- ლიმასოლის შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თემურ ქეცბაიამ იცის, ზუსტად რას ითხოვს გუნდისგან, როგორ ათამაშოს და კონკრეტულად, რომელ ფეხბურთელს რა დავალება მისცეს. ის არის პრაგმატი მწვრთნელი და ტაქტიკას არსებული კონტიგენტის მიხედვით არჩევს. რა თქმა უნდა, მე არ ვიცი, რა დავალება მისცა მოთამაშეებს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მუშაობა იცის და მინდა მას და საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება მივულოცო.
- მეორე ტაიმში ქეცბაიამ ძირითადი შემადგენლობა შეცვალა და ჩვენს დაცვასა და ნახევარდაცვაში ბევრი პრობლემა გამოჩნდა.
შესაძლოა, ახლა ვინმემ დაიწყო ლაპარაკი, რომ უფრო დამაჯერებლად უნდა მოგვეგოო, მაგრამ მე უკმაყოფილო ნაღდად არ ვარ, რადგან ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი მოგებას ველით და გვიხარია, მათ შორის, სომხეთთანაც.
- რომელიმე ფეხბურთელს გამოყოფდით?
- მე ისევ მთავარ მწვრთნელს გამოვარჩევ და არა რომელიმე ფეხბურთელს, რადგან მოვიგეთ, რაც ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.