ქართველებთან იოლი არ იქნება... სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელები მომავალ მატჩზე

AutoSharing Option
27 მაისს, ავსტრიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ეს მატჩი პარასკევს გაიმართება და ქართველი გულშემატკივარი მას თვალს  "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხის საშუალებით, 19:30 საათიდან მიადევნებს.

ამასობაში ქართველებთან მატჩის თაობაზე აზრი სლოვაკეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა გამოთქვა.

მოდით, ვნახოთ, რას ფიქრობს ჰოლანდიური "ტილბურგის" გამოცდილი ფორვარდი ადამ ნემეცი.

"საქართველოსთან მატჩი იოლი არ იქნება. ჩვენ ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით და ამ ტურნირამდე დარჩენილი თითოეული დღე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს ნაკრებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. ასე რომ, ჩვენ რთული
მატჩისთვის ვემზადებით", - ამბობს ნემეცი.

ახლა სიტყვა მივცეთ "ბურსასფორის" ასევე გამოცდილ ნახევარმცველს, მიროსლავ შტოხს.

"ევროპის ჩემპიონატზე ჩვენგან ყველა წარმატებულ თამაშს ელის და ეს უნდა შევძლოთ. რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, ვფიქრობ, ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგესთან მოგვიწევს საქმის დაჭერა", - ბრძანებს შტოხი.

"ქართველებთან არავითარ შემთხვევაში არ იქნება იოლი მატჩი", - ეს უკვე "ჰერტას" მცველ პეტარ პეკარიკის სიტყვებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რისი გაპროტესტება გინდა ვერ გავიგე???
თუ შემადგენლობაზე გაქვს პრეტენზია ჯერ მოიცადე... იქნებ საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატს იგებს.......:-)
666-s
15:20 26-05-2016
0
kargit ra chsnturias mesobis da goguas prenisariyos.admin txovna meqneba rom:rodesac ucxouri mediis tu presis komentars dadebt qartvelebze miutitot konkretuli wyaro.madloba
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული