შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტა და ახალი მწვრთნელის დანიშვნა გადაწყვიტა, რომლის ვინაობაც აქამდე უცნობია. კონტრაქტი დღემდე არ გაწყვეტილა არც მოქმედ მწვრთნელთან...
ამ ყველაფრის პარალელურად, აზერბაიჯანული მედია აქტიურად წერს, თითქოს ცხადაძე უკვე მართავს მოლაპარაკებებს ამ ქვეყნის გუნდებთან...
ამასთან დაკავშირებით ცხადაძემ Sportall.ge-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
"ეროვნულ ნაკრებში ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ჯერ არაფერია და რომ არ მოგატყუოთ, არც ვიცი რა იქნება მომავალში.
- ცხადაძე იყო რუსეთის ნაკრებზე რომ უარი თქვა (განსხვავებით სალენკოს, რადჩენკოს, ონოპკოს და ნიკიფოროვისაგან, თეთრაძისა და ცვეიბასგან, რომლებიც მსოფლიოზე წასვლის პერსპექტივამ მოხიბლა) და საქართველოს ნაკრებს თავისი ფულით შეუძინა სატამაშო ფორმა
- ცხადაძე იყო 28 წლის ასაკში ,,ჩორნი ხოდებით" რომ ჩამოაშორეს ნაკრებს, ფორმის პიკში მყოფი კაპიტანი, გუნდის ყოჩი
- და ცხადაძეა დღეს რომელმაც ნაკრები გზაზე დააყენა, ერთ მუშტად შეკრა (ამას ფეხბურთელები ამბობენ თვითონ, რაც მანამდე არასდროს უთქვამთ) რომ სამარცხვინოდ აგდებენ ნაკრებიდან და თან უკიჟინებენ როგორ არ იწვის სირცხვილით კუთვნილ ხელფასს, რომ ითხოვსო, ეს ამფსონიო...
პარადოქსების ყქვეყანა ვართ...
ფეხბურთის განვითარების პროექტი დამტკიცდა, რაც საბოლოო ჯამში კლუბების გაძლიერების გზით ნაკრების წარმატებებისთვისაა შექმნილი და ამის პარალელურად ნაკრებში (რომელიც დალაგდა წინა პერიოდისგან განსხვავებით) არეულობა შეგვაქვს.
–ზემოთ ჩამოთვლილს არ აქვს დიდი მნიშვნელობა და არც შეკითხვას...თუ წარმოგიიდგენიათ მილიონობით ქართველისთვის რა თანხაა 120ათასი თვეში?და რატომ მიგაჩნიათ ,რომ მილიონობით ქართველზე მაღლა ხართ და გაცილებით მეტი გეკუთვნით?ხოლო თუ მიგაჩნიათ ,რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ძალიან მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს,მაშინ გაეცანით მუნდილაზე გასული ნაკრებების მწვრთნელთა ხელფასებს,შეადარეთ ნაკრებების დონე,ქვეყნების ეკონომიკა,ბიუჯეტი...