ვლადიმირ ვაისი: ასე თამაში არ შეიძლება!

AutoSharing Option
27 მაისს ავსტრიულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე სლოვაკეთის ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.


მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი თქვა:

"ცუდად ვითამაშეთ. სლოვაკებთან ფიზიკური ორთაბრძოლები წავაგეთ. ისინი ჩვენზე უკეთ არიან მომზადებულნი და ფორმაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. პირველ ტაიმში მეტოქე გაცილებით უკეთ ორგანიზირებული თამაშობდა.

შესვენებაზე შევეცადე, გუნდის თამაშში მეტი აგრესია შემეტანა. მაგრამ მარტივი გოლები გავუშვით, მნიშვნელოვანი იყო ადამ ნემეცის მეორე გოლი. მესამე გოლი უბრალოდ აღმაშფოთებელია ჩვენი მხრიდან,
ასე თამაში არ შეიძლება, კედელი ვერ დავაყენეთ და დარტყმულზე რეაქციაც არ ყოფილა.

დიახ, საქართველოს ნაკრები ცდილობდა, მაგრამ დიდ ფეხბურთში ეს არ არის საკმარისი. მაგრამ უფრო მეტს ვიშრომებთ".
მკითხველის კომენტარები / 74 /
ფეხბურთელები რო მოდელებივით არიან, ოდნავი ამბიცია არ გააჩნიათ და უთავმოყვარეოდ თამაშობენ ეგ არახალია, მაგასაც შველა ჭირდება.. მაგრამ ჩვენც რო არაფრის დაფასება არ ვიცით და საკუთარი ქედმაღლობისთვის და ბიღმისთვის ვერ მიგვიხედია ეგეც ფაქტია, ცხადაძე-ცეცაძის დუეტი ბოლოდროინდელი მწვრთნელებიდან საუკეთესო იყო, და მიუხედავად მოცემული სიტუაციისა ამ ფეხბურთელებითაც ახერხებდნენ ნორმალური ფეხბურთის თამაშს, სულელურზე სულელური გადაწყვეტილება იყო ვაისით ამ დუეტის ჩანაცვლება..
AC MILAN
28 მაისი 2016 21:59
0
100%-ით ვეთანხმები "ნიკოლოზი"-ს. მართლაც, ქართულმა ფეხბურტმა ნევროზი გაგვიჩინა. საერთოდა აღარ დააფინანსონ და თუ ვინმეს აინტერესებს, თვითონ მიხედონ. გავაძლიეროთ კალათბურთი და რაგბი. სპორტის ეს სახეობები აშკარად აღმავლობის გზაზეა და ახლა შემდეგ ეტაპზე ასამაღლებლად გაძლიერებული მხარდაჭერა და დაფინანსება ჭირდებათ, შედეგები რომ გააუმჯობესონ. ფეხბურთი უძირო ქვევრივითაა. რაც გინდა ჩადო, მაინც შედეგი ნულია.
გიო
28 მაისი 2016 18:34
0
ბევრს ვეთანხმები ფეხბურთი რომ დაბალ დონეზეა ჩვენთან. მაგრამ ბევრის კომენტარიდან გამომდინარე ვამბობ რომ ეს სპორტი ყველას უყვარს, ნერვებს გვგლეჯს თუ არა და ისე ნუ ბაზრობთ რომ მაინც არაპერი ეშველება და უნდა ამოიძირკვოს. ბევრის კომენტარიც მომეწონა მწვრთნელი რა შუაშია მართლაც? რა მწვრთნელიცაა მაგან წინა მუნდიალზე თქვა. ხოლო შემსრულებლები ვინ გვყავს? მჭედლიძე აბსოლიტური ნულია წინ, ადრე ორტაბრძოლებს მაინც იგებდა. ოქრიაშვილს გუშინ კი წაუვიდა თამაში, უნიჭიერესიცაა, მაგრამ აშკარად აგდებული დამოკიდებულება აქვს ხშირად. ყაზაიშვილს რაც შეეხება შეგნებულად არ გავაკრიტიკებ, რადგან ყოველ თამაშს ერთნაირად ვერ ითამაშებს ეგეც ადამიანია. კაშიამ საყრდენად უფრო ითამაშა უკეთ, დაცვაში აშკარად უშვებდა შეცდომებს და რავი რა მოთამაშეებმა უნდა მოინდომონ პირველ რიგში. ვისაც პრაქტიკა აკლია სათამაშო ჩამოვიდეს და უმაღლეს ლიგაში მაიც ითამაშონ ჩვენთან ფორმაში მაინც იქნებიან, განვითარებით მაინც ვერ ვითარდებიან
lasha
28 მაისი 2016 17:16
0
ფერგიუსონი რომ ჩამოიყვანო მთავარ მწვრთნელად, ამ ფორმაციის ნაკრებს არაფერი ეშველება. ეს, სამწუხაროდ, საბოლოოდ გუშინ გამოვლინდა...
დათო
28 მაისი 2016 16:45
0
"ქართული ფეხბურთი" რომ მითია, ვეღარ მიხვდით?! რასაც ქართულ ფეხბურთს ეძახით და რაღაც წარმატებებს იხსენებთ, ეგ საბჭოთა ფეხბურთია და იმ საბჭოეთთან ერთად დაიშალა. აღარასოდეს განმეორდება, ისევე, როგორც ქართული კინო, ქართული თეატრი, ქართული საესტრადო სიმღერა, ან ქართული მეცნიერაბა. კი ბატონო, ერთეული ადამიანები ყველა დარგში გამოჩნდებიან, მაგრამ ხელოვნების, მეცნიერების დარგის, ან სპორტის სახეობის უკვე დაკარგული წარმატების აღდგენა აღარასოდეს მოხდება. ჩემი აზრით, სახელმწიფომ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ფეხბურთის დაფინანსება, რადგან თანხები მთლიანად წყალში იყრება ან ვიღაც ერთეული პირების ჯიბეში მიდის, გულშემატკივარს კი ნერვების შლის მეტი არაფერი ხვდება. თუ ბიზნესმენები გამოთქვამენ სურვილს, მათ აფინანსონ, თუ არა, ფიფა საკმაოდ მდიდარია და თუ სურვილი აქვთ, დააფინანსონ. ამჟამად საქართველოში რეალურად სპორტის მხოლოდ ორი გუნდური სახეობაა, რაც ხელშეწყობას და გვერდში დგომას იმსახურებს. კალათბურთი და რაგბი. 26 მაისს ქუთაისში ჩატარდა კალათბურთის ჩემპიონატის გადამწყვეტი, მე-5 მატჩი თბილისის "დინამოსა" და ქუთაისს შორის. სავსე დარბაზში, ძალიან და ძაბულ ბრძოლაში, ფაქტიურად ბოლო წუთზე გაიმარჯვა ქუთაისმა დ აჩემპიონი გახდა. ჩემდა გასაკვირად, ეს თამაში მხოლოდ ქუთაისის ტელეარხმა "რიონმა" გადასცა. აქედან დასკვნა, სახელმწიფო სრულიად არალოგიკურად და არასწორად უდგება საკითხს. საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოცემს საფეხბურთო ჩემპიონატის უსახურ და უინტერესო თამაშებს, ხოლო ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის გადამწყვეტ მატჩსაც კი არ უჩვენებენ.
მოკლედ, ძირს ფეხბურთი, რომელიც ათწლეულებია, მხოლოდ ნერვებს გვიშლის და არასრულფასოვნების კომპლექსს აჩენს მთელს ერში. გაუმარჯოს წარმატებულ რაგბს და კალათბურთს. დარწმუნებული ვარ, ამ სახეობებისთვის დაფინანსების გაზრდა უმაღლეს შედეგებს მოგვიტანს.
ნიკოლოზი
28 მაისი 2016 16:04
0
ამთმა დააწყვიტეს ყველა მწვრთნელს და ჩვენ ნერვები,არც ჟილკა აქვთ და არც თავმოყვარება დაბორიალობენ მოედანზე ინდაურებივით და თავი ვარსკვლავები გონიათ,მაგარი უნიჭო თაობაა,იმიტომაა ყველა რო ბანძ კლუბებშია გაფორმებული და არც იქ გამოყავთ მოედანზე-მწვრთნელებია "ზუბშიო"
მურთაზი
28 მაისი 2016 15:13
0
ვაისს სანაკრებო გამოცდილება მაინც აქვს და ეს გამოსაყენებელია. სხვა სანაკრებო გამოცდილების მწვრთნელი საქართველოში მაინც არ ჩამოვა და ვინც გვყავს იმას გავუფრთხილდეთ!

ვინც არ უნდა მოიყვანონ მწვრთნელად, ფეხბურთელები თუ ვერ დარბიან, შედეგი მაინც არ იქნება!!!
სირბილის სწავლების ცენტრი
28 მაისი 2016 14:38
0
სამცუხაროა, რომ კობი ცხადაძესთან კომპრომისზე არ ცავიდა, სულ ტკუილად დრო დავკარგეტ,ეს კაცი არაფრის გამკეტებელი არ არის, მაგას გეგუჩაძეც ჯობია,ვერ ვიტკვი ,რომ ცხადაძეს დროს ციდან ვარსკვლავებს ცკვიტავდნენ, მაგრამ რამდენიმე ტამაში კარგად ჩაატარეს,ცხადაძე რომ კოფილიკო ასე უსუსურად არ ცააგებდნენ
ალეკსანდრე
28 მაისი 2016 14:35
0
სხვა შედეგს არც ველოდი.
საერთოდ ვართ ფეხბურთში დაბალ დონეზე და ამის ამოქაჩვა მარტივი არაა.
ბოლომდე ნუ გადაიჭრით ხალხო ვენებს ცხადაძეზე ჯავრით-ესტონეთთან წაგებული 3:0 ხომ გახსოვთ?
ფერნანდო
28 მაისი 2016 14:05
0
ცხადაძე კი არა ამათ ფეოლა,რომ გააცოცხლო ისიც ვერ უშველის.
asea es
28 მაისი 2016 14:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული