[ოთხშაბათის საკითხავი] ვაისს შევეყარეთ, ვაის არ უნდა შევეყაროთ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სლოვაკი ვლადიმირ ვაისი. ეროვნული გუნდის ყოველ ახალ დამრიგებელს ოპტიმიზმით ვეგებებით და ამ მხრივ, ნურც სლოვაკს დავჩაგრავთ, თუმცა დრომ გვასწავლა, რომ ამ ოპტიმიზმშიც მოზომილნი უნდა ვიყოთ, არც ფიქრი უნდა გაგვექცეს შორს და არც კალამი...

პირველი
რა მენიშნა უპირველეს ყოვლისა სლოვაკი სპეციალისტის კარიერაში? საქართველოს ნაკრებს ჰყოლია ბევრი მწვრთნელი, მაგრამ სლოვაკი პირველია, ვინც ჩვენს ეროვნულ გუნდში სანაკრებო გამოცდილებით მოდის.

კი ბატონო, როცა საქართველოს ნაკრებში მოდიოდა, რევაზ ძოძუაშვილს უკვე მოეხდინა ხმაურიანი სენსაციები ლატვიის ნაკრებში და თვით საქართველოც
დაემარცხებინა, მაგრამ, თუნდაც დოკუმენტების მიხედვით, ძოძუაშვილი არ ყოფილა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი.

ასე რომ, ვლადიმირ ვაისი პირველია. იმედია, ეს გარემოება სლოვაკი სპეციალისტის მუშაობაში თავს საჩვენოდ იჩენს, თორემ საკლუბო დონეზე ვაისის წარმატებები და თუნდაც ის, რომ უსახელო "არტმედია" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, დიდი ვერაფერი ბედენაა.

რაღა შორს წავიდეთ, საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა - კაცი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა მწვრთნელის რანგში. როგორ დაასრულა გერმანელმა, ყველამ ვიცით. ჩვენ არ გვინდა, რომ ვაისმაც ასე დაასრულოს.

ვარსკვლავები არ სჭირდება?
თუ ვაისის სამწვრთნელო ბიოგრაფიას გადავხედავთ, ერთ ნიშანდობლივ მომენტს აუცილებლად აღმოვაჩენთ - მას შედეგის მისაღწევად არ სჭირდება ვარსკვლავები. ასე იყო "არტმედიაში". ამ გუნდმა ისე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მისი არც ერთი ფეხბურთელის გვარ-სახელი არ ვიცოდით მანამ, ვიდრე სლოვაკური კლუბი მისთვის ისტორიულ შედეგს დადებდა.

სლოვაკეთის ნაკრებსაც არ ჰყოლია ვარსკვლავები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ მაინც მოახერხა ჯგუფიდან გასვლა და ამ ჯგუფში ვარსკვლავებით თავმომწონე იტალია ჩატოვა. სლოვაკეთს მაშინ ჰყავდა ბევრი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ვარსკვლავები არ ჰყოლია.

ეს თვისება ვაისს აუცილებლად დასჭირდება საქართველოს ნაკრებში. დრო იყო, ვარსკვლავები გვყავდა, ახლა აღარ გვყავს. არადა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენ ასეთებს შევხვდებით. მართალია, ჩვენს ჯგუფში არ არის გრანდი, მაგრამ ავსტრიას ჰყავს დავიდ ალაბა, უელსს - გარეთ ბეილი, ნახევარი სერბეთი კი ვარსკვლავებია...

საშინაო მწვრთნელი ხომ არ არის?
ვაისი ძალიან წარმატებული მწვრთნელია სლოვაკეთის მასშტაბით. ნაკრებსა და "არტმედიაში" მის მოღვაწეობას უკვე შევეხეთ. წარმატებული იყო ის ბრატისლავის "სლოვანშიც", რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მუშაობას, იმავეს თქმა ჭირს. მას არაფერი გამოუვიდა რამენსკოეს "სატურნში", თუმცა ეს მთლად გასაკვირი არ არის. "სატურნში" ფული კი ჩაიდო, მაგრამ თვით რუსებიც კი აღიარებდნენ, რომ ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მიზნების გამო შექმნილი კლუბი. დღეს ეს გუნდი საერთოდ აღარ არსებობს.

ბოლოს იყო ყაზახური "ქაირათი". ამ კლუბთან ერთად ვაისს ტიტულები არ მოჰკლებია, მაგრამ მან მაინც ვერ შეძლო მთავარი - ყაზახური ფეხბურთის გრანდი ქვეყნის ჩემპიონი ვერ გახადა.

ფეხბურთს უყვარს პარადოქსები. ვაისი "ქაირათიდან" რომ წამოვიდა, ალმათური კლუბის ხელმძღვანელობა თბილისს ეწვია და კახა ცხადაძეს შესთავაზა სამსახური. ცხადაძემ მაშინ შორს დაიჭირა - ნაკრების მწვრთნელი ვარ და ჩემი გეგმები მხოლოდ საქართველოს უპირველეს გუნდს უკავშირდებაო...

ციფრები, ციფრები გვაინტერესებს...
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ცხადაძე... ციფრების გამო აღარ წვრთნის საქართველოს ნაკრებს. ვაისის პრესკონფერენციაზე სლოვაკი სპეციალისტის ხელფასზე ზოგადი ლაპარაკი კი იყო, მაგრამ ზუსტი ციფრები არ დასახელებულა.

არადა, უნდა დასახელდეს. საფეხბურთო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხის ეკონომია გაკეთდა ნაკრებიდან ცხადაძის დათხოვნით. საფეხბურთო საზოგადოება უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ მოარული ხმები ტყუილია და ცხადაძე იმიტომ არ დაუთხოვიათ, რომ "ამ ფედერაციის კაცი არ იყო".

მძიმე საჯილდაო ქვა
მთლიანობაში, ვაისი არ ჩანს ცუდი მწვრთნელი, მაგრამ ის განსაკუთრებით მძიმე გამოცდის წინაშე დგას. მე ასე ვფიქრობ - მას ჯერ არ გაუწვრთნია ისეთი "რთული" გუნდი, როგორიც საქართველოს ნაკრებია. ევროპულ წესრიგს ნაჩვევ ვაისს შეხება მოუწევს მისთვის აბსოლუტურად უცხო რეალობასთან. მან უნდა შექმნას ნაღდი გუნდი იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც:

* ცუდი გუნდების ძირითად შემადგენლობებში ვერ ხვდებიან და თავი ვარსკვლავები ჰგონიათ;
* ნორმალურ გუნდებში სათადარიგოთა სკამზე სხედან;
* საშუალო გუნდებში თამაშობენ და მეტის ამბიცია აქვთ, თუმცა ეს "მეტი" ჯერ არ ჩანს;
* თავიანთ კლუბებში საერთოდ არ თამაშობენ და ამ კლუბებისთვის თავი ჯერ ვერ დაუღწევიათ;
* და ყველა ამ ფეხბურთელს აერთიანებს ქართული ხასიათი, რომელსაც, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, საერთო არაფერი აქვს ევროპულთან.

ვაისის წარმატება ჩვენი წარმატებაა და ახლა მთელი საქართველო მისი ქომაგია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ის გვარიანად რთული მისიის წინაშე დგას...

რა გვინდა ჩვენ?
საქართველოს ნაკრებს დღეს ძალიან უჭირს კვალიფიციური ფეხბურთელები. ისინი ცოტანი არიან, თუმცა იმდენი კი მოიძებნება, რომ მომავალ შესარჩევში ბოლომდე ვიბრძოლოთ.

ვაისის რაც მომეწონა, ის არის, რომ იმთავითვე არ ააგო ოცნების ფუჭი კოშკები, თუმცა მაინც მეტი კონკრეტულობაა საჭირო. ზუსტად რა გვინდა მომავალ შესარჩევ ციკლში, ეს ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა უნდა გვითხრას...

კარგია, რომ ის ფულის საშოვნელად არ ჩამოსულა ჩვენში, მაგრამ ჩვენ შედეგი გვინდა. მით უმეტეს, ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ბევრი აკრიტიკებდა - რად დაისახე პროგრამა-მინიმუმად მესამე ადგილიო...

ჩვენ ვაისს უკვე შევეყარეთ და დიდი იმედი მაქვს, ვაის არ შევეყრებით!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
chemi azrit ar unda gaeshvat cxadadze magram tu mainc ushvebden daenishnat geguchadze magari mwrtvnelia
zura
19 მარტი 2016 01:43
0
(რაღა შორს წავიდეთ, საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა - კაცი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა )შე კაიკაცო სად ტოპ მიულერის მაშინდელი გუნდის შემადგენლობა და სად არტიმედია?! რაღაცას რო ამბობ ხომ უნდა დაფიქრდე რას ამბობ?
ვაი შენს პატრონს.
16 მარტი 2016 22:47
0
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული სულის ბოროტება, ბოღმა და უსინდისობა, გაუმაზღრობა და ღორობა.ცხადაზემ ზლივს მოაწესრიგა გუნდი და გაჩნდა ამ სუსთ ჯგუფში იმედი. მაგრამ ამ კობიაშვილ;მა რომელიც ორ ვირს 3 კლიოგრამ ქერსაც კი ვერ გაუყოფს ამავე განათლების ზმაკაცის კალაზის მეშვეობით პრეზიდენტობას მიაღწია.
sva
16 მარტი 2016 21:33
0
HM-ს ისე შენი აზრი მაინტერესებს ნაკრებში კაი მოლაპარაკე გინდა თუ მწვრთნელი? მოლაპარაკე პოლიტიკოსები გამზულდა ლამაზი საუბარი და დაპირება რო იციან და შენ რო ამბობ არც ესე ჭირს ცხადაძეს მგონი :D
ჩორნა
16 მარტი 2016 19:51
0
აცადეთ მუშაობა. ჯერ ფეხბურთლებს არ შეხვედრია და კრიტიკა დაიწყეთ
kakha
16 მარტი 2016 19:15
0
ეს ხოარ აშრიალებს ლაზარ მარკოვიჩი და მატიჩი ივანოვიჩი გადაწონის ჩვენ ნაკრებს სამწუხაროდ მთლიანობაში, უბრალოდ სერბებს სხვა პრობლემები აქვთ ნაკრების მხრივ არ დავკონკრეტდები. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს გაფარ: შემად: რევიშვილი,ლორია,მაკარიძე+ალავიძე--ლობჟანიძე,კაკაბაძე,კაშია,კვირკველია,ლ.დვ ალი,ნავალოვსკი,ამისულაშვილი,წიქარიძე(ტეპლიცე)გველესიანი,ხოჭოლავა ან გადრანი ჩერნომორეციდან-- კანკავა,ანანიძე,ყაზაიშვი ლი,ჭანტურია,ოქრიაშვილი,აბურჯანია,კვეკვესკირი,ყენია,არაბიძე,პაპუნაშვილი,კობახიძე ცინცაძე,მერებაშვილი,ჰუფნაგელი, დაუშვი ლი-მჭედლიძე,ებრალიძე,ვაწაძე,კაჭარავა,შე ყილაძე(ტუტოკუოიო 8 გოლი უკვე)გ.ქვილ ითაია. სამწუხაროდ აქედან გაცხრილვაც საკმაოდ შეიძლება მაგრამ ძირითადი საბაზისო ფეხბურთელები რომლებთანაც ვლადიმერ ვაისს მუშაობა მოუწევს ესენია. წარმატებები ვლადს ჩვენს ნაკრებთან ერთად
baggio
16 მარტი 2016 19:05
0
სერბეთი და საერთოდ ექს-იუგოსლავია ვარკვლავების სამჭედლო იყო და ახლაც გადახედეთ სერბეთის, ხორვატიის, ჩერნოგორიის, ბოსნიის ნაკრებებს და იმაზე მეტ ვარკვლავს და მაგარ ფეხბურთელს ნახავთ ვიდრე თუნდაც ინგლისს ჰყავს
levan
16 მარტი 2016 18:58
0
რა დაინახეთ ცუდი ამ სტატიაში .... რთულია ნამდვილად საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ფეხბურთელები არაპროფესიონალები არიან მწვრთნელი გუნდს არ იცნობს ნორმალურად წინა ფულის გამო გაუშვეს და ახლა არავინ არ ასაჯაროებს ფინანსურ დეტალებს რაც კითხვებს იწვევს ამის გარდა ვაისის შედეგებია შექებული მეტი რა წერია ამ სტატიაში და რას არ ეთანმებით ერთი? ))) ცოტა უფრო მეტ სიმკაცრეს ველით ჟურნალისტებო თქვენგან მოითხოვეთ კონტრაქტის გასაჯაროვება თუ არ აწყობს ეგ ხეჩიკას? )))
weiss umcrosi
16 მარტი 2016 18:51
0
soso-ს. არ გეწყინოს, მაგრამ გაგებაში არ ხარ. სერბეთს შეიძლება არ ყავს ნეიმარ, როლანდო, მესისა და სუარესის მსგავსი ვარსკვლავები, მაგრამ ყავს სხვა დონის ვარსკვლავები. რამოდენიმეს დაგისახელებ და შენ თვითონ გამოიტანე დასკვნა. 1. ივანოვიჩი და მატიჩი-ჩელსიდან, კოლაროვი მანჩესტერ სიტიდან, მაქსიმოვიჩი ტორინოდან, ტომოვიჩი ფიორენტინიდან და ა. შ. არარაფერს ვამბობ ინტერში, აიაქსში, კიევის დინამოში, ბენფიკაში და სხვა მოწინავე კლუბებში მოთამაშე სერბ ფეხბურთელებზე. ასე რომ..
zako
16 მარტი 2016 18:29
0
სოსო მატიჩი იცი? ივანოციჩი? მიტროვიჩი? კიდე გავაგრძელო?
nika
16 მარტი 2016 18:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული