09:31 28-03-2016
საქართველოს ნაკრები: 90 წუთი "დინამო არენაზე" [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ნაკრები დღეს, 17:30 საათზე, "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ყაზახეთის ნაკრები კი გუშინ ჩამოვიდა თურქეთიდან, სადაც ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანელები 1:0 დაამარცხა.
ყაზახები "დინამო არენაზე" დღეს 19:30 საათზე ივარჯიშებენ. მანამდე კი, ნახევარი საათით ადრე, ყაზახეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი პრესკონფერენციაზე გვიმასპინძლებს, ხოლო 20 საათზე ჟურნალისტთა კითხვებს ჩვენი ნაკრების თავკაცი უპასუხებს.
საქართველოს ნაკრებმა გუშინ ასეთი შემადგენლობით ივარჯიშა:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე (ორივე - დინამო თბ), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ნიკა ძალამიძე (რიზესფორი, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟიმნასტიკი, ესპანეთი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი).
საქართველო-ყაზახეთის ამხანაგური მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე", 21 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ნანუკას შოუ თუ გადის და როდის გადის შენ გეცოდინება. ვერ გაიგე და რა ვქნა??
მოკლედ გეტყვი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და რაც მთავარია ესმის, ნებისმიერი გეტყვის რომ ნაკრებიდან კი არა ფეხბურთი უნდა დაიწყოს სკოლიდან. ჩემპიც უნდა გაძლიერდეს, პოპულარულიც გახდეს. ამას მინიმუმ 5-6 წელი უნდა. მანამდე ნაკრებმა უბრალოდ რეიტინგზე უნდა იფიქროს,შევიდეს ასეულში, მეტს მაინც ვერ მიაღწევს. ჰოდა 5 წელი შენ გინდა ამათ უყურე გინდა ნანუკას. მე როგორც ქომაგი ვითხოვ რეფორმებს და არა ნაკრების შედეგს.
მოკლედ 5-6 წელი ნაკრების ქომაგობას აზრი არ აქვს.
ბოდიშს ვიხდი პირდაპირობისთვის.