საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, პირველი მატჩი ჩაატარა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული ამხანაგური შეხვედრა ყაზახეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ გიორგი აბურჯანიასა და ნიკა კაჭარავას.

შეხვედრის დაწყების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა დააჯილდოვა.

თამაში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ჯერ გიორგი ჭანტურიას, შემდეგ კი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს. 36-ე წუთზე აზათ ნურგალიევმა მარჯვენა
ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი ნუკრი რევიშვილის კარში გადაგზავნა - 0:1.

საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათაბრა. უჩა ლობჟანიძის პასის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ყაზახთა მეკარე დავით ლორიას საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ჭანტურიამ, რომელმაც ბურთი გაატარა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულ საბა კვირკველიას და ნიკა კაჭარავას ჰქონდათ. საბა კუთხურის შემდეგ თავით ურტყამდა სახიფათოდ, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას გადასცდა. კაჭარავამ კი პირისპირ მეკარეს ვერ აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, ლობჟანიძე (89, ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46, კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77, კვეკვესკირი), ანანიძე (77, ყენია), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია (45, კაჭარავა).

საქართველოს ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 48 /
ეს იყო ტაქტიკურად გაუმართავი გუნდის წვალება.მე იმედი მაქ რომ უკვე მომდევნო მატჩში ბევრად უკეთეს გუნდს ვიხილავთ წინააღმდეგ შემთხვევაში ფედერაცია დაგაყვება ცხადაძის უაზროდ გაშვებას
333
29 მარტი 2016 23:40
0
ცხადაძე დააბრუნეეეეეეეეეეეთ!!!!
c
29 მარტი 2016 23:40
0
ჯერ სად ხართ მოგენატრებათ ცხადაძე. ეს რა იყო?! ვინმემ რამე პოზიტიური დაინახა ამ თამაშში? კობი არ უნდა დაგეჯერებინა ფიფიასთვის
kkk
29 მარტი 2016 23:38
0
ტფუ!
domenti
29 მარტი 2016 23:34
0
ჭანტურიას კრაიდან უნდა ეთამაშა არვარგოდა კანკავა და არც ვაკო იყო აქტიური.ქვილითაია მაგალია და უნდა ეტამასებინა ტან პრაქტიკაც აქ სათამაშო
giga
29 მარტი 2016 23:29
0
ცჰანტურია და აბურჯანია კიარა კანკავა და ყაზაისჰვილი უნდა გაეყვანა და ქვილიტაია კვეკვესკვირი სჰემოეყვანა
giga
29 მარტი 2016 23:16
0
ეს რა იყოო:XXX საღოლ ვაის აბა რა ყაზახეთთან ორმეტრიან მცველებს ჭანტურია უნდა დაუყენო და თან მაღალი პასებით გადით ფონს ჭკვიანურია )))) ბრავო კობიიიიიიიიიიიიიი
_svani_
29 მარტი 2016 23:16
0
ცხადაძე ჯობდა ეს უბრალოდ უტავბოლოდ ბორიალი იყო ცჰვენი ფეგბურტელაბის
giga
29 მარტი 2016 23:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული