თემურ ქეცბაია ნაკრებს სრული შემადგენლობით ხვალ შეკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, 9 თებერვალს კვიპროსში სომხეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო.

საქართველოს ნაკრები ქალაქ ლიმასოლში, სასტუმრო "პოსეიდონ ბიჩში" დაბინავდა, სადაც იცხოვრებს სომხეთის ეროვნული გუნდიც.

კვირას 18:00 საათზე საქართველოს ნაკრებმა 9 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ქეცბაიას განკარგულებაში იყვნენ: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, გოგიტა გოგუა, ლაშა სალუქვაძე, ჯაბა კანკავა, მათე ვაწაძე და ლევან კაკუბავა.

წუხელ გუნდს შეუერთდნენ ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი მერებაშვილი, მურთაზ დაუშვილი, ალეკო ამისულაშვილი და დავით კვირკველია.

სამწუხაროდ, ჩვენ გუნდს ვერ დაეხმარება ლადო დვალიშვილი, რომელმაც ისრაელის უმაღლეს ლიგაში კარგი სტარტის მიუხედავად, დასანანი ტრამვა მიიღო და სანაკრებო შეკრებაზე მისი დასწრება გამოირიცხა.

თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ყოველდღე, თბილისის დროით 18:00 საათზე, ერთჯერადად ივარჯიშებს.

სრული შემადგენლობით საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალისთვის შეიკრიბება.

ოთხშაბათის მატჩისთვის საქართველოს სრული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი);
მცველები: ლაშა სალუქვაძე ("ვოლგა", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ალეკო ამისულაშვილი ("კაისერისპორი", თურქეთი), აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი", რუმინეთი), ლევან კაკუბავა ("დინამო" თბილისი), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი", ინგლისი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), სანდრო გურული ("კარპატი", უკრაინა), გოგიტა გოგუა ("ვოლგა", რუსეთი), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია);
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), მათე ვაწაძე ("ვოლგა", რუსეთი), დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი).

კვიპროსში უკვე ჩაფრინდა სომხეთის ნაკრებიც. აღსანიშნავია, რომ აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ჩვენი მეტოქეთა თვითმფრინავი "ევარტნოცის" აეროპორტში დაბრუნდა, რადგან ჰაერში ტექნიკური პრობლემები შეექმნა.


მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული