ისტორიული მომენტი: საქართველომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
7 ივნისს მადრიდის გარეუბან ხეტაფეში, "კოლისეუმ ალფონსო პერესზე" ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!

მატჩის მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო კონტრშეტევა, სადაც მცველებთან მიახლოებისას ბურთი უკვე ჯაბა ჯიღაურმა მიიღო და საჯარიმოში შევიდა. ჯიღაურმა გამჭოლი პასი თორნიკე ოქრიაშვილზე გააკეთა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.

52-ე წუთზე საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა - ესპანელების ჩაწოდების
შემდეგ საჯარიმოში ერთმანეთს თავებით ნუკრი რევიშვილი და სერხიო ბუსკეტსი შეეჯახნენ. შედეგად რევიშვილს წარბი გაუსკდა და ის როინ კვასხვაძემ შეცვალა, ხოლო ბუსკეტსმა თამაში განაგრძო.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ესპანეთი უფრო გააქტიურდა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვა საიმედოდ თამაშობდა. ჩვენი ნაკრები ეპიზოდურად მაინც ახერხებდა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას და ცდილობდა სახიფათო მომენტის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ 90-ე წუთზე არბიტრმა მატჩს 7 წუთი დაამატა, რა დროშიც ესპანეთი ლამის მთელი გუნდით გადავიდა საქართველოს ნაკრების ნახევარზე. ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს კარში დარტყმა გიორგი ჭანტურიამ შეძლო, მაგრამ მცველს ბურთი სახეში გაარტყა.

საბოლოოდ "ჯვაროსნებმა" მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდი, "კოლიზეუმ ალფონსო პერესი"
ესპანეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40)
ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეცი (76 პედრო), ლუკას ვასკესი (61 დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46 ინიესტა), ტიაგო (46 კოკე), სერხიო რამოსი (46 სან ხოსე), ხუანფრანი (46 ბელერინი), ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო
მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: რევიშვილი (55 კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78 ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72 ქვილითაია), დვალიშვილი (72 ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84 კობახიძე)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: 61 კვერკველია, 81 სან ხოსე
მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი
მკითხველის კომენტარები / 82 /
აა შეგძლებიათ ხომ.... ასე თქვე კაი ხალხო, მოედანზე რომ გადიხარ უნდა იბრძოლო, ვინც იბრძვის ის იმარჯვებს კიდეც, ეს საწყისი წერტილი უნდა გახდეს.
გიორგი
08 ივნისი 2016 09:49
0
ასე შეეძლო მოეგო ქეცბაიასაც შესარჩევში ძელი რომ არა .ქეცბას ტაქტიკა სწორი იყო წარმატება ნაკრებს
მირიანი
08 ივნისი 2016 09:33
0
გასაგებია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომენტატორებმა ზედმეტად არ უნდა აქონ და ადიდონ ჩვენი ნაკრები, მაგრამ ეს დამცინავი და ცინიკური დამოკიდებულება რა არის ვერ მივხვდი უბრალოდ, თუ საკუთარ ნაკრებზე ღადაობა კაი ტიპობაა?
ლლლ
08 ივნისი 2016 09:20
0
მეც იმათ სიაში გახლავართ, ვინც გაცოფებული იყო და აკრძალვის მომხრე დაფინანსებისა, აქ გამოთქმული აზრებიდან ვეთანხმები იმას, რომ დღევანდელი დღით ტკბობაც ვისწავლოთო( ეს ხელს არ შეგვიშლის), მაგრამ სწორად , ანუ შეტევითი ფეხბურთის თამაშის დროა( ფიქრის კი არა). რაც კარგია კარგია, დღევანდელი დღისთვის მადლობა ყველას და ასრ გააგრძელეთ! ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ივიწყებს წყენას, თუ კი მოგვცემთ ამის საშუალებას!
gela
08 ივნისი 2016 08:17
0
კარგით რა გააკეთა ვაისმა ან კობიაშვილმა მასეთი, რამე ახალი ტაქტიკა შემოგვთავაზა თუ რა არის? ერთი რაც ნათლად ჩანს დავალება აქვს მიღებული რა სასტა ითაც ცხადაე თამაშობდა იმ სასტავით აღარ ითამაშოს და ვიღებთ უსახურ ფეხბურთს, ვულოცავ საქართველოს და ბიჭებს ამ გამარჯვებას, არ გაVერებულიყვნენ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარონ, P.S. თუ დააკვირდებით შეცვლაზე ძველი სასტავი რომ შემოვიდა უფრო გააქტიურდა გუნდი
Tgu
08 ივნისი 2016 08:07
0
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას 25 წელი ველოდი. მადლობის მეტი რა მეთქმის , დღეს მაგარი ამაყი ვარ.
ისე ჩვენი ჰიმნის შესრულების დროს ბევრმა ტრიბუნებზე მყოფმა ესპანელებმა ადგომა არ იკადრეს ამიტომ ამ გამარჯვებით ორჯერ მეტი ამაყი ვარ,
ახლა დიდი იმედი მაქვს აწი ჩვენს ბიჭებს
,, არ გაგიჭირდებათ მოგება,,
ფეოლა
08 ივნისი 2016 07:51
0
შესაძლებელია მებრძოლი ნაკრების ჩამოყალიბება.ყოჩახ ოქრიაშვილი,ლობჟანიძე,ძიღაური დასაუკეთესო იყო ნავალოვსკის
999999999999
08 ივნისი 2016 07:46
0
ამიერიდან რაც არ უნდა ცუდად ვითამაშოთ, ყოველთვის პატივისცემიტ მოგვეპყრობა სხვა ნაკრები, რადგან ეს გამარჯვება ყოველთვის ემახსოვრება ყველას. ძალიან მაგარი რაღაცა მოხდა დღეს. იმედია ჩვენი ფეხბურთელები, სულ ასე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ყოველ თამაშს და ასიათასობით ქარტველს გაახარებენ
lasha19
08 ივნისი 2016 03:31
0
qutaiseli რუმინეთთან თამაშის მერე ძალიან გასავრაბზებელი იყო ყველაზე, ვაისის გარდა . რადგან ძალიან უპასუხისმგებლოდ ითამაშეს იქ ჩვენებმა. აგერ შესძლებიათ ფეხბურთის თამაში, და ასე მონდომებით უნდა ითამაშოს ნაკრებმა, რადგან მთელი ერის სიხარული და მწუხარება არის მასზე დამოკიდებული. ახალა ყველას გვიხარია, და იმედია სულ ასე იქნება
lasha19
08 ივნისი 2016 03:27
0
roca nakrebshi zaza zamtzradzis donid pexburtelebi gveyoleba shedegic mere gveqneba, hahahahah.............
დილა
08 ივნისი 2016 03:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული