"ყოველთვის კარგია მოგებით დაწყება (აზერბაიჯანი 1:0), ხვალ კი უკვე საართველოსთან მოგვიწევს თამაში. დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში პირველი მოგების შემდეგ. ამიტომ შევეცდებით, ის დაბალანსებული ფეხბურთი ვანახოთ, როგორც აზერბაიჯანთან ვითამაშეთ.
საქართველოს ნაკრები შესწავლილი გვყავს. თუ არ ვცდები, 20 მოწვეული ფეხბურთელიდან 15 ლეგიონერია, რაც ფეხბურთელების სიძლიერეზე მეტყველებს. ჩვენი მხრიდან კი, ვეცდებით, კომპაქტურად და დაბალანსებულად ვითამაშოთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა სტადიონის სალაროებში უკვე დაწყებულია. ბილეთის ფასი 5 ლარია, ხოლო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.