საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
როგორ sportall.ge-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სანდო წყაროდან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწრთნელად სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნება.

51 წლის სპეციალისტს ფედერაცია ოფიციალურად, ხვალ, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ვაისს, რომელსაც საფეხბურთო კარიერაში ჩეხოსლოვაკიისა (1988-1990) და სლოვაკეთის (1993-1995) ეროვნული გუნდების ღირსება დაუცვია, მწვრთნელად "არტმედია პეტრჟალკა", ბრატისლავის "სლოვანი", რუსული "სატურნი" და ყაზახური "ქაირათი" გაუწვრთნია. 2008-2012 წლებში ის სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2010 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა და ჯგუფში იტალია და
ახალი ზელანდია ჩატოვა და პარაგვაისთან ერთად 1/8-ფინალში გავიდა. 

ვაისი კლუბებიდან ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში, "არტმედიაში" მუშაობდა. 2005/06 წლების სეზონში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

ვაისის ბოლო სამუშაო ადგილი "ქაირათი" იყო, რომელსაც 2012 წლიდან 2015 წლის ნოემბრამდე თავკაცობდა. გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონატში სამჯერ დაიკავა ადგილი საპრიზო სამეულში, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიგო. ამასთან, "ქაირათმა" ისტორიაში პირველად, 2014/15 წლების სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლოს კახა ცხადაძე წვრთნიდა, რომელთანაც სფფ-ის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ვაი თქვენს პატრონს
Martla
14 მარტი 2016 23:40
0
ხელფასი რამდენი ექნება?
dato
14 მარტი 2016 12:04
0
მართალია არ ჩანს ცუდი მწვრთნელი სახეზე
vito
14 მარტი 2016 09:54
0
ტოპმელერი და კუპერი გახსოვთ? რა გააკეთეს ნაკრებისთვის? მათი ხელმძღვანელობით გუნდის მიღწევა იყო 0-ის ტოლი,მაგრამ ფულის გათეთრებაში კი უმაღლესი ბალი...
13
14 მარტი 2016 09:52
0
კი მაგრამ ეს ... ხომ უკვე დიდი ხანია გავიარეთ? ვპროგრესირდით ქეცბაიამდე და ქეცბაიადან ცხადაძემდე, ეხლა ისევ იგივე .. და შეზღუდული გრუზინული აზროვნება - უცხოელი უნდა ჩამოვიყვანოთ.. 90 იანები ბრუნდება? უცხოელი ვითომ მწვრთნელების ... და მერე იმათი ტურისტული კომენტარები და ა.შ. ეს .. სიტუაციები ხო ყელში მაქვს, წარმოუდგენელია კატასტროფაა, რაღაც საშინელებაა, როგორ შეიძლება სკოლა დაამთავრო და ისევ მეხუთე კლასში დაგსვან ოღონდ მართლა, ასეთი საშინელება და სახეში შეფურთხებაა გულშემატკივრისთვის ამ უცხოელი ... ჩამოყვანა, როგორი ... იყო რომ ეს გააკეთოსხედან ფედერაციაში
dardubala
14 მარტი 2016 09:08
0
მისაღები კანდიდატურაა. ისტორია ცუდი არა აქვს თუ ანაზღაურების ჩვანს პირობებს თანხმდება .მით უკეთესი.
მირიანი
14 მარტი 2016 07:51
1
უის გავეყარეთ და ვაისს შევეყარეთ?:)
ჯონი
14 მარტი 2016 03:38
0
ვუსამძიმრებ, ამ ნაკრების მერე აღარავინ აიყვანს ტრენერად
თამაზა
14 მარტი 2016 03:36
0
Vიიიიიიინ???
Retro
14 მარტი 2016 02:17
0
ჰა?
ha
14 მარტი 2016 01:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული