"პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს ექნება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი"

AutoSharing Option
დღეს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარადგინა.

51 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

ლევან კობიაშვილი:

"წარმოგიდგენთ ჩვენი ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს. მოგახსენებთ, თუ რატომ შევაჩერეთ არჩევანი ვაისზე.

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენი მოლაპარაკებები თვენახევარი მიმდინარეობდა. რამდენიმეჯერ შევხვდით, მომავალზე, თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. ბოლო შეხვედრა თბილისში შედგა და
ვაისმა ნახა, რასთან ექნებოდა საქმე, სად იმუშავებდა და ა.შ.

ჩვენი პირველი ამოცანა და მიზანი იყო, გვენახა ისეთი მწვრთნელი, რომელსაც სანაკრებო დონეზე ექნებოდა მუშაობის გამოცდილება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნაკრებში ინიშნება კანდიდატურა, რომელსაც სანაკრებო დონეზე დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, მას საკლუბო დონეზეც აქვს წარმატება. 

ხელშეკრულება არის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე. აქაც პირველად ხდება, როცა ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ექნება ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი.

ბედნიერები ვართ, რომ მივაღწიეთ ხელშეკრულების გაფორმებას ვაისთან. მასთან არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა აქცენტი ფინანსებზე - მთავარი იყო მომავალი, ერთად მუშაობა, რა პოლიტიკა გვქონდა და ა.შ. ასევე უნდა ითქვას, რომ ამ თვენახევრის მანძილზე მას ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს ფეხბურთელებზე.

ყოფილ მწვრთნელთან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გავწყვიტეთ. მსურს მადლობა გადავუხადო მას და წარმატებები ვუსურვო სამომავლოდ".
მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომაა საიდუმლო ვაისის ხელფასი,როცა ცხადაძის ხელფასი არ იყო საიდუმლო?რამდენია ეს ფიქსირებული ხელფასი?იქნებ გვატყუებ და ცხადასძეზე მეტი დაუნიშნე?არ გვაქ უფლება ვიცოდეთ რამდენის ეკონომია გააკეთე?
მერა
14 მარტი 2016 23:49
0
გამაგიჯებტ ხალხო, ფული გაინტერესებტ ტუ-ნაკრები?
kaxeli papa
14 მარტი 2016 23:09
0
კობიაშვილო,დაასახელე ხელფასის ოდენობა!რადგან მალავთ ესეიგი ცხადაძეზე მეტი ან დაახლოებით იგივე დაუნიშნეთ...საცოდავი საქართველო თქვენს ხელში!!!
a talanti
14 მარტი 2016 22:08
0
რატომ მალავთ ციფრებს?
რატომ გაუშვით კახა?
რა,გერმანიასთან ვაისი მოიგებდა?
Zaza
14 მარტი 2016 19:59
0
ცხადაძეზე უფრო მაღალი დონის მწვრთნელი ნაღდათაა ვაისი მაგრამ არამგონია ამ ნაკრებს რამე უშველოს უახლოეს 2 წელიწადში.ისე წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებთან ერთად.
qutaiseli
14 მარტი 2016 19:51
0
თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავათ,მგონი,რომ შეცდომაა ამ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა. p.s.გულით გამიხარდება თუ შევცდი.
sake
14 მარტი 2016 19:18
0
მართლაც ძალინ კარგია და იმედის მომცემი, რომ ნაკრების მწვრთნელს ექნება ნაკრებში მუშაობის გამოცდილება. დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად ახდება ქართული ფებურთის ნამდვილი ქომაგების ოცნება.
gizog
14 მარტი 2016 17:11
0
რატო დაასახელებენ ტავისი საქმეა რასაც მისცემენ ცხადაძე გაგირებაზე არ წავიდა უფრო მეტს ხარჯავენ რა ენაგვლებათ გვაბრმავებენ
tato
14 მარტი 2016 15:41
0
როცა წინა მწვრთნელს ხელფასის გამო უშვებ, ახალს რამდენს უნიშნავ აუცილებლად უნდა თქვა.
ika
14 მარტი 2016 15:39
0
რამდენია და ცხადაძეზე ცოტა მეტი.ბევრი არა ცოტა.
NMN789
14 მარტი 2016 15:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული