კახა ცხადაძე: არ ვიცი რა იქნება...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, თუმცა ნაკრები ჯერაც უმწვრთნელოდაა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტა და ახალი მწვრთნელის დანიშვნა გადაწყვიტა, რომლის ვინაობაც აქამდე უცნობია. კონტრაქტი დღემდე არ გაწყვეტილა არც მოქმედ მწვრთნელთან...

ამ ყველაფრის პარალელურად, აზერბაიჯანული მედია აქტიურად წერს, თითქოს ცხადაძე უკვე მართავს მოლაპარაკებებს ამ ქვეყნის გუნდებთან...

ამასთან დაკავშირებით ცხადაძემ Sportall.ge-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ეროვნულ ნაკრებში ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ჯერ არაფერია და რომ არ მოგატყუოთ, არც ვიცი რა იქნება მომავალში.
რაც შეეხება ჩემს შესაძლო დაბრუნებაზე აზერბაიჯანში, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია - პირადად მე არავინ დამკავშირებია და კონკრეტული შემოთავაზებით არავის მოუმართავს", - გვითხრა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ღატაკი ქვეყნის ხათრით დათანხმდებით ხელფასის დაკლებას? თუ მუშაობთ რომელიმე..
ანდრი
08 მარტი 2016 13:52
0
კობის იმდენი კარგი თამაში და იმდენი სიხარულიაქ პირადად ჩემთვის მონიჭებული მისი თამაშით, რომ ცხადაძესნაირი ამფსონები ვერაფრით გადაჩრდილავენ მის ღვაწლს და თავგამოდებით თამაშს. მიდი კობი მე შენს გვერდით ვარ!!!!
კობი მიდი მიაწექი
08 მარტი 2016 12:59
0
..რომ არ გამოგეჩინა და აგეღო ის საკმაოდ მაღალი ხელფასი არ იქნებოდი ეხლა ასეთ პოზაში.
დათა
08 მარტი 2016 11:59
0
–შედეგი ,,ჩვენებური,,(ქართული)დაპირისპირების, ღვარძლის,ბოღმის,ნეპოტიზმის...
–არ შეგვიძლია ცივილიზებულად დიალოგის წარმართვა,საწინააღდეგო მოსაზრების გათვალისწინება,კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება..
–ფაქტში მივიღეთ,რომ დღეს ნაკრებს მწვრტნელი არ ყავს,მაგრამ ყოფილი მწვრთნელი იღებს ღატაკ ქვეყანაში მილიონობით ლარს,თითქოს ნაკრებმა უკვე დაგლიჯა მეტოქეები და ერთ ნაბიჯშია მსოფლიო ჩემპიონობასთან...
ზაზა
08 მარტი 2016 11:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული