მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი თქვა:
"ცუდად ვითამაშეთ. სლოვაკებთან ფიზიკური ორთაბრძოლები წავაგეთ. ისინი ჩვენზე უკეთ არიან მომზადებულნი და ფორმაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. პირველ ტაიმში მეტოქე გაცილებით უკეთ ორგანიზირებული თამაშობდა.
შესვენებაზე შევეცადე, გუნდის თამაშში მეტი აგრესია შემეტანა. მაგრამ მარტივი გოლები გავუშვით, მნიშვნელოვანი იყო ადამ ნემეცის მეორე გოლი. მესამე გოლი უბრალოდ აღმაშფოთებელია ჩვენი მხრიდან,
დიახ, საქართველოს ნაკრები ცდილობდა, მაგრამ დიდ ფეხბურთში ეს არ არის საკმარისი. მაგრამ უფრო მეტს ვიშრომებთ".
მოკლედ, ძირს ფეხბურთი, რომელიც ათწლეულებია, მხოლოდ ნერვებს გვიშლის და არასრულფასოვნების კომპლექსს აჩენს მთელს ერში. გაუმარჯოს წარმატებულ რაგბს და კალათბურთს. დარწმუნებული ვარ, ამ სახეობებისთვის დაფინანსების გაზრდა უმაღლეს შედეგებს მოგვიტანს.
ვინც არ უნდა მოიყვანონ მწვრთნელად, ფეხბურთელები თუ ვერ დარბიან, შედეგი მაინც არ იქნება!!!
საერთოდ ვართ ფეხბურთში დაბალ დონეზე და ამის ამოქაჩვა მარტივი არაა.
ბოლომდე ნუ გადაიჭრით ხალხო ვენებს ცხადაძეზე ჯავრით-ესტონეთთან წაგებული 3:0 ხომ გახსოვთ?