51 წლის სპეციალისტს ფედერაცია ოფიციალურად, ხვალ, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე წარადგენს.
ვაისს, რომელსაც საფეხბურთო კარიერაში ჩეხოსლოვაკიისა (1988-1990) და სლოვაკეთის (1993-1995) ეროვნული გუნდების ღირსება დაუცვია, მწვრთნელად "არტმედია პეტრჟალკა", ბრატისლავის "სლოვანი", რუსული "სატურნი" და ყაზახური "ქაირათი" გაუწვრთნია. 2008-2012 წლებში ის სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2010 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა და ჯგუფში იტალია და
ვაისი კლუბებიდან ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში, "არტმედიაში" მუშაობდა. 2005/06 წლების სეზონში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
ვაისის ბოლო სამუშაო ადგილი "ქაირათი" იყო, რომელსაც 2012 წლიდან 2015 წლის ნოემბრამდე თავკაცობდა. გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონატში სამჯერ დაიკავა ადგილი საპრიზო სამეულში, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიგო. ამასთან, "ქაირათმა" ისტორიაში პირველად, 2014/15 წლების სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლოს კახა ცხადაძე წვრთნიდა, რომელთანაც სფფ-ის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგები ქართველი მწვრთნელების ხელში ჰქონდა!
თავად მწვრთნელი იმედს აჩენს, რომ გუნდს კარგი მომავალი ექნება.