რა უთხრა იურაი იარაბეკმა ვლადიმირ ვაისს? ნაკრების თავკაცი "დინამოს" ესტუმრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დიღმის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა, სადაც სლოვაკ სპეციალისტს მასპინძლობა გაუწიეს "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, კლუბის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვაისის თანამემამულე იურაი იარაბეკმა.

ვაისმა "დინამოს" საწვრთნელი ბაზა ორ სლოვაკ ასისტენტთან ერთად დაათვალიერა. ცხადია, ნაკრების თავკაცი იარაბეკისგან საყურადღებო ინფორმაციას მიიღებდა.

უახლოეს მომავალში ვაისი "დინამოს" აკადემიასაც მოინახულებს. რომან ფიფიამ კი აღნიშნა, რომ ყველანაირად დაეხმარება საქართველოს ნაკრებს, ოღონდ, ეგ არის, რომ სანამ "ბასაზე" ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ეროვნული გუნდი დიღომში ვერ გაივლის შეკრებას, რადგან იქ "დინამო"
ვარჯიშობს. "დახმარებაში" კი, ალბათ, მოიაზრება სპორტული მედიცინა, სავარჯიშო ინვენტარი და ასე შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
წარმატებას ვუსურვებ ვაისს და ნაკრებს! ეროვნულ ნაკრებს რომ მოსამზადებელ პირობებს ვერ შეუქმნი რა შედეგს ითხოვ? ამდენი წელია ბასა ვერ დაასრულეს! თფუი, და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას ვითხოვთ.
ჯონ ჯოლი
23 მარტი 2016 08:58
0
Ratomgac mgonia es kaci ragacas izavs...kargs ratqmaunda...
ubralod duru
23 მარტი 2016 02:11
0
აცალეთ ამ კაცს ჯერ ხელებიც არ დაუბანია და სუფრასთან მისვლამდე ნუ დაახრჩვეთ.
........
22 მარტი 2016 17:02
0
ეს ცინიზმი და ბოღმა რა სიამოვნებას განიჭებთ,მით უმეტეს დიდმარხვის პერიოდია.საინტერესოა,არ უნდა ჩამოეყვანათ ვაისი, იარაბეკი ან ფიფიასთან რა პრეტენზიები გაქვთ?თუკი ვინმე რაღაცას კარგს გააკეთებს შენი ქვეყნისთვის რატომ უნდა გასკდე გულზე-სინანულისკენ მოგიწოდებთ
vaxvax
22 მარტი 2016 16:37
0
რას გადაეკიდეთ ამ ფიფიას ორი კაცი იყო რგაცას რო აკეტებდა კოკაია და ფიფია ერთი მოკვეთეს მეორეს არ ასვენებენ.ჩემპიონატის ბომბარდის გამოდზახება მაინც ეკუთვნის დზირითადში დაყენებს თუარა.ვინც ცოტა აძროვნებს დამეთანხმება.ესერიოზულად ეკიდება საქმეს და უნდა აქურ ფეხბურთელბთენ მაქსიმუმი მიიგოს
lasha
22 მარტი 2016 16:14
0
მემგონი ფიფიამაც შეავსო მთავარი მწვრთნელის სახელფასო ფონდი..
SOLO
22 მარტი 2016 15:47
0
ვაისის შერჩევასა და ჩამოყვანაში ლომის წილი სწორედ ფიფიას აქვს, შესაბამისად, გარკვეულწილად გავლენასაც ფლობს.
ლევანი
22 მარტი 2016 14:55
0
ეს ფიფია ნაკრების დირექტორს გავს, დინამო ხომ დახუნძლა ევრო ტიტულებით და ახლა ნაკრებს დაეხმარება.
555
22 მარტი 2016 13:42
0
ბოღმებოოოოო გასკდით შურით :D დინამო იყო,არის და იქნება ქვეყნის სახე და პირველი გუნდი... სხვა დანარჩენი 123423 ხარისხოვანია...
1925
22 მარტი 2016 13:37
0
ქვილითაია დამევასა იმედია ძირითადში იქნება )))))
ika
22 მარტი 2016 13:37
0

სიახლეები პოპულარული