძეს კომპენსაციას არ გადაუხდის?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ დაწყებულია ეროვნული ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის მოძიების პროცესი. ეძებს, თუმცა მას ჯერ მოსაგვარებელი აქვს კახა ცხადაძის კონტრაქტის საკითხი.

ახლა საქმე ასეა: ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს აღარ სურს ცხადაძესთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ მაინც ნაკრების მწვრთნელია მანამ, ვიდრე კონტრაქტი არ გაწყვეტილა.

კონტრაქტის გაწყვეტას კი ორივე მხარის თანხმობა სჭირდება. ფეხბურთის ფედერაციისთვის ეს ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. სხვა თუ არაფერი, დელიკატური სიტუაცია იქმნება - ცხადაძესთან კონტრაქტი თუ არ გაწყდა, ახალი მწვრთნელი როგორღა უნდა დაინიშნოს?

რა თქმა უნდა,
საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯერაც მოქმედ მთავარ მწვრთნელს აუცილებლად ექნება თავისი მოთხოვნები. ნამდვილად არ გაგვიკვირდება, ცხადაძემ სრულად რომ მოითხოვოს კომპენსაცია, რომელიც კონტრაქტის თანახმად ეკუთვნის.

აქამდე ვიცოდით, რომ ფედერაცია აპირებდა გარკვეული კომპენსაციის გადახდას და ამის თაობაზე მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებებიც უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ფედერაცია ცხადაძისთვის ერთი თეთრის გადახდასაც არ აპირებს. ეს ერთ-ერთი შეხვედრისას ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა გვითხრა.

ცხადია, ამგვარი ნაბიჯი სიტუაციას კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს და არ არის გამორიცხული, საქმე სასამართლოშიც გაირჩეს.

ამავე დროს, ისიც ნათელია, რომ ქვეყნის მთავარ საფეხბურთო უწყებას მძიმე ტვირთად დააწვება ცხადაძის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, მაგრამ საქმე იქითკენ მიდის, რომ ცხადაძე მაინც სრულად მოითხოვს კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებას.

და რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციამ? რა და, ორ კურდღელს უნდა სდიოს. ჯერ ერთი, მოსაძებნია ნაკრების ახალი, კვალიფიციური მწვრთნელი, რომელსაც კონკრეტული თანხა უნდა შესთავაზო და თუ დაითანხმე, მერე უნდა უხადო კიდეც. ამასთან ერთად, გასასტუმრებელი იქნება ცხადაძის კომპენსაციაც.

მოკლედ, ეს თემა ფეხბურთის ფედერაციისთვის ჯერ მაინც დილემაა და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ ამან ქართული ფეხბურთის მომავალს უარყოფითი კვალი არ დაამჩნიოს.

ცხადია, კარგია, რომ სახელმწიფოსთან ერთად ფეხბურთის ფედერაციამ საკლუბო ფეხბურთის განვითარების მართლაც რომ რევოლუციური პროექტი შეიმუშავა, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სულ მალე ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს.

ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი, ამის გარჩევა შორს წაგვიყვანს. ერთი კი უნდა დავწეროთ - მას შემდეგ, რაც ფეხბურთის განვითარების პროექტი უკვე დაიდო და საზოგადოებასაც წარუდგინეს, ახლა მისი მთავარი საზრუნავი ეროვნულ ნაკრებში არსებული სიტუაციის დალაგება უნდა იყოს.

ჩვენი შესარჩევი ჯგუფი ისეთია, რომ წარმატების საღერღელს აგიშლის კაცს. თუ ეროვნულ გუნდში სიტუაცია არ დალაგდა, ისე რაიმე ღირებულ შედეგზე ფიქრი წარმოუდგენელია.

დიახ, ჯგუფი თანაბარია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს შეუძლია, ამ ჯგუფში არ იყოს ხელწამოსაკრავი მეტოქე. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ პირობით, თუ გუნდში ჯანსაღი სიტუაცია იქნება.

ამ დროისთვის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი უცხოელი სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ფედერაციაში. ის კია, რომ ჩვენს ნაკრებთან შეწყობა ყველა მწვრთნელს როდი შეუძლია და ესეც მეტად მნიშვნელოვანი საკითხია...

იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ეროვნულ გუნდს შესარჩევ ციკლში ჩართვა მშვიდ ვითარებაში მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 42 /
აქ ფულზე არ არის საუბარი აქ მიდგომაზეა ლაპარაკი კაცს ეს თანხა შესთავაზეს სწორი იყო არ იყო ბევრი იყო თუ ცოტა თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა მოთხოვონ თუნდაც ფედერაციის ძველ შემადგენლობას და არა დაქირავებულ მწვრთნელს რომლის საქმე მხოლოდ გუნდის მომზადებაა
რო მიადგნენ და ხელპასი უნდა შეგიმციროთო ეგრე სადაა მითუმეტეს კაცმა თქვა რომ დავიკლებ 25 % რა მნიშვნელობა აქვს რამდენია ხელფასის ოდენობა რა პირველად გაიგეთ რომ მწვრთნელს მაღალი ხელფასი აქვს
ასე რომ ცხადაძემ უნდა მიმართოს სასამართლოს და თავისი კუთვნილი თანხა უნდა მიიღოს და ვიღაცას უნდა მოხვდოს ცხვირში თავისი უპასუხისგებლო საქციელისთვის და აქ 160 ლარიანი პენსიებით სპეკულირება უსაფუძვლოა რაც ეკუთვნის ის უნდა მიიღოს და დაისაჯოს თუნდაც ფეხბურთის ფედერაცია მით რომ ორი ხელფასი იხადოს როგორც ძველ მწვრთნელს ისე ახალს და მეორედ ან კონტრაქტს შეადგენენ ნორმალურად ან კეთილს ინებებენ და შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას
Mamukasolo
19 თებერვალი 2016 15:11
0
გენაცვალე ქართველობაში -77. ხალხს არ უგდებენ ყურს ეს "მამულიშვილი" -ჩინოვნიკები ,მუქთად,ქართული ეროვნული ინტერესების იგნორირებით,ოღონდაც მე,"ჩემს ოჯახ" მილხინდესო და უფრო გაურჯელად მცდელობით,მუქთად ,ქვეყნისთვის მავნედ,ვერ შეგნებით უძველესი ქართული ანდაზი არსისა,რომ "მხოლოდ შენი კერიის მოცოცხვით საერთო სადარბაზოს დაულაგებლად,მიუღწეველია სისუფთავე", -ხალხური," ."მავანსა, ნუთუ მამულისშვილად ნაზარდსა"?- "უზადოდ ეშმაკურად" -აკაკი,მცდელობებითი ხრიკებით ნაშოვნი ფულები აქვთ ფრორიტეტად და "სამკვდრო-სასიცოცხლო"ბრძოლას მარტო ფულისთვის იწყებენ,თუმცა "აქაც რომ ვერ ვარგიან ჭკუით?,ლაჩრულად იქცევიან ხალხის ეროვნული სიძლიერის აზრი შემდგომი ქმედებით ერთობლივად გააზრებულისა, ფეხებს ჰკიდიათ ძალაუფლების მფლობელთ ვითომა,სინამდვილეში კი ფუყე,დროებით სიძლიერეს ამოფარებულები,იხრწნებიან ადამიანურადა-ილია,იგივე სიყუაციაა შექმნილი ფშუტე მმართველთა" მიერ,....ყველგან ....საგარეო და საშინაო ფოლიტიკაშიც,გზა!ახალგაზრდა ევროფულად მაფიქრალ არაკორუმფირებულ ქართველებს, ფრიორიტეტით ქვეყნის სიყვარულისა, შვილების,საუკუნებრივი ქართული ეროვნული ფასეულობების სფუძვლებით, სწავლით, აღზდით,შემგომ ყველაფერი დანარჩენი ფასეულობებით,ოჯახის კომფორტულად მატერიალური უზრუნველყოფით დაწყებულიდან .... .ნებისმიერი ქვეყნის სიძლიერე,ხალხის გაგონების და მისი ნება სურვილის თანამიმდევრულად შესრულებაშია,ძალაუფლებაში მყოფთა მიერ,ოღონდაც ხალხისმიერვე არჩეულთა.ქართველო-77,საქმით ვიქნებით ძლიერნი და არა სიტყვით,თუმცა ხალხის სიტყვის გაგონებაც რომ არ სურთ,ნუთუ მართლა უსწავლელთ?,ამავე ხალხისა მ ს ა ხ უ რ თ ,"მეფურ თანამდებობებზე" დროებით მოკალათებულებს და თავის ჩინოვნიკურ წარმოდგენაში "ბაყბაყ დევებსა",ეროვნული ნებისა და სურვილის უტიფრად, და რატომღაც კანონის მიერ დაუსჯელად,ნუთუ ჯერ ჯერობით ვერ შემდგარი თავის-ხალხის ნების უფალი ქვეყნისა? , იგნორირებით
M Z -Euroрe
19 თებერვალი 2016 15:05
0
კობი დააიმედა კალაძემ მე მოგიყვანე და ვინაა ცხადაძე ვინ რა უნდა გაგვიბედოსო

იმ ცენზურაჩიკამ კიდე მე ვარ და ჩემი ამბავიო ბიძOს კაცს ვინ რა უნდა გაუბედოსო.

არა ახალი სპორტის მინისტრი რო მოვიდეს და არ მომწონს ეგ კონტრაქტი და ახლებურად უნდა იყოსო და ხელახლა უნდა გაწყვიტონ?
giga
19 თებერვალი 2016 14:09
0
xalxo modi mitingi movawyot ro cxadadzes tveshi asi atasebi uxados federaciam!!!! nutu meti saqme araferi gaqvt rom cxadadzis fulistvis nervebs ishlit, gadawyvitos sasamartlom mere ra moxda mand gamochdeba tu martalia cxadadze fuls misxemen tu arada cxadadzis maxinaciebi da sxvebisac gamochndeba, xolo nakrebi cxadadzeze uketesi mwvrtnelis fareshe mainc ar darcheba
"50 000 ar yofnis turme bichs"


xaxs
19 თებერვალი 2016 13:52
0
ძალიან ცუდი იყო, რომ ცხადაძე გაუშვეს, არანაირ ლოგიკაში არ იჯდა (თუმცა ჯერ ისევ პოსტზეა, მარა არა მგონია ფედერაცია კომპრომისზე წავიდეს ეს მაგრად ,,უტყდებათ" ამათ ასე ჩანს) და თუ ბოლომდე ,,გადაგდებას" უპირებენ ეს მთლად დააფრთხობს ისედაც ფეხბურთზე გულაცრუებულ ინვესტორებს და თან ახლა როდესაც ახალი გეგმა შეიმუშავეს და 5 წელიწადში უნდათ რომ კლუბები კერძო პირების ხელში გადაიყვანონ.
irakli apkhaidze
19 თებერვალი 2016 13:52
0
ცხადაზე არ უნდა აერცია წინა პედერაციას რა მოუგო გერმანიას და პოლონეტს ეხლა უნდა არცეულიყო მწრტვნელი ახალი პედერაციის ხელსი პული წინა პედერაციამ გადაუხადოს ბევრი წამეს იმგენმა იზახიტ გუნდი დალადაო რა გუნდი დალაგა რა ანგარისიტ წავაგეტ მე მისი ჯინი კიარ მაქვს უბრალოდ პეხბურტელები ვერ უწევენ კარგ გინდებს წინაამდეგობას
gutaisi
19 თებერვალი 2016 13:48
0
მე მგონი საქართველო აზიის საკვალიფიკაციო ჯგუფში უნდა თამაშობდეს. ასეთი რამეები ირანში და უზბეკეთში ხდბეა. საბოლოოდ ეს აზიანებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმიჯს ევროპის ფეხბურთის მაღალ წრეებში. მერე რომელი უცხოელი მწვრთნელი იქნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი? თუ მართლა გადაუხვიეს ევროპაში არსებულ ნორმებს, მაშინ დაჯარიმდება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ფეხბურთი და პირადად ფეხბურთელები, რომლებიც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებენ. მერე კიდევ ქართველი გულშემატკივრები არიან ცოდვები, რატომ უნდა სდიოს ქართველმა კაცმა მესის და რონალდოს, სად არიან ქართველი ჩივაზეები, შენგელიები, მესხები, დარასელიები. ქართველი კაცი ბარსელონას რატომ უნდა ბალლესჩიკობდეს? სადაა სიონი, ბათუმი, გორის დილა, გურია? თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო?
თუ ეს ინფორმაცია მართალია:
19 თებერვალი 2016 13:42
0
კობიაშვილი ზედმეტად ამბიციურია, თანაც გამოუცდელი, არანაირი მართვა და ადმინისტრირება არ იცის. მწვანე მოედნიდან პირდაპირ სავარძელში მოხვდა. ან თვითონ უნდა ქონოდა ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა(რაც საერტოდ არ გააჩნია), ან ისეთ გუნდატან ერტად უნდა მოსულიყო, ვინც პროფესიონალიცაა, გამოცდილიც და წესიერიც. არც ეს ცანს. შედეგი სახეზეა, კობიაშვილი ცხადაძესთან მშრალი ანგარიშით დამარცხდა(იურიდიულადაც, კაცურადაც). ერთადერთი შანსი, სახე რომ შეინარჩუნოს, უფრო ნაკლებხელფასიანი მწვრთნელის დანიშვნა და შესარცევი ჯგუფიდან ნაკრების გასვლაა. ნებისმიერი სხვა შედეგით კობიაშვილი ბოლომდე გამტყუნდება. გამოვა, რომ მთელი ეს "სპექტაკლი" მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის დადგა.
რას ქვია კომპენსაციას არ გადაიხდიან. მაღაზიის გამყიდველი ხომ არ ყავდათ დაქირავებული(მასაც უნდა პატივი სცენ). ამას შეიძლება საერთაშორისო სკანდალი მოყვეს.
ლევანი
19 თებერვალი 2016 13:40
0
რა სასაცილოა. ამ ხალხს გონია ქართული ფეხბურთის პრობლემა ცხადაძით გადაწყდება. მეტი არ არის ჩემო მტერი.
ეხლა გავიხსენოთ რაც იყო. ქეცბაიას შემდეგ ცხადაძემ ფაქტიურად არ აცადა არავის და დაიწყო მოლაპარაკებები ფედერაციასთან. კონკურსი არ ყოფილა (გახსოვთ ალბათ მისი ნახევრად საიდუმლო მოლაპარაკებები). მეორე-6 თვე უხელფასოდ იმიტომ მუშაობდა რომ იგივე დროს ბაქოს ინტერის ტრენერი იყო და ამას საზოგადოება არ მიიღებდა (ეს შეთავაზება თვითონ გააკთა). დარწმუნებული ვარ მან უკვე იცოდა იმ პრობლემების შესახებ რაც ინტერის მფლობელს ელოდა. მაგალითად ხელფასებს უკვე ვეღარ არიგებდნენ. (ის კაცი ეხლა ციხეშია). ანუ ცხადაძემ სამუშაო იშოვა. მესამე ის მოურიგდა 100 ათასზე (სუფთა) თვეში ანუ მილიონ 200 წელიწადში, უამრავი დამეთანხმება იმაში რომ აქ ან დომენტა ან რეზი წილში იჯდნენ. თუ ქეცბას დროს იჯდნენ წილში, ცხადაძეს რატო არ ჩაუჯდებოდნენ, რა წითელი კოჭია?
ცოტა ამ კუთხითაც იფიქრეთ.
hahaha
19 თებერვალი 2016 13:24
0
aq chvens komentarebs memgoni chvengarda aravin kitxulobs.aserom chven gulshematkivarma tuar viaqtiuret araperi gamova.tqvit movgrovdet da ratqmaunda kanonis parglabshi movawyot mitingi tu raqvia rom davanaxot amunamusoebs rom qartuli pexburti chvenia mteli eris...
77
19 თებერვალი 2016 12:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული