გამოხმაურება - ქეცბაიამ იცის, რა როგორ უნდა

AutoSharing Option
ზაზა ზამთარაძე, თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის დირექტორი:

- ლიმასოლის შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თემურ ქეცბაიამ იცის, ზუსტად რას ითხოვს გუნდისგან, როგორ ათამაშოს და კონკრეტულად, რომელ ფეხბურთელს რა დავალება მისცეს. ის არის პრაგმატი მწვრთნელი და ტაქტიკას არსებული კონტიგენტის მიხედვით არჩევს. რა თქმა უნდა, მე არ ვიცი, რა დავალება მისცა მოთამაშეებს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მუშაობა იცის და მინდა მას და საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება მივულოცო.

- მეორე ტაიმში ქეცბაიამ ძირითადი შემადგენლობა შეცვალა და ჩვენს დაცვასა და ნახევარდაცვაში ბევრი პრობლემა გამოჩნდა.
- ამ დროისთვის იაშვილი, კობიაშვილი და კალაძე მოედნიდან გავიდნენ და ცხადია, ეს გავლენას მოახდენდა. შესაძლოა, თემური 26 მარტს ხორვატიასთან დანიშნული მატჩისთვის რაღაც ტაქტიკას ამუშავებდა, რაც, ცხადია, მე არ ვიცი. შესაძლოა, სივრცეები იმიტომ გახსნა, რომ ამით გარკვეულ ექსპერიმენტს ატარებდა... ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ თემურმა გარისკა და მოიგო.

შესაძლოა, ახლა ვინმემ დაიწყო ლაპარაკი, რომ უფრო დამაჯერებლად უნდა მოგვეგოო, მაგრამ მე უკმაყოფილო ნაღდად არ ვარ, რადგან ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი მოგებას ველით და გვიხარია, მათ შორის, სომხეთთანაც.

- რომელიმე ფეხბურთელს გამოყოფდით?
- მე ისევ მთავარ მწვრთნელს გამოვარჩევ და არა რომელიმე ფეხბურთელს, რადგან მოვიგეთ, რაც ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ქეცბა მართლა საიმედო მწვრთნელია! მადლობა ღმერთს რომ ისაა ნაკრებში! მაგრამ აშკარად ბევრი სამუშაო ექნება რადგან ფეხბურთელები არც ისე კარგ ფორმაში არიან. გოგუა განსაკუთრებით კარგია, მეკარეებიც მიხარია რომ აღარ გვაშინებენ, სხვები ნაკლებად სტაბილურები არიან, იმედია ხორვატიასთან უკეთესად ითამაშებენ, ურთულესი თამაში გველის. იმედია იღბალიც ჩვენკენ იქნება!
bb king
02:40 12-02-2011
0
ქეცბა ყველაზე მაგარი კაცია და მჯერა რაგაცას მივაგცევტ ამ გუნდს ყენია ასატიანი მჩედლიზე და ეგარი...... საცუცუნო არაპერია მეორე ტაიმი იმიტო ვერ იტამასჰეს ბიჩებმა რომ კობი.კალაზე გოგუა და ხიზანა გაიყვანეს.....
irakli
06:28 11-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული