ქეცბაიას სანდრო გურულიც გამოაკლდა

AutoSharing Option
დღეს კვიპროსი, ლიმასოლის სტადიონი "ცირიონი" კავკასიურ დერბის მასპინძლობს - საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთისას ხვდება. მატჩი ამხანაგური, მაგრამ უაღრესად პრინციპულია. ევრო-2012-ის შესარჩევი ეტაპი ორივე ნაკრებმა წარმატებით დაიწყო, ჯგუფებში მესამე ადგილზე არიან და ამბიციაც მოსძალებიათ.

ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა დასანანი ამბავი გვაცნობა:"დღეს გუნდმა "ცირიონზე" ივარჯიშა. გუშინ საღამოს შემოგვიერთდნენ კახა კალაძე და სანდრო გურული, მაგრამ სანდროს არ უვარჯიშია - კუნთი აქვს დაჭიმული და მისი დატვირთვა არ შეიძლებოდა, რადგან კუნთის გაწყვეტის საფრთხე არსებობ
და. ასე რომ, ხვალ სანდრო ვერ ითამაშებს. ყველა სხვა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მატჩისთვის ემზადება."

ასე რომ, ლადო დვალიშვილის შემდეგ თემურ ქეცბაიას გუნდს კიდევ ერთი შემტევი გამოაკლდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში იმედიანი განწყობაა.

საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი დღეს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული