საქართველოს ნაკრები: ავსტრიული შეკრება დაიწყო, ჯანო ანანიძე ვერ ვარჯიშობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მაისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაიწყო. ჩვენმა გუნდმა, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ფელდკირხენში ივარჯიშა. წვრთნაში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ არიან გიორგი აბურჯანია (დღეს "ხიმნასტიკს" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მორიგი ტურის მატჩი აქვს) და გიორგი ჭანტურია (24 მაისს "დუისბურგის" შემადგენლობაში ითამაშა).

ნაკრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ჯანო ანანიძე გამოაკლდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი,
7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესკიშეჰირსპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ათამაშონ კალაძე ოღონდ თავდასხმაში
მურთაზი
25 მაისი 2016 21:16
0
с...ეს შემადგენლობა არ გყავდა ყაზახეთის თამაში..?რა გაკეთეს?ერთი კომბინაცია,პასი ნორმალური ნახევარმცველებმა გააკეთეს გეკიტხებით?ყაზახეთან რაც ვერ გააკეთე იგივე სასტავით გინდა ესპანეთს ეთამაშო?ერთი კაცი რომელსაც მოედნის ხედვა აქვს არ გამოერია გუნდს დააყემეთ და ერთ ორ პას მაინც გააკეთებს..დაბზრიალდებიან ერთ პეხბურთელს გვერდს აუვლიან და მერე სად წაიხონ არ იციან ბურთი..
gogi
25 მაისი 2016 21:06
0
kakabadzes ra unda nakrebshi, sirzxvilia ubralod)))
jango
25 მაისი 2016 18:35
0
chemi azrit dinamos fexburtelebi: kvilitaia chanturishvili, gigauri nakrebis donis fexburtelebi ar arian, mat gamozaxebas igive gogua, lipartia avto ebralidze, xocholava gamoezaxebiar ufro taadgebodnen nakrebs. magram meores mxriv eg dinamos fexburtelebi ziritadi dinamos birtvia da sakvalifikazio aakvt satamasho da ufro gamozdilebas miigeben am shekrebit da tonushi iknebian, eg dinamostvis ufro kargia vidre nakrebistvis.
ggg
25 მაისი 2016 18:02
0
ქვილითაია ათამაშე რა მაგარი საინტერესოა მაგის ხილვა )))
ika
25 მაისი 2016 17:14
0
ყველაზე საინტერესო ქვილითაის თამაშია. იმედია, მიეცემა შანსი ნაკრებში თავის გამოჩენის.
tngh
25 მაისი 2016 16:42
0
"ანატოლი"
რა იცი შენ სიზმარი ნახე??
დვალიშვილს და მჭედლიძეს ამ ეტაპზე არცერთი ქართველი ფორვარდი არ ჯობია!
777
25 მაისი 2016 16:30
0
ამათი იმედი მტერს ექნა, გუშინ დუისბურგის თამაშს უყურე ჭანტურია გაგებაში არ იყო მესამე ბუნდესლიგის გუნდმა ფეხი არ გაანძრევინა, მერე ვითომ ტრამვა მიიღო შეცვლა მოითხოვა, მოკლედ ვაისმა ვაი ვ ა ი ს ყვირილი რომ დაიწყოს ის დროა აქ სად ჩამოვედიო
zmo
25 მაისი 2016 16:18
0
დვალიშვილო რას გვერჩი რა გინდა ბიძია რეკორდი უკვე დაამკარე 5 ცელია ნაკრებში ბურთი არ გაგიტანია და აცალე სხვებსაც:))
beso
25 მაისი 2016 15:59
0
დვალიშვილი ბურტს ვერ გაიტანს.
ანატოლი
25 მაისი 2016 15:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული