51 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.
- ახალი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი - მისწრება საქართველოს ნაკრებისთვის?
- "პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს ექნება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი"
- სფფ-მ ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია
- "პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს ექნება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი"
- სფფ-მ ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია
ვლადიმირ ვაისი:
"როცა უცხოელი იბარებს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და
როცა ლევანისგან შემოთავაზება მივიღე, ეს დიდ გამოწვევად აღვიქვი. საქართველოს ნაკრებში დიდ პოტენციალს ვხედავ, ეს კი მნიშვნელოვანია. გულშემატკივრების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და არ მინდა, ვინმეს შევპირდე, რომ დიდ შედეგებს მალევე მივაღწევთ. სათანადო შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ.
მწვრთნელის კარიერაში ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. აქ ყოფნა დიდი ხნით მსურს. მინდა შედეგს მივაღწიო და იმასაც, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში ჩამოსვლა უხაროდეთ, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება იყოს გულშემატკივრისგან, მედიისგან... ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ!
ჩემს სიაში ბევრი ფეხბურთელია თბილისის "დინამოდან". ამიტომ უშუალო კონტაქტი მექნება ამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან.
სათამაშო სტილს რც შეეხება, ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ: ან 4-2-3-1, ან 4-3-3 ტაქტიკით. შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, თუმცა, თქვენც დამეთანხმებით, რომ გერმანიის დონის გუნდებთან მხოლოდ შეტევაზე ვერ ვიფიქრებთ.
ამასთან, ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ ყაზახეთთან თამაში არა "ლოკომოტივზე", არამედ "დინამო არენაზე" ჩატარდეს".
სფფ-ის გენმდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველო-ყაზახეთის მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.