საქართველო-სომხეთი 2:1 (+VIDEO)

AutoSharing Option
კვიპროსი. ლიმასოლი. "ცირიონის" სტადიონი. ამხანაგური მატჩი
საქართველო - სომხეთი 2:1

საქართველო: ლორია, სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე, კობიაშვილი, დაუშვილი, ხიზანიშვილი, გოგუა, ანანიძე, იაშვილი, სირაძე.

სომხეთი: გასპაროვი, მიქოიანი, არაკელიანი, ჰოვსეპიანი, ჰაირაპეტიანი, ედიგარიანი, მკრტიჩიანი, პიზელი, კაზარიანი, მალაქიანი, მანუჩარიანი.


მატჩი დაიწყო.

3-ე წუთი : ლევან კობიაშვილის გადაცემის შემდეგ დავით სირაძემ კარში დაარტყა. დარტყმა სუსტი გამოდგა და კარს ასცდა.

9-ე წუთი: სომხეთის ნაკრების მოულოდნელი დარტყმა. ბურთი ასცდა კარს.

10-ე წუთი: გოგუას ჩაწოდება მარჯვენა ფლაგიდან, სირაძემ ბურთი ანანიძეს დაუგდო, ანანიძემ დაარტყა - ბურთი ასცდა კარს.

12-ე წუთი:
სომხებმა ჩვენ ნაკრების კარის მიმართულებით სახიფათოდ დაარტყეს. ბურთი კარს აცდა.

13-ე წუთი: სომხებმა მარჯვენა ფლანგიდან შეტევა განახორციელეს. საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული მეკარე ლორიამ აიღო.

20-ე წუთი: სომხეთის ანკრების საჯარიმო საქართველოს ნაკრების ცოცხალ კედელს მოხვდა.

22-წუთი: ხიზანიშვლმა მარცხენა ფლანგზე კარგი გადაცემა გაუკეთა კობიაშვილს, რომელმაც მეკარის მოედანში ჩააწოდა და იაშვილმა მეკარეს დასწრო - გოლი! 1:0.

29-ე წუთი: ანანიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

30-ე წუთი: კაზარიანი ურტყამდა, ბურთი მცველს მოხვდა, შემდგ სომეხმა ფეხბურთელებმა საჯარიმოს გარედან დაარტყეს და ააცილეს.

31-ე წუთი: ხუბუტია დაჯარიმდა - ყვითელი ბარათი.

33-ე წუთი: საჯარიმოს გარედან კობიაშვილის უძლიერესი დარტყმა კარიდან მცველმა გამოიტანა, სირაძემ დასწრებაზე ითამაშა - 2:0!

42-ე წუთი: სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი სახიფათოდ შეიჭრა ქართველთა საჯარიმოში. სალუქვაძემ ბურთი მოიგერია.

45+1 წუთი: პირველი ტაიმი დამთავრდა.

მეორე ტაიმი

64-ე წუთი: სომხეთის ნაკრებმა პენალტი გაიტანა საქართველოს ნაკრების კარში. გოლი ავტორი - მანუჩარიანი. 2:1.

72-ე წუთი: ზედიზედ მეორე კუთხური საქართველოს ნაკრების კართან. რევიშვილი ეუფლება ბურთს.

73-ე წუთი: ნუკრი რევიშვილმა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

81-ე წუთი: ანანიძის სახიფათო დარტყმული მცველმა მოიგერია.

შეხვედრა დასრულდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს ამ გამარჯვებას,სომხებს კიდევ ერთხელ მივუთითეთ მათი ადგილი საფეხბურთო მოედანზე! სამუშაო ბევრია,ასეთი თამაშით ხორვატიას ვერ მოვუგებთ,ფრეც გაგვიჭირდება!
Shota
19:08 09-02-2011
0
mtavaria moviget.magram zogierti pexburteli samcuxarod chorsaa nakrebistvis.adre nakrebi tamachobda chedegi ar iko,exla chedegi aris xarisxze sacodavoba
drinjo
22:53 09-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული