ამასობაში ქართველებთან მატჩის თაობაზე აზრი სლოვაკეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა გამოთქვა.
მოდით, ვნახოთ, რას ფიქრობს ჰოლანდიური "ტილბურგის" გამოცდილი ფორვარდი ადამ ნემეცი.
"საქართველოსთან მატჩი იოლი არ იქნება. ჩვენ ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით და ამ ტურნირამდე დარჩენილი თითოეული დღე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს ნაკრებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. ასე რომ, ჩვენ რთული
ახლა სიტყვა მივცეთ "ბურსასფორის" ასევე გამოცდილ ნახევარმცველს, მიროსლავ შტოხს.
"ევროპის ჩემპიონატზე ჩვენგან ყველა წარმატებულ თამაშს ელის და ეს უნდა შევძლოთ. რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, ვფიქრობ, ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგესთან მოგვიწევს საქმის დაჭერა", - ბრძანებს შტოხი.
"ქართველებთან არავითარ შემთხვევაში არ იქნება იოლი მატჩი", - ეს უკვე "ჰერტას" მცველ პეტარ პეკარიკის სიტყვებია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუ შემადგენლობაზე გაქვს პრეტენზია ჯერ მოიცადე... იქნებ საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატს იგებს.......:-)