ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისი სადებიუტო მატჩისთვის ამ ეტაპზე გუნდში 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ვაისი 21 წლამდე ნაკრებიდან სან მარინოსთან 23 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაიმატებს.

საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან სასტუმრო "ჰუალინგში" შეიკრიბება. სავარჯიშო პროცესს კი ჩვენი გუნდი თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სავარჯიშო მოედანზე გაივლის.

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი" რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო" ქუთაისი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი
("დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე ("დინამო თბილისი"), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი",ჰოლანდია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ქვილითაია ("დინამო თბილისი)

ვლადიმირ ვაისის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყაზახეთთან მატჩში "დინამო არენაზე" შედგება. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 29 მარტს, 21 საათზე ჩატარდება.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 35 /
ოქრიაშვილი არის დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელი. ნაკრების ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება. იმ თურქულ კლუბში ვერ ითამაშებს. არც ათამაშებენ.გააუქმებს ის გუნდი ხელშეკრულებას და ჩამოვა სახლში! აქ ნამდვილად არის მისი ადგილი!
არჩილ ხოფერია
19 მარტი 2016 19:32
0
მერებაშვილს და მაისურაძესაც ეკუთვნოდა გამოძახება სულ ძირითადში თამაშობენ კლუბში.
kika
19 მარტი 2016 19:30
0
მასე ყენიას რა უნდა ნაკრებში?!
999
19 მარტი 2016 19:04
0
amaswiniyo da vafshe archamoxvediiyavi da rac shecvlaze gaakete yvelam naxa.vinmem arifiqros oqriashvilze var acrili..me yvelaqartveli gulit miyvars,magram nakrebi marto burtisgoreba araa, (vegarc magasaxerxebs ukve)argamozaxebit an chkuasiswavlis an magaze martla oqrosbichebs radalevs...jurnalistebo tqvenunda tqvat mware simartle racaa..tore aq dawerils isev mevkitxulob..SIMARTLE MOITANS MXOLOD SHEDEGS....YVELAFERSHI DA YVELGAN
666
19 მარტი 2016 19:00
0
oqriashvili ristvis gamoizaxet?iniestas da riberis aruzaxian nakrebshi da oqriashvils izaxebt?an ristvis izaxebt?sadwavida da iqac xshirad ganacxadshic araa da raundaqnas nakrebshi?artqvat uketesi argvyavso.tundacimitjobia bevrirom bolomde tavsdeben tamashisas.
666
19 მარტი 2016 18:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული