"ავტობუსი"- აი, როგორია საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების "შიდა სამზარეულო" [VIDEO]

AutoSharing Option
საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველმა არხმა" გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო ვიდეო, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მადრიდული ვოიაჟია აღწერილი.

ვიდეოში თავმოყრილია კადრები, როგორ ემზადებიან ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის. ასევე მონაკვეთები ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციიდან და ქართველი ფეხბურთელების საკმაოდ საინტერესო საუბარი ავტობუსით მგზავრობისას თამაშამდე და თამაშის შემდეგ.

რაც მთავარია, ვიდეო ქართველ გულშემატკივარს კარგ წარმოდგენას შეუქმნის, თუ როგორია რეალურად საქართველოს ნაკრების "შიდა სამზარეულო".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ხეტაფეში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი  მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. გოლი
თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები გასახდელში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 20 /
Albat kvelaze gamosuworebeli optimisti var da sul mjera chveni fexburtelebis magram am kadrebis naxvit martla ar damcha shtabechdileba ro es gundia ertad shekruli, megobruli imedia vcdebi
g.g
25 ივნისი 2016 20:45
0
გთანხმებით პაპა და გიორგი :) მაგრა ნეტავ ამათმა მოგება დაიწყონ და გვაგინონ რამდენიც უნდათ :) ისე იმიტომ ილანძღებიან ესენი ყოველთვის რომ მარტო გრანდებთან თამაშობენ მონდომებით
დავით123
25 ივნისი 2016 20:22
0
აზერბაიჯანს ან მინიმუმ ალბანეთს მაინც მოუგეონ და მერე აღნიშნეთ გამარჯვება! ამ ძალით "ბლატნოი" ტიპაჟებზე (ფედერაცია+ფეხბურთელები) ასეულობით მილიონი ლარი რატომ უნდა დახარჯოს ამ უღარიბესმა სახელმწიფომ?! მიეცილეს ეს ფული იმ სპორტსმენებს ვინც იმსახურებს თავისი შემართებით, შრომით, პატიოსნებით და შედეგებით! რაგბი, ჭიდაობა, ძიუდო, კალათბურთი, ძალოსნობა! ცოტა გვყავს მისახედი??? ამ უთავმოყვარეო კლოუნებს რატო უნდა შევტენოთ ამდენი ფული?! ვინც თავს ესე ამაღლებულად გრძნობთ ესპანეთთან ყარაულის თოფის ეფექტით, შეუგროვეთ ძმაო ფული და უხადეთ რამდებიც გინდათ! ამოვიდა ყელში ამათი ბლატაობა, 5 წეკიწადში ერთ თამაშს მოიგებენ და ტვინს გვიხერხავენ
ხაია
25 ივნისი 2016 20:14
0
ესენი მსოფლიოზე რომ გავიდნენ დიდ ავტობუსს დაიქირავებენ და სულ კარდაკარ დაივლიან ყველას საგინებლად.
papa
25 ივნისი 2016 17:59
0
კარგი ვიდეო იყო. მადლობა 1-ელ არხს. წარმატებას გისურვებთ ბიჭებო! კარგები ხართ.
ლუკა
25 ივნისი 2016 17:48
0
ძალიან გთხოვთ ზოგიერთებს, შეგვარგოთ ეს მართლაც ისტორიული გამარჯვება და შემდეგზე შემდეგ ვილაპარაკოთ.
tngh
25 ივნისი 2016 15:56
0
რატომ არშეგვიძლია ზოგიერთებს რომ მივულოცოთ ეს გამარჯვება ჩვენს ბიჭებს და წარმატებები ვუსრლვოთ შემდეგ თამაშებში? მარტო ფეხბურთელები ვერ მოგვიტანს წარმატებას თუ ჩვენც არვისწავლით ნამდვილ გულშელმატკივრობას და ნამდვილ ქომაგობას.
romandro
25 ივნისი 2016 15:46
0
აი რას ამბობს ჭანტურია- "ბევრი უარყოფითი რეაქცია მოდიოდა საქართველოდან რასაც არ ვიმსახუტებთ"
კიდევ ვერ ხვდება რომ იმსახურებენ. გინებას არ ვგულისხმობ, ეგ მიუღებელია. მაგრამ სხვა უარყოფითს იმსახურებენ ა თან როგორ. 5:1, 3:1 და ასე შემდეგ, ამ დროს რტა უნდა უთხრა კარგი ბიჭები ხართთო? ვის უხარია მაგათი ლანძღვა ნეტა? 3:1 რომ წააგეს ვთქვი ნაკრების თამაშს არ ვუყურებ სანამ არ გავიგებ რომ თამაში დაიწრესთქო, რათქმაუნდა ეს ერთი თამაშის გამო არ მითქვამ, უბრალოდ დავიღალე, მოყოლებული 1998 წლიდან, მაგრამ ვერ მოვითმინე და რუმინეთთანაც ვუყურე და ესპანეთთანაც. ქართველი ხალხის უმრავლესობა ნაკრებს მხარში უდგას და ქომაგობს. ჰოდა კეთილი ინებოს ყველამ და კარგად ითამაშონ ან კიდევ საერთოდ შეეშვან. თუ არადა გაბრაზებლი და განაწყენებული გულშემატკივრის უარყოფითი შეფასებები აიტანონ. მიბაძონ რაგბისტებს, უელსთან წაგების შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ფეხბურთში როგორაა? ხან წააგებ ხან მოიგებო, ესაა ფეხბურთიო. რაგბში რატომ არ ამბობენ მასე ნეტა?
giorgi
25 ივნისი 2016 15:08
0
მადლობა პირველ არხს ასეთი სიუჟეტისთვის.მადლობა ბიჭებს მოგებისთვის.მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ.არ გჭირდებათ ბევრი მოტივაცია რომ ითამაშოთ,თქვენი ქვეყანა საკმარისი უნდა იყოს თვითმოტივაციისთვის,ყველა თამაშზე დაუფიქრდით ვისთვის თამაშობთ ესაა ოჯახები რომლებიც გიყურებენ,ბავშვები რომლებიც გბაძავენ.მიეცით კარგი მაგალითი თამაშითაც,საქციელითაც,სიტყვაპასუხითაც.წარმატება აუცილებლად მოდის შრომით ურთიერთპატივისცემით და სიყვარულით
პატივისცემა ერთმანეთს
25 ივნისი 2016 15:07
0
ეხლა მოგვიხნავებ ტვინს, მერე წაასხამენ ავსტიასთან და მშვიდად დაიწყენენ მზადებას შემდეგი ციკლისთვის.
tvini
25 ივნისი 2016 14:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული